ჯაზ–ფესტივალი Koktebel Jazz Party

Tbilisi Jazz Festival კორონავირუსის გამო გადაიდო

49
(განახლებულია 13:40 15.03.2020)
კორონავირუსის აფეთქების გამო საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი გაურკვეველი ვადით გადაიდო

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ორგანიზატორებმა გადადეს რიგით 23–ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალი, რომელიც 25–28 მარტ უნდა გამართულიყო.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის>>

ამის მიზეზია ახალი ტიპის კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საფრთხე. ფესტივალის ორგანიზატორმა Eastern Promotion გაითვაისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომელმაც ახალი ვირუსი გავრცელება შეაფასა, როგორც პანდემია. ეს გადაწყვეტილება Eastern Promotion–მა შეათანხმა იმ ვარსკვლევბთან, რომლებიც ფესტივალზე უნდა ჩამოსულიყვნენ.

„შესაბამისი მოლაპარაკებები შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს და ახალ თარიღებზე ინფორმაციას ახლო მომავალში მოგაწვდით. ბუნებრივია, ფესტივალზე დასასწრები გაყიდული ბილეთები ძალაში რჩება“, – აღნიშნავენ ორგანიზტორები.

კონცერტები უნდა გამართულიყო რუსთაველის თეატრში და კლუბში Singer Jazz Club.

პირველი ჯაზ–ფესტივალი თბილისში ჯერ კიდევ 1978 წელს ჩატარდა. ტრადიცია 1998 წელს Eastern Promotions–მა აღადგინა.

49
თემები:
საქართველო და კულტურა (855)
მაია ბარათაშვილი

ქართველი ჯაზ-მომღერალი ონლაინ-კონცერტს გამართავს

70
წელს მომღერალი აღნიშნავს ორ დიდ იუბილეს - დაბადებიდან 50 წლის და მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი ჯაზ-მომღერალი მაია ბარათაშვილი გამართავს ონლაინ-კონცერტს სამშაბათს, 7 ივლისს - მაყურებელი შემსრულებელს იხილავს პირდაპირ ეთერში სტუდია Lenø Records-ის Facebook-გვერდზე.

მაია, რომელიც წელს აღნიშნავს ორ დიდ იუბილეს - დაბადებიდან 50 წლის და მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს, ვირტუალურ სცენაზე თავის ბენდთან ერთად წარდგება. ესენი არიან პიანისტი გიორგი რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე - ბასი/კონტრაბასი, ჯორჯ მელი - აღიარებული დრამერი/არანჟირებების ავტორი/შემსრულებელი.

მაია ბარათაშვილმა ჯაზის შესრულება 1996 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით მონაწილებს სხვადასხვა საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებში.

იგი სცენაზე არაერთი ცნობილი მუსიკოსის გვერდით მდგარა, მათ შორისაა ცნობილი ჯაზ-მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ დიუკი. 1998 წლიდან ბარათაშვილი თბილისის მერიასთან არსებული საესტრადო ორკესტრის სოლისტია. მას არაერთი სოლო-ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის, ცნობილი A First Footer, „მაია ბარათაშვილი და იგორ ბრილი“, „სიყვარულის შესახებ და არა მარტო“ და ა.შ.

70
თემები:
საქართველო და კულტურა (855)

ჯვარი ტურისტების გარეშე: ცოტანი არიან თუ არ ჩანან? ფოტო

99
(განახლებულია 18:23 07.07.2020)
  • ჯვარი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო
  • ჯვარი მტკვრისა და არაგვის შეერთების გვერდით მთის მწვერვალზე მდებარეობს. ამ ისტორიულ ადგილზე განსაკთრებული გარემოა
  • დღეს აქ დასასვენებლად მხოლოდ საქართველოს მკვიდრები მოდიან
  • მთიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მტკვრისა და არაგვის შეერთების მონაკვეთსა და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაზე
  • ადრე ამ მოედანზე უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ახლა აქ სიცარიელეა
  • სოციალურ ქსელებში ზოგჯერ წერენ, რომ ტურისტების გარეშე მეტი სივრცეა. თუმცა ასეთი კომენტარები იშვიათია. ადამიანები ძირითადად შემოსავლის დაკარგვას განიცდიან და საზღვრების გახსნას მოითხოვენ
  • ჯვართან მესადგომეებიც კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ
  • როგორც ყოველთვის, მონასტრის ტერიტორიაზე სხედან უპოვრები, თუმცა, ადრინდელი დიდი ჯგუფისგან განსხვავებით, ახლა მხოლოდ ორნი არიან
  • აქვე ახლოს არის ფოტოზონა, სადაც ტურისტები სამახსოვრო სურათებს იღებენ ხოლმე
  • მონასტერთან დაკეტილია ყველა მაღაზია, უცხოელი ტურისტების არყოფნის გამო, მათ მუშაობას აზრი არ აქვს
  • სამაგიეროდ გამოჩნდნენ ხვლიკები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან და არ ეშინიათ ადამიანების
  • ეს კოშკები და ციხე-სიმაგრის კედლები თითქოს ამბობენ - ჩვენ უარესებს შევსწრებივართ, ყველაფერი კარგად იქნება
  • ხედები იმდენად დამამშვიდებელია, რომ იმედის ნაპერწკალი მაინც ჩნდება
  • ასე გამოიყურება ზემოდან საქართველოს ისტორიული დედაქალაქი მცხეთა
  • მეორე მხრიდან კი კარგად ჩანს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტოტრასა, სადაც მუდამ ავტომობილების ნაკადია. თუმცა, გასულ წელს აქ მოძრაობა გაცილებით ინტენსიური იყო
  • ასე დარჩა ტურისტების გარეშე მცხეთაც. ახლა აქ ძირითადად მორწმუნეები მოდიან და სვეტიცხოველს სტუმრობენ
  • მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ყველა იმედს იტოვებს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს კვლავ გადაავსებენ უცხოელი ტურისტები
საქართველოში ცნობილი ისტორიული ადგილების სტუმრობებისას უცხოელი ტურისტების არყოფნა მაშინვე იგრძნობა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გამოიყურება ამჟამად ჯვრის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

უკვე მერამდენე თვეა საქართველოს საზღვრები დაკეტილია და ყველაფერი, რაც ტურიზმზე იყო დამოკიდებული, უკანასკნელ იმედს კარგავს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა კვლავ გადაიდო, ხოლო რა იქნება მომავალში – ჯერ არავინ იცის.

რესტორნები და კაფეები ძირითადად ადგილობრივ დამსვენებლებზე არიან დამოკიდებული, მაგრამ ცნობილ ისტორიულ ძეგლებთან და ღირსშესანიშნაობებთან დაკეტილია ყველა მაღაზია და ტურისტული ობიექტი. ეს გასაგებიცაა – ისინი ძირითადად უცხოელი ტურისტებისთვის მუშაობენ.

 

99
  • ჯვარი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჯვარი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო

  • ჯვარი მტკვრისა და არაგვის შეერთების გვერდით მთის მწვერვალზე მდებარეობს. ამ ისტორიულ ადგილზე განსაკთრებული გარემოა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჯვარი მტკვრისა და არაგვის შეერთების გვერდით მთის მწვერვალზე მდებარეობს. ამ ისტორიულ ადგილზე განსაკთრებული გარემოა

  • დღეს აქ დასასვენებლად მხოლოდ საქართველოს მკვიდრები მოდიან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დღეს აქ დასასვენებლად მხოლოდ საქართველოს მკვიდრები მოდიან

  • მთიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მტკვრისა და არაგვის შეერთების მონაკვეთსა და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მთიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მტკვრისა და არაგვის შეერთების მონაკვეთსა და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაზე

  • ადრე ამ მოედანზე უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ახლა აქ სიცარიელეა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ადრე ამ მოედანზე უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ახლა აქ სიცარიელეა

