დევიდ დათუნა

სკანდალური ქართველი მხატვრის ახალი ნამუშევარი ერთ მილიონ დოლარად გაიყიდა

201
(განახლებულია 21:24 13.03.2020)
მხატვარი დევიდ დათუნა ცნობილია თავისი არაორდინარული ნამუშევრებითა და ასეთივე არაორდინარული ნაბიჯებით. გასულ წელს მან 150 ათას დოლარად შეფასებული ბანანი მიირთვა და პერფორმანსს „მშიერი არტისტი“ უწოდა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სკანდალურად ცნობილმა ქართველმა მხატვარმა დევიდ დათუნამ სტივ ჯობსის პორტრეტი შექმნა, რომელიც მაშინვე შეიძინა ერთ-ერთმა რუსმა კოლექციონერმა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ მხატვრის პრეს-სამსახურში. 

პორტრეტი მფლობელს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გადაეცემა. ამ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტალაციის ადგილსამყოფელი სასტიკად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ფასი შესაძლოა ერთ მილიონ დოლარს აღწევდეს.

ირკვევა ისიც, რომ დევიდ დათუნამ თავის ინსტალაციაში ორი ცნობილი სახე გააერთიანა — აინ რენდი და სტივ ჯობსი.  

„Apple-ის დამფუძნებლის პირველი პორტრეტი ქართველმა მხატვარმა 2011 წლის ბოლოს გაყიდა. მაშინ მისმა ნამუშევარმა ამერიკული Scope Miami-ს ყველა რეკორდი მოხსნა ღირებულებით, გადააჭარბა რა 200 ათას დოლარს. ამ პორტრეტის სანახავად ადამიანები უზარმაზარ რიგებში იდგნენ“, — აცხადებენ დევიდ დათუნას პრეს-სამსახურში.   

ქართველი მხატვარი ნიუ-იორკში 1999 წლიდან ცხოვრობს. დევიდ დათუნამ სახელი თავისი უჩვეულო ნამუშევრებით გაითქვა, რომლებსაც ის ოპტიკური ლინზებით ქმნის. სწორედ ამ რთული ტექნოლოგიით შექმნა მან 70 სახელმწიფოს დროშები.

201
კოშკები მესტიაში

სვანეთში პირველად საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი ჩატარდება

20
(განახლებულია 19:24 02.07.2020)
კორონავირუსის პანდემიიდან გამო კინოფესტივალს მხოლოდ ქართველი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან, ხოლო უცხოელები დისტანციურად იქნებიან ჩართულნი.

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. სვანეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი წელს პირველად მესტიაში 25-29 ივლისს გაიმართება, დაწერა ფესტივალის დამფუძნებელმა, კინორეჟორისმა მარიამ ხაჭვანმა სოციალურ ქსელში.

კორონავირუსის პანდემიიდან გამო კინოფესტივალს მხოლოდ ქართველი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან, ხოლო უცხოელები დისტანციურად იქნებიან ჩართულნი.

„Covid -19 გამო ფესტივალის ფორმატის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ მთავარია, რომ წელს პირველად ჩაეყრება საფუძველი კინოფესტივალს სვანეთში და ყოველწლიურად ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სვანეთის რეგიონისთვის და საქართველოსთვის“, - დაწერა მარიამ ხაჭვანმა.

ორგანიზატორები ფესტივალზე წარსადგენად მხოლოდ 2018-2020 წელს გადაღებულ  ფილმებს განიხილავენ.

მარიამ ხაჭვანის თქმით, ფესტივალი ყოველ წელს უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.

მარიამ ხაჭვანი

მარიამ ხაჭვანი კინოს სამყაროში ცნობილი გახდა როგორც „დინოლასა“ და „დედეს“ ავტორი. მისი ფილმები სვანეთის მკაცრი ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს. თავის ნამუშევრებში ხაჭვანი ცდილობს უჩვენოს მაყურებელს მშობლიური მხრის ნამდვილი სული და მთის ბუნება შეაყვაროს.

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი 1986 წლის 1 მაისს სოფელ უშგულში დაიბადა. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისი კინოსცენარი „დედე" ქართული ლიტერატურული პრემია „გალას" პრიზიორი გახდა. ფილმ „დედეს" მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე ხვდა წარმატება.

2018 წელს მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის Cinefondation სპეციალური პროგრამა „რეზიდენციის“ მონაწილე გახდა. პროექტი „რეზიდენცია“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ 2000 წელს ამოქმედდა. იმ დროიდან პროგრამა ყოველწლიურად ასწავლის ახალგაზრდა რეჟისორებს და კინოში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა >>

გასული წლის სექტემბერში ხაჭვანის ახალი ფილმის პროექტმა „ჩემი მეზობელი ანა“ სამხრეთ კორეაში დოკუმენტური კინოს ფესტივალ DZM docs-ის დაფინანსება მოიგო.

20
თემები:
ქართული კინო
თბილისის ბიჭუნათა კაპელა

Bohemian Rhapsody-ს ქავერი: თბილისის ბიჭუნათა კაპელა მსოფლიოში საუკეთესოებში დასახელდა

109
(განახლებულია 13:31 02.07.2020)
რეიტინგში შევიდა სხადასხვა ქვეყნის მომღერლების მიერ ყველაზე ეფექტურად შესრულებული ისეთი სიმღერები, როგორიცაა I Want To Break Free, Bohemian Rhapsody და Show Must Go On.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო ტალანტების შოუ Got Talent Global-მა თბილისის ბიჭუნათა კაპელის მიერ შესრულებული როკ-ჯგუფ Queen-ის ჰიტი Bohemian Rhapsody ლეგენდარული კოლექტივის საუკეთესო ქავერების ტოპ-შვიდეულში შეიყვანა. 

თბილისის ბიჭუნათა კაპელის ფანტასტიკური გამოსვლა უკვე გახდა მსჯელობის საგანი საქართველოს საზღვრებს გარეთ. იმან, თუ რა პროფესიონალურად და როგორი ემოციებით შეასრულეს მათ Queen-ის სიმღერა, მაყურებელი გულგრილი არ დატოვა. 

2018 წელს თბილისის ბიჭუნათა კაპელა ქართული შოუ „ნიჭიერის“ მერვე სეზონის გამარჯვებული გახდა. Queen-ის ჰიტის მათ მიერ შესრულებული ქავერი კი სოციალურ ქსელში მომენტალურად გახდა პოპულარული.

„ამ აღიარებას ვულოცავ ჩემს ოჯახს – კაპელას, ჩემს პატარა ბავშვებს – პრინცებს და პრინცესებს, მათ ოჯახებს. იხარე საქართველოვ! QUEEN FOREVER – დაწერა Facebook-გვერდზე კაპელის ხელმძღვანელმა გელა ფარჩუკიძემ.

109
თემები:
საქართველო და კულტურა
სტოკჰოლმი

საქართველოს მოქალაქეებს შვედეთმა საზღვრები გაუხსნა

0
შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტა. ამ ჩამონათვალში საქართველოც შევიდა

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიაში შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა. ერთადერთი გამონაკლისია ჩინეთი, რომელიც შვედეთმა თავის სიაში არ შეიყვანა.

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სიაში შესული ქვეყნის მოქალაქეებს შვედეთში მოგზაურობა ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულად შეეძლებათ.

შვედეთს უცხოელი სტუმრებისთვის საკარანტინო ზომები დაწესებული არ აქვს, თუმცა ყველა უნდა დაემორჩილოს კორონავირუსის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გზამკვლევს, რომელიც გულისხმობს სოციალურ დისტანციას და დროის დატვირთული მონაკვეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარის თქმას.

20 ივლისიდან შვეიცარიაც აუქმებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

მანამდე ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთათვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოსა და რამდენიმე მესამე ქვეყნისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ლატვიამ.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხოლოდ 30 სექტემბრიდან აუქმებს. ამის შესახებ იუწყება საქართველოს საელჩო ვენაში.

საფრანგეთი საქართველოდან ვიზიტორების მისაღებად მზადაა >>

საქართველომ, თავის მხრივ, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 1 ივლისიდან გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში