თორნიკე ყიფიანი

ცნობილია „ევროვიზია 2020-ის“ საფინალო ონლაინ-კონცერტის თარიღი

210
(განახლებულია 20:55 15.05.2020)
„ევროვიზია 2020“ როტერდამში უნდა ჩატარებულიყო 12–16 მაისს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საყოველთაო საკარანტინო ზომების გამო, კონკურსის ორგანიზატორებმა 18 მარტს მისი გაუქმება გადაწყვიტეს.

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საერთაშორისო სასიმღერო კონკურსის, „ევროვიზია 2020–ის“ ონლაინ–კონცერტი, ევრუპელ მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, 16 მაისს გაიმართება.

შოუ ჩატარდება დევიზით Europe Shine A Light. მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 41 ქვეყნის  ყველა ის მუსიკოს–შემსრულებელი, რომლებიც „ევროვიზია 2020–ისთვის“ იყვნენ შერჩეულები. 

კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით 23:00 საათზე დაიწყება და მას დიმიტრი ერგემლიძე გაუძღვება.

საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს თორნიკე ყიფიანი სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორც ვარ“).

ონლაინ–კონცერტი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები სიმღერებს ცოცხლად შეასრულებენ — ტრანსლირებული იქნება მათი კლიპები. გარდა ამისა,  შოუში მონაწილეობას მიიღებენ გასული წლების „ევროვოზიების“ კონკურსანტებიც.

„ევროვიზია 2020“ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო>>

შეგახსენებთ: „ევროვიზია 2020“ როტერდამში უნდა ჩატარებულიყო 12–16 მაისს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საყოველთაო საკარანტინო ზომების გამო, კონკურსის ორგანიზატორებმა 18 მარტს მისი გაუქმება გადაწყვიტეს.

210
გრაფიტი

ქუთაისი გიგანტური გრაფიტის ფესტივალს მასპინძლობს

35
(განახლებულია 16:10 01.10.2020)
სტრიტ–არტი სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც თავისუფლებასთან, ახალგაზრდობასა და ახალ ტექნოლოგიებთან ასოცირდება.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში გიგანტური გრაფიტის ფესტივალი KIU Mural Fest მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის ქუჩის მხატვრები ქალაქის შენობებს ხატავენ. ფესტივალი 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

რა მიუძღვნეს ბათუმელებმა ქალაქის ახალ სიმბოლო კუპატას>>

Tbilisi Mural Fest გასულ წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაფუძნდა. იდეის ავტორი და ორგანიზატორია ბესიკ მაზიაშვილი – ქართველი მოქანდაკე, რომელიც 2012 წლიდან ბერლინში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს მრავალ გალერეაში, ასევე ინახება ბერლინის ევროპის კულტურის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში.

უკვე მეორე კვირაა გრაფიტის ოსტატები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე კედლებს ხატავენ. მოწვეულ სტუმართა შორის არიან მხატვრები გერმანიიდან, სერბეთიდან და საბერძნეთიდან. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ხატავდნენ შენობებსა და კედლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ქუთაისში KIU Mural Fest პირველად ტარდება, ფესტივალის მიზანი ქალაქის პოპულარიზებაა. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქუჩის მხატვრების მიერ შესრულებული მოხატულობა ქუთაისის შენობებზე სტრიტ–არტის ქუჩების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსსა და მთლიანად ქალაქს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის.

ფესტივალი KIU Mural Fest ასევე საქართველოში ქუჩის მხატვრობის პოპულარიზებას ემსახურება.

35
თემები:
საქართველო და კულტურა
საქართველოში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი გამოცხადდა

საქართველოში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი გამოცხადდა

31
(განახლებულია 21:57 30.09.2020)
კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 10 დეკემბერს გამოვლინდებიან. კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალგაზრდა მთარგმნელთათვის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი გამოცხადდა, რომელიც გამოჩენილი ქართველი პოეტისა და ფოლკლორისტის 85 წლის იუბილეს ეძღვნება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

კონკურსი ტარდება სამ ნომინაციაში – პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა). კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები: 1000, 500 და 300 ლარის ოდენობით.

კონკურსის პირობებით, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 35 წლამდე ნებისმიერ მსურველს. თითოეულ მონაწილეს საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.

საკონკურსო განაცხადების მიღება მოხდება ელექტრონულად, 2020 წლის 1–10 ნოემბრის პერიოდში. კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 10 დეკემბერს გამოვლინდებიან. კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.

ვახუშტი კოტეტიშვილი (1935-2008) — ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ირანისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და ფოლკლორისტი, ასევე მრავალი მონოგრაფიის ავტორია.

ცხოვრების დიდი ნაწილი კოტეტიშვილმა ქართული ფოლკლორის განუმეორებელი ნიმუშების შეგროვებას მიუძღვნა.

ვახუშტი კოტეტიშვილის სამეცნიერო ნაშრომები და თარგმანები ძირითადად სპარსულ პოეზიას ეხება. გარდა ამისა, მან ქართულ ენაზე თარგმნა გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა. ქართულ საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამართული ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც ХХ საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა. 

2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ კოტეტიშვილი ირანული პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.

31
თემები:
საქართველო და კულტურა
ჰეროინი

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში ნარკოტიკების ონლაინ–ვაჭრობას „დაარტყა“ CRRC

0
(განახლებულია 18:16 01.10.2020)
კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის პერიოდში ნარკორეალიზატორებს სერიოზულ ზარალი მიადგათ – ნარკოვაჭრობა თითქმის ორჯერ შემცირდა

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში არალეგალური ნარკოტიკების ბაზარზე სერიოზული გავლენა მოახდინა – მარტიდან აგვისტოს ჩათვლით ბრუნვა ორჯერ შემცირდა. ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ–გაყიდვებზე ნახევარი წლის მონაცემები გამოაქვეყნა კვლევითი რესურსების კავკასიის ცენტრმა (CRRC).

გამოიკვლიეს კრიპტოვალუტის პლატფორმა Matanga, რომელიც, ორგანიზაციის მონაცემებით, ხელს უწყობს ნარკოტიკების ანონიმურ გაყიდვას საქართველოა და დსთ–ის ქვეყნებში.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ნარკოტიკების ონლაინ–გაყიდვას ნარკომოვაჭრეებისთვის ყოველდღიურად რვა ათას დოლარამდე მოაქვს. დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი და ქუთაისი, სამალავებში 35 ათასი დოლარის ნარკოტიკები თავსდება.

დღესდღეობით ყველაზე მეტი მოთხოვნაა კანაფზე (მარიხუანა, კოკაინსა და MDMA –ზე (ექსტაზი). აქედან გაყიდვების 56% კანაფზე მოდის.

„ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში უპირატესობების მინიჭებაში ცვლილებებითა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გაზრდით ხასიათდება. 20019 წელს ჩატარებულმა კლუბების ახალგაზრდა სტუმრების კვლევამ აჩვენა, რომ ინექციური ნივთიერებებით დაინტერესება დიდი არაა. უპირატესობა ენიჭება კანაბისს, MDMA–სა და LCD–ს, ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა სინთეტიკური კანაბინოიდები და 25i-NBOMe“, – აღნიშნულია კვლევაში.

როგორც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკაში გარდამტეხი აღმოჩნდა 2018 წლის მოვლენები, როდესაც ღამის კლუბ „ბასიანში“ (Bassiani) ხუთი ახალგაზრდა ფენტალინის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა, ხოლო ზაფხულში ფესტივალ Echowaves–ზე ანაკლიაში გარდაიცვალა ერთი ახალგაზრდა, ხოლო სამი, უცნობი ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ, საავადმყოფოში მოათავსეს.

„ბასიანში“ ინციდენტის შემდეგ პოლიციის რეიდებმა ღამის კლუბებში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომელმაც საერთაშორისო მასმედიის ყურადღება მიიპყრო. ამის შემდეგ ანაკლიის ფესტივალი აღარ ჩატარებულა. იმავე წელს საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, სადაც მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა.

ნარკოლოგი: მსოფლიოში მძიმე ნარკოტიკების მოხმარების მხრივ საქართველო მესამე ადგილზეა>>

კვლევის მონაცემებით, საქართველოში თვეში დაახლოებით 250 ათასი აშშ დოლარი გენერირებს კრიპტოვალუტით ნარკოტიკების გაყიდვაში, რაც უფრო მეტია, ვიდრე ესპანეთსა და ბელგიაში – ერთად აღებული. უფრო მეტიც, საქართველო რომ ევროკავშირის წევრი იყოს, ის კრიპტობაზარზე სამედიცინო პრეპარატების გაყიდვიდან ყოველთვიური მოგების მხრივ მეხუთე ადგილზე იქნებოდა.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში