ქართული ჯგუფი MokuMoku

საქართველოში პოპულარული ჯგუფ MokuMoku-ს წევრმა სოლოალბომი გამოუშვა

41
(განახლებულია 20:37 30.03.2020)
ალბომი ეძღვნება ამერიკელ დიჯეისა და მუსიკოსს Ras G-ს, რომელიც შარშან ლოს-ანჯელესში 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფ MokuMoku-ს ერთ-ერთმა წევრმა ჯონდო ჯაფარიძემ, რომელიც გამოდის Moku J-ს ფსევდონიმით, სადებიუტო სოლოალბომი გამოუშვა.

მუსიკალური ფოიერვერკი: ქართული ჯგუფი MokuMoku გერმანიაში წარდგება >>

ფირფიტას ეწოდება Symbionese Liberation Army და შედგება ინსტრუმენტული ჰიპ-ჰოპის ჟანრში, და არა მხოლოდ, შექმნილი 11 კომპოზიციისგან. ალბომი ეძღვნება ამერიკელ დიჯეისა და მუსიკოსს Ras G-ს, რომელიც შარშან ლოს-ანჯელესში 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯონდო ჯაფარიძე უკვე ხუთი წელია, ჯგუფ MokuMoku-ს წევრი და დიჯეია. ამ დროის განმავლობაში ჯგუფმა რამდენიმე ალბომი გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია Moku J აქტიურადაა დაკავებული სოლოპროექტებით, მისი პირველი ალბომის რელიზი მხოლოდ 2020 წელს შედგა.

MokuMoku თბილისში 2012 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსები შერეული ჟანრის მუსიკას ასრულებენ. ჯგუფს სამი ალბომი აქვს გამოშვებული.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან მუსიკოსები ტატო რუსია, ჯონდო ჯაფარიძე, მიშო ელიავა, ცოტნე გოგიტიძე, სანდრო მაისურაძე, ალექსანდრე ხოზიაშვილი, თორნიკე აბულაძე და ნაზი ჭავჭავაძე. ისინი ხშირად დადიან გასტროლებზე და მათი მსმენელის რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მონაწილეობენ ფესტივალებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

41
თემები:
საქართველო და კულტურა (829)
სოსო პავლიაშვილი

„მამებო, მიბაძეთ!“ სოსო პავლიაშვილმა ქალიშვილს გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა

352
(განახლებულია 21:13 02.06.2020)
სოსო პავლიაშვილმა ქალიშვილს დაბადების დღე მიულოცა – სანდრასთვის უთბილესმა მილოცვამ გულგრილი არავინ დატოვა.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ცნობილმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა თავის ქალიშვილ სანდრას დაბადების დღე მიულოცა. გოგონა 12 წლის გახდა.

იცოდით, რომ სოსო პავლიაშვილს უსიმპათიურესი ვაჟი ჰყავს? – ფოტოები >>

მუსიკოსმა ქალიშვილს Instagram-ზე გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა და ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა.

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ანგელოზო, სახელად სანდრა!!! საუკეთესო ქალიშვილი!!! საუკეთესო შვილიშვილი!!! საუკეთესო და!!! საუკეთესო დაქალი!!! შენ და ყველა ჩვენს შვილს, რომლებთან ერთადაც გაატარებ ამ მშვენიერ და საოცარ ცხოვრებას, გისურვებთ მარადიულ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, მშვიდობას და სიკეთეს!!! იყავი მუდამ უფალთან და უფალი სულ შენთან იქნება!!! მიყვარხარ უსაზღვროდ!!! მადლობა იროჩკას შენს გამო!!! მადლობა ღმერთს ჩვენი ოჯახისთვის!!!“ – დაწერა მომღერალმა.

ხელმომწერებმაც არ დაიშურეს მილოცვები და იუბილარს უამრავი კომენტარი დაუტოვეს.

სოსო პავლიაშვილი – მრავალშვილიანი მამაა. პირველი ქორწინებიდან მას 31 წლის ვაჟი ლევანი ჰყავს, ხოლო ირინა პატლახმა, მეორე მეუღლემ თავის საყვარელ მამაკაცს ორი ქალიშვილი გაუჩინა – ელიზავეტა და სანდრა.

352
თემები:
საქართველო და კულტურა (829)
გიორგი ნადიბაიძე – The Voice–ის გამარჯვებული

The Voice „პირველ არხზე“ გადადის

140
(განახლებულია 21:31 01.06.2020)
კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ის ონლაინ–რეჟიმში მიმდინარეობს. შემდეგ გაიმართება კასტინგი და დასახელდება ჟიურის შემადგენლობა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ სასიმღერო კონკურსის The Voice ახალ სეზონს ამზადებს. რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

როგორც ოგანიზატორები აცხადებენ, მსურველები ჯერ უნდა დარეგისტრირდნენ ინტერნეტ-გვერდზე, ხოლო შემდეგ სახლიდან გაუსვლელად გაიარონ კასტინგი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ჟიურიში. გასულ წელს მის შემადგენლობაში შედიოდნენ ქეთა თოფურია, ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი და ნუცა შანშიაშვილი.

The Voice ვოკალური სატელევიზიო შოუა. ის 2012 წლიდან ტელეარხ „იმედზე“ გადიოდა, ახლა კი „პირველ არხზე“ გავა.

პროგრამას ადრე „ახალი ხმა“ ერქვა. პირველი ორი სეზონის გამარჯვებული არიან სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი The Voice-ის ორიგინალური ფორმატის ანალოგია, რომელიც პირველად ჰოლანდიურ ТВ RTL4-ზე გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

140
თემები:
საქართველო და კულტურა (829)
პოლიცია

39 დღე კარანტინში: თეთრიწყაროში შეზღუდვები მოიხსნა

0
(განახლებულია 17:03 04.06.2020)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. 39–დღიანი შეზღუდვების შემდეგ, თეთრიწყაროში საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა, ყველა საკონტროლო–გამშვები პუნქტი გაუქმდა და მოქალაქეებს თავისუფალად გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, ნათქვამია მუნიციპალიტეტის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრიწყაროში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, 26 აპრილიდან კი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. 

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მუნიციპალიტეტში საკარანტინე რეჟიმის გაუქმება დააანონსა. მისი სიტყვებით, თეთრიწყაროში ეპიდსიტუაცია შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, რამდენადაც 22 მაისიდან რაიონში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 „ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული, განსაკუთრებით თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს გაწეული დაუღალავი შრომისთვის”, – განაცხადა განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში შვიდი ადამიანი, კარანტინში კი 36 პირი იმყოფება, სტაციონარში  მკურნალობს 5 პაციენტი, 17 886 პირს თერმოსკრინინგი, PCR- ტესტირება კი ჯამში 872 პირს ჩაუტარდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში