„ესეც გაივლის...“ – ქართველმა მხატვარმა ქვიშით კორონავირუსის ისტორია დახატა

© REUTERS / NIAID-IRFМикрофотография частиц коронавируса в клетке зараженного человека
Микрофотография частиц коронавируса в клетке зараженного человека - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარმა ჩვენი დროის გმირებად საკუთარ ნახატში ექიმები, ინფექციონისტები და ვირუსოლოგები წარმოაჩინა, რომლებიც ვირუსთან ბრძოლაში წინა ხაზზე იმყოფებიან.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ქართული პოპულარული ტელეშოუ „ნიჭიერის“ მესამე სეზონის გამარჯვებულმა, მხატვარმა ნონა გიუნაშვილმა ქვიშით სურათი დახატა, რომელშიც გადმოცემულია მსოფლიოში კორონავირუსის წარმოშობა–გავრცელების მთელი ისტორია. უნიკალური პერფორმანსის შესახებ ვიდეოს ნახვა სოციალურ ქსელებშია შესაძლებელი.

თავიდან ნონამ ჩინეთის ქალაქი უჰანი გამოსახა, რადგან ინფექციის გავრცელება სწორედ აქედან დაიწყო. ვირუსის მატარებელმა ადამიანმა რამდენჯერმე დაახველა, ვირუსით კი დაინფიცირდა ათობით, შემდეგ კი ასობით და ათასობით ადამიანი.

კადრებში ასევე ნაჩვენებია კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები – აშშ, იტალია, ესპანეთი და გერმანია. ერთ-ერთ ბოლო ქვეყნად გამოსახულია საქართველო. 

ჩვენი დროის გმირებად ნონამ საკუთარ ნახატში ექიმები, ინფექციონისტები და ვირუსოლოგები წარმოაჩინა, რომლებიც ვირუსთან ბრძოლაში წინა ხაზზე იმყოფებიან.

მხატვარმა ბოლო კადრში დედა-შვილის პორტრეტი დახატა, რომლებიც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. და დაწერა „ესეც გაივლის...“.

2012 წელს ნონა გიუნაშვილი ტელეშოუ „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა. თავისი უნიკალური ნიჭის წყალობით იგი მაყურებელმა შეიყვარა, ამიტომაც გახდა ლიდერი და საბოლოოდ მაყურებლის ხმების 28,2% მოიპოვა. პროექტის ორგანიზატორებმა და სპონსორებმა გამარჯვებულს პრიზის სახით ბათუმში ბინა, ასევე ავტომობილი და 50 ათასი ლარი გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0