ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული დროშის დარბაზი გაიხსნება

© National Library of Georgiaეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთჯვრიანი ქართული სახელმწიფო დროშა XIII საუკუნით თარიღდება. ის მსოფლიოში მეორეა სიძველის მხრივ დანიის დროშის შემდეგ.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქვეყნის ეროვნული დროშის დარბაზს გახსნიან – ახალ სივრცეში უკვე განათავსეს შუა საუკუნეების ევროპული რუკების ბეჭდვითი ვერსიები. ექსპოზიცია მუდმივი იქნება.

როგორც ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებში საქართველოს ტერიტორიის აღნიშვნისთვის ხუთჯვრიან დროშებს იყენებდნენ. ეს მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა.

IFLA: თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკა სხვა ქვეყნებს სანიმუშო მაგალითს აძლევს>>

იქვე წარმოდგენილია ხუთჯვრანი დროშის ორიგინალური ვერსია, რომელიც ბიბლიოთეკას ყოფილმა დეპუტატმა კობა ამირხანაშვილმა გადასცა.

გიორგი კეკელიძე და ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
სოფლის ბიბლიოთეკებში ბავშვები COVID-19-ის შესახებ უახლეს ინფორმაციას მიიღებენ

„2003 წელს პირველად ამ დარბაზში გაიმართა სხდომა, სადაც ახალი დროშის და სახელმწიფო სიმბოლიკის მიღებაზე იმსჯელეს. 2004 წელს პარლამენტმა სწორედ ამ სხდომის საფუძველზე დაამტკიცა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად. განახლებული დარბაზი, რომელიც სულ მალე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც აღიჭურვება, სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გაიხსნება“, – ნათქვამია ბიბლიოთეკის განცხადებაში.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0