მოზარდ მაყურებელთა თეატრი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს ონლაინ–სპექტაკლებზე იწვევს

198
(განახლებულია 16:13 23.03.2020)
ამჟამად ინტერნეტში მაყურებელს უკვე შეუძლია ნახოს სპექტაკლები „სპლიყვი Fant“, „დაბადების დღე“, „1945“, „ჩვენ გველის დიდება“, „რომელ და ჯულიეტა“ და სხვა

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, მსურველებს ონლაინ–სპექტკლებს სთავაზობს.

თეატრის ოფიციალურ Facebook–გვერდზე უკვე დაიდო სპექტაკლების ვიდეოვერსიები. ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ დადგმებს საკუთარი რეპერტუარიდან ყოველდღიურად განათავსებს. აქედან ერთი სპექტაკლი იქნება პატარებისთვის და ერთი – მოზარდებისთვის.

ამჟამად ინტერნეტში მაყურებელს უკვე შეუძლია ნახოს სპექტაკლები „სპლიყვი Fant“, „დაბადების დღე“, „1945“, „ჩვენ გველის დიდება“, „რომელ და ჯულიეტა“ და სხვა.

საქართველოში ვირტუალურ მუშაობაზე გადავიდა მრავალი კულტურული ორგანიზაცია, მათ შორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხელოვნების სასახლე.

ამასთან, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პროცესის განახლება 21 აპრილამდე გადაიდო.

21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე არ განახლდება>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

198
თემები:
საქართველო და კულტურა (767)