მუზეუმების კვირეული ონლაინ: რა ელოდებათ ხელოვნების მოყვარულთ?

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები თანასწორობისთვის: „მრავალფეროვნება და ინკლუზია“.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მუზეუმების კვირეული გრძელდება, გაეცანით ოთხშაბათს, 20 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს.

თბილისის ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ამ დღეს გენერალ ზურაბ კობიაშვილის საარქივო კოლექციის ვიდეოჩვენება გაიმართება. 

ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
მუზეუმების საერთაშორისო დღე: საქართველოს მუზეუმები ონლაინ–ექსკურსიებზე გეპატიჟებიან

ექსპოზიციის კურატორია მამუკა ქაფიანიძე. იგი ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად მოგითხრობთ გენერლის მდიდარი კოლექციიდან საბრძოლო იარაღების, მემორიალური ნივთების, ფერწერული ნიმუშების, აღმოსავლურ ღვთაებათა ქანდაკებებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესახებ.

აჭარის სახელმწიფო მუზეუმში გელოდებათ ონლაინ–ჟურნალ „მუზეუმის“ პრეზენტაცია, ასევე ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი პიანისტის ირაკლი შარაშიძის მუსიკალური კომპოზიცია და ტრენინგ-ვებინარი თემაზე „ისწავლე და დასაქმდი“.

თელავის სახელმწიფო მუზეუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხატვრების მიერ მომზადებულ ვიდეოს გთავაზობთ, რომელშიც ისინი ინკლუზიური პროგრამების მნიშვნელობასა და შშმ პირთა აქტივობაზე ისაუბრებენ.

საქართველოში 18-დან 25 მაისამდე პერიოდში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება – ეს არის ონლაინ-გამოფენების, ვირტუალური ექსკურსიების, ვებ-კონკურსების, ვიქტორინებისა და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების სერია. მიმდინარე წლის თემაა „მუზეუმები თანასწორობისთვის: „მრავალფეროვნება და ინკლუზია“.

ყველა ახალი ამბავი
0