საქართველოს შანსები „ევროვიზია 2020“-ზე: თორნიკე ყიფიანის პოპულარობა იზრდება

© photo: Eurovision Georgia / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის „ევროვიზიის“ ოფიციალურ YouTube–არხზე თორნიკეს სიმღერაზე Take Me As I Am გადაღებულ კლიპს, რომელიც 2 მარტს აიტვირთა, 527 ათასზე მეტი ნახვა და 18 ათასი მოწონება აქვს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თორნიკე ყიფიანი, რომელიც ვოკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2020“ საქართველოს წარადგენს, სწრფად იხვეჭს პოპულარობას, ამაზე მეტყველებს როგორც ნახვების რაოდენობა Youtube-ზე, ისე ბუკმეკერების პროგნოზები.

ამ დროისათვის „ევროვიზიის“ ოფიციალურ YouTube–არხზე თორნიკეს სიმღერაზე Take Me As I Am გადაღებულ კლიპს, რომელიც 2 მარტს აიტვირთა, 527 ათასზე მეტი ნახვა და 18 ათასი მოწონება აქვს. გამოქვეყნების პირველ დღეს კლიპი 139 ათასმა იუზერმა ნახა. აქამდე ამდენი მნახველი საქართველოს სხვა არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონია „ევროვიზიის“ არხზე.

თორნიკე ყიფიანს კარგი შანსები აქვს ბუკმეკერების პროგნოზებითაც. ამ დროისათვის საქართველო მე-14 ადგილზეა და ერთი პოზიციით უსწრებს აზერბაიჯანს.

რაც შეეხება ლიდერებს, პირველ ადგილზეა ბულგარეთი, შემდეგ მოდიან ისლანდია, ლიტვა და რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წარმომადგენელ ჯგუფ Little Big-ს საკონკურსო სიმღერა ჯერ არ წარმოუდგენია, ის მაინც მოხვდა ლიდერთა ხუთეულში. 

სიმღერის Take Me As I Am ავტორი თავად თორნიკე ყიფიანია, არანჟირებაზეც თავად იმუშავა ალეკო ბერძნიშვილთან ერთად.  

კონკურსზე თორნიკე ბექ-ვოკალისტებთან — მარიამ შენგელიასთან, მარიკო ლეჟავასთან და ალეკო ბერძენიშვილთან ერთად გაემგზავრება.

როგორც ცნობილია, საქართველო „ევროვიზია 2020“-ზე მეორე ნახევარფინალში წარდგება. ნომერს პროდიუსერები მოგვიანებით გამოაცხადებენ, როდესაც კონკურსანტების ყველა სიმღერა იქნება ცნობილი.

სულ კონკურსში, რომელიც 12–16 მაისს გაიმართება როტერდამის Ahoy-ს საკონცერტო დარბაზში, 41 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0