სცენა სპექტაკლიდან „შინელი

გრიბოედოვის თეატრის მსახიობები ბელარუსში თეატრალურ ფორუმს გახსნიან

59
(განახლებულია 20:23 06.03.2020)
გრიბოედოველები მოგილიოვის დრამატული თეატრის სცენაზე გამოვლენ ფორუმზე, რომელიც ბელარუსში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად არის მიჩნეული.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „შინელი" 21 მარტს გახსნის ბელარუსში XV საერთაშორისო თეატრალურ ფორუმს М@rt.Контакт, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" თეატრში. სპექტაკლი მოგილიოვის დრამატული თეატრის სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

გრიბოედოვის თეატრი „შეშლილის წერილებს“ დგამს>>

„შინელი" ნიკოლაი გოგოლის ერთ-ერთი მოთხრობაა, რომელიