არ გამოტოვოთ: საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ვირტუალურ კონცერტზე გიწვევთ

© photo: courtesy of Studentersamfundets Symfoniorkesterნორვეგიული ორკესტრი
ნორვეგიული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მუსიკოსები კორონავირუსის პანდემიის დროს კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ყოველ კვირას ვირტუალურ კონცერტებს აწყობენ

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ქართველი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი 25 აპრილს მსმენელს სთავაზობს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტის ვიდეო ჩანაწერს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ბაროკოს მუსიკის ფესტივალი თბილისში ონლაინ-კონცერტებზე გეპატიჟებათ >>

ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია ონლაინ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კონცერტზე გიწვევთ

კონცერტს დირიჟორობას გაუწევს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაესტრო არიელ ცუკერმანი.

ჩანაწერის ტრანსლირება ცენტრის Facebook-გვერდზე თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, მაყურებელი დმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებით დატკბება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი თავის ერთგულ მსმენელს კორონავირუსის პანდემიის დროსაც არ ივიწყებს. ორკესტრის ხელმძღვანელობა, სხვა ბევრი კულტურული სამსახურის მსგავსად, კონცერტების ჩანაწერებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებს ვირტუალურ კონცერტებზე დასწრება ყოველ უქმეებზე შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0