გურამ დოჩანაშვილი

ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი: კალაძე დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

61
(განახლებულია 18:19 26.03.2020)
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე გამოჩენილ ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

ქართული თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსს, მწერალ გურამ დოჩანაშვილს დღეს 81 წელი შეუსრულდა.

„დაბადების დღეს ვულოცავ ქართველ კლასიკოსს, თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალს გურამ დოჩანაშვილს. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი, კაცი, რომელიც გვაყვარებს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ კაცობრიობას, მთელ სამყაროს. დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და დღეს, მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, ეს კიდევ უფრო თვალნათელია. ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

გურამ დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1939 წელს. მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები – „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვ.

თბილისში გურამ დოჩანაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი დაფუძნდა>>

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

61
თემები:
საქართველო და კულტურა (826)
მსახიობი ზურა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძე რუსულ სერიალში გადაიღეს

60
(განახლებულია 15:41 29.05.2020)
ლეგენდარულ მსახიობს მალე მაყურებელი რუსულ სერიალში იხილავს, რომლის პრემიერაც 1 ივნისს შედგება. ყიფშიძე სერიალში კრიმინალური ავტორიტეტის როლს ასრულებს.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ცნობილი ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე რუსულ სერიალში „მშვიდობა! მეგობრობა! საღეჭი რეზინა!“ გადაიღეს, რომელიც TNT არხზე გავა.

სერიალის რეჟისორია ილია აქსიონოვი. მოქმედება პროვინციულ ქალაქში ხდება 90-იან წლებში.

ზურაბ ყიფშიძე ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტის ასლანის როლს ასრულებს.

ლეგენდარული მსახიობი 66 წლისაა. 1970–1971 წწ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვასა და მაკაროვის სახელოსნო).

1976 წლიდან არის კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: „როცა აყვავდა ნუში“, „სურამის ციხე“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „დონ კიხოტი“, „მარტოხელა მონადირე“, „წუთისოფელი“, „ამბავი სურამის ციხისა“ და სხვ.

აგრეთვე სპექტაკლებში: „შუშანიკის წამება“, „ჩვენი პატარა ქალაქი“, „მამა“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და სხვ. მიღებული აქვს რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი Ника, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის (1997), რუსთავის თატრალური ფესტივალის გრან-პრი.

60
თემები:
სელებრითების ცხოვრება
საიათნოვას ხსოვნის დღე

თბილისში აშუღ საიათნოვას გაიხსენებენ

62
(განახლებულია 16:43 28.05.2020)
საიათნოვა სასიყვარულო ლირიკის ოსტატი იყო. ამასთან, მისი ბედის შესახებ თანამედროვეთათვის ბევრი რამ ცნობილი არ არის.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ცნობილი თბილისელი პოეტის – აშუღ საიათნოვას ხსოვნას პატივს კვირას, 31 მაისს მიაგებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ფესტივალი „ვარდატონი“ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, საიათნოვასადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიება მაინც გაიმართება. კერძოდ, სურბ გევორქის სომხურ ეკლესიაში ჩატარდება ლოცვა-პარაკლისი. გარდა ამისა, დიდი აშუღის საფლავს ყვავილებით შეამკობენ. ღონისძიების ორგანიზატორია „ქართველ სომეხთა კავშირი“. 

ფესტივალი-დღესასწაული „ვარდატონი“ (სომხურიდან ითარგმნება როგორც ვარდების დღესასწაული) 1914 წლის 15 მაისს, საიათნოვას ძეგლის გახსნის დღეს დაარსდა. იმავე წელს მოვლენის აღსანიშნავად შედგა მსვლელობა და მონუმენტის გახსნის საზეიმო ცერემონია. საზოგადოების წარმომადგენლები ქუჩებში წითელი ვარდებით გამოვიდნენ – „პოეტისადმი სიყვარულის ნიშნად“.

ვინ იყო საიათნოვა?

საიათნოვა (1712–1795) სასიყვარულო ლირიკის ოსტატი იყო. ამასთან, მისი ბედის შესახებ თანამედროვეთათვის ბევრი რამ ცნობილი არ არის.

საკულტო პოეტის ცხოვრება და შემოქმედება ცხარე დისკუსიის თემას წარმოადგენს ლიტერატურულ წრეებსა და ენათმცოდნეებს, ისტორიკოსებსა და ფილოსოფოსებს შორის. მისი ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება და დეტალი ამ დრომდე ბოლომდე ცნობილი და შესწავლილი არაა. გარკვეულწილად ამაში „ბრალი“ თავად პოეტს მიუძღვის. 

სარწმუნო ცნობები არცთუ ბევრია შემორჩენილი – ესაა შემთხვევითი ფაქტები პოეტის სიმღერებიდან, კრებულებიდან ხელნაწერები – მისი და მისი ვაჟის ოგანის მიერ შესრულებული, საიათნოვას მიერ გადაწერილი, წერილობითი ქართული წყაროები, თანამედროვეთა მოგონებები, რომლებიც პოეტს პირადად იცნობდნენ.

პოეტი რამდენიმე ენაზე წერდა ლექსებს – ლიტერატორები ამბობენ, რომ სომხურ ენაზე მისი 68 ნაწარმოებია შემორჩენილი, ქართულ ენაზე 34 და აზერბაიჯანულ ენაზე 115. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა და სანქტ–პეტერბურგში აზიურ მუზეუმში ინახება.

62
თემები:
საქართველო და კულტურა (826)
სატვირთო ავტომობილი ბლოკპოსტზე

გახარია: სატრანზიტო გადაზიდვების მძღოლები ყველაზე მაღალი რისკის შემცველები არიან

0
(განახლებულია 15:21 29.05.2020)
განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევბი 746–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს პარლამენტში განაცხადა, სადაც ამ წუთებში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა>>

დღეს საქართველოში კორონავირუსი რვა ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ექვსი საკარანტინო ზონიდანაა, ორი კი სატვირთო მანქანის მძღოლია.

„მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი... რომ მათ შრომა არ გააჩერონ... არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.  ამიტომ  მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს გამოჩენილი გონიერებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ ჯერჯერობით პირბადის გარეშე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა.

„ასევე, მინდა გაგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 746–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში