თუმანიშვილის ვაშლი

საქართველოში საუკეთესო დრამატურგები დააჯილდოეს: პირველი ადგილი დავით გაბუნიას ერგო

60
(განახლებულია 20:48 11.03.2020)
თუმანიშვილის ფონდი 1998 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოში წლის დრამატურგების ვინაობა ცნობილია – კონკურს  „ახალი ქართული პიესა 2020“–ის გამარჯვებულთა სია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმნილი პიესა 2020“-ის გამარჯვებული გახდა დავით გაბუნია პიესით „აგვისტო, ოსეიჯის ოლქი" (ტრეისი ლეტსის პიესა). 

პრემია „დურუჯისა“ და „საბას“ მრავალგზის გამარჯვებული, მწერალი და მთარგმნელი გაბუნია ავტორია რომანის „დაშლა“. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. 2003 წლიდან ინგლისური და შვედური ენებიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ქვეყნდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. მის თარგმანებს შორისაა სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირისა და სხვა თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები.

დავით გაბუნიამ სტაჟირება გაიარა ლონდონის ეროვნულ თეატრში. მისი პიესების მიხედვით სპექტაკლები დაიდგა რუსთავის, სამეფო უბნის, ფოთისა და ბათუმის თეატრების სცენებზე.

მეორე პრემიის მფლობელი გახდა ქეთი ქანთარია ნაწარმოებით  „მეწაღეები" (იგნაცი ვიტკევიჩის პიესა), მესამე პრემია კი გადაეცა ნინო გოგიჩაიშვილს პიესით „რობერტო ზუკო“. პიესა ბერნარ–მარი კოლტესის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა.

თუმანიშვილის ფონდი 1998 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე. ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. ის ორი კონკურსისგან შედგება - „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.

კონკურსი „თარგმნილი პიესა 2020"–ის ფარგლებში ასევე დასახელდა სამი საუკეთესო ნამუშევარი – პირველ ადგილზეა ფლორიან ზელერის „მამა“, მთარგმნელი ნანა სამჭკუაშვილი, პრიზი მეორე ადგილისთვის წილად ერგო ბაჩანა ჩაბრაძეს გიიომ აპოლინერის „ტირესიასის ჯიქნების“ თარგმანისთვის, მესამე ადგილზე კი დაასხელდა ინგა ჟღენტი სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინის“ თარგმანისთვის.

კონკურსი, ტრადიციულად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.

60
თემები:
საქართველო და კულტურა (829)
ზუგდიდი

ზუგდიდში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა დაიდგმება: არიან მოწინააღმდეგეებიც

46
(განახლებულია 21:08 05.06.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმას ქალაქის ცენტრში.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ცენტრში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა აღიმართება, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან. 

გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საკითხის განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი დეპუტატებიდან წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია დარწმუნებულია, რომ ღვთისმშობლის ფრესკას ზუგდიდელები აუცილებლად შეიყვარებენ.

ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა ზუგდიდში
photo: courtesy of Nika Lataria
ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა ზუგდიდში

უმრავლესობის დეპუტატ სანდრო სორდიას თქმით, როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრსა და მოქალაქეს, სურდა, რომ ამ საკითხზე საჯარო დიაკუსია გამართულიყო, რაც განხორციელდა კიდეც – საკრებულომ მოქალაქეების აზრი გაითვალისწინა.

სწორედ სანდრო სორდია იყო თავის დროზე მოზაიკის მაცხოვრის კარის ეკლესიასთან განთავსების ინიციატორი.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ნაწილი მხარს არ უჭერს და, მეტიც, კატეგორიულად არ იზიარებს ფრესკის დადგმის წინადადებას.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსების წინააღმდეგია ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაც უჭერს მხარს. ეპარქიამ 20 თებერვალს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ინიციატივის განხილვა მოაწყო, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომ ზუგდიდის თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის სახელი ეწოდოს.

ნიკა ლატარია

46
თემები:
საქართველოს რეგიონები

ქართველი რეჟისორის ფილმი კანის ფესტივალის ძირითად პროგრამაში მოხვდა

53
(განახლებულია 21:43 04.06.2020)
ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი, ამჯერად – „დასაწყისი“, კანის კინოფესტივალში მესამედ მონაწილეობს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა, იუწყებიან კინოჩვენების ორგანიზატორები.

რა იქნება პანდემიის შემდეგ: ფუტუროლოგები სამ სცენარს ასახელებენ >>

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო კანის საერთაშორისო კინოფესტივალი არც ტრადიციული და არც ონლაინ სახით არ გაიმართება. ამ ფესტივალისთვის ოფიციალურად შერჩეული ფილმები გადანაწილდება სხვა ცნობილ კინოფესტივალებზე – ტორონტოში, სან-სებასტიანში, ნიუ-იორკში, ვენეციაში, პუსანსა და ლიუმიერში.

კინოჩვენების გენერალური დირექტორის ტიერი ფრემოს თქმით, წელს პროგრამაში შესული ნამუშევრების ჩამონათვალი არ იყოფა ჩვეულ კატეგორიებად – „მთავარი კონკურსი“, „განსაკუთრებული ხედვა“, „კონკურსგარე ნამუშევრები“, „სპეციალური სეანსები“. ფრემომ კინოპრესას შესთავაზა – თავად დაედგინათ, თუ რომელ კატეგორიას შეესაბამება ყველაზე უკეთ ესა თუ ის ფილმი.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ კინოფესტივალის ძირითად განყოფილებაში დაასახელეს. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ ფესტივალზე გაიმართება ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა.

სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის ფესტივალში უკვე მესამედ მონაწილეობს.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.

 

53
თემები:
ქართული კინო
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0