  • სოციალურ ქსელებში ზოგჯერ წერენ, რომ ტურისტების გარეშე მეტი სივრცეა. თუმცა ასეთი კომენტარები იშვიათია. ადამიანები ძირითადად შემოსავლის დაკარგვას განიცდიან და საზღვრების გახსნას მოითხოვენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სოციალურ ქსელებში ზოგჯერ წერენ, რომ ტურისტების გარეშე მეტი სივრცეა. თუმცა ასეთი კომენტარები იშვიათია. ადამიანები ძირითადად შემოსავლის დაკარგვას განიცდიან და საზღვრების გახსნას მოითხოვენ

  • ჯვართან მესადგომეებიც კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჯვართან მესადგომეებიც კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ

  • როგორც ყოველთვის, მონასტრის ტერიტორიაზე სხედან უპოვრები, თუმცა, ადრინდელი დიდი ჯგუფისგან განსხვავებით, ახლა მხოლოდ ორნი არიან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    როგორც ყოველთვის, მონასტრის ტერიტორიაზე სხედან უპოვრები, თუმცა, ადრინდელი დიდი ჯგუფისგან განსხვავებით, ახლა მხოლოდ ორნი არიან

  • აქვე ახლოს არის ფოტოზონა, სადაც ტურისტები სამახსოვრო სურათებს იღებენ ხოლმე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქვე ახლოს არის ფოტოზონა, სადაც ტურისტები სამახსოვრო სურათებს იღებენ ხოლმე

  • მონასტერთან დაკეტილია ყველა მაღაზია, უცხოელი ტურისტების არყოფნის გამო, მათ მუშაობას აზრი არ აქვს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მონასტერთან დაკეტილია ყველა მაღაზია, უცხოელი ტურისტების არყოფნის გამო, მათ მუშაობას აზრი არ აქვს

  • სამაგიეროდ გამოჩნდნენ ხვლიკები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან და არ ეშინიათ ადამიანების
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სამაგიეროდ გამოჩნდნენ ხვლიკები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან და არ ეშინიათ ადამიანების

  • ეს კოშკები და ციხე-სიმაგრის კედლები თითქოს ამბობენ - ჩვენ უარესებს შევსწრებივართ, ყველაფერი კარგად იქნება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ეს კოშკები და ციხე-სიმაგრის კედლები თითქოს ამბობენ - ჩვენ უარესებს შევსწრებივართ, ყველაფერი კარგად იქნება

  • ხედები იმდენად დამამშვიდებელია, რომ იმედის ნაპერწკალი მაინც ჩნდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ხედები იმდენად დამამშვიდებელია, რომ იმედის ნაპერწკალი მაინც ჩნდება

  • ასე გამოიყურება ზემოდან საქართველოს ისტორიული დედაქალაქი მცხეთა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ასე გამოიყურება ზემოდან საქართველოს ისტორიული დედაქალაქი მცხეთა

  • მეორე მხრიდან კი კარგად ჩანს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტოტრასა, სადაც მუდამ ავტომობილების ნაკადია. თუმცა, გასულ წელს აქ მოძრაობა გაცილებით ინტენსიური იყო
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მეორე მხრიდან კი კარგად ჩანს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტოტრასა, სადაც მუდამ ავტომობილების ნაკადია. თუმცა, გასულ წელს აქ მოძრაობა გაცილებით ინტენსიური იყო

  • ასე დარჩა ტურისტების გარეშე მცხეთაც. ახლა აქ ძირითადად მორწმუნეები მოდიან და სვეტიცხოველს სტუმრობენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ასე დარჩა ტურისტების გარეშე მცხეთაც. ახლა აქ ძირითადად მორწმუნეები მოდიან და სვეტიცხოველს სტუმრობენ

  • მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ყველა იმედს იტოვებს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს კვლავ გადაავსებენ უცხოელი ტურისტები
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ყველა იმედს იტოვებს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს კვლავ გადაავსებენ უცხოელი ტურისტები

ტესტი

COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

0
(განახლებულია 10:18 08.07.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 963ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 963ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 841, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 202 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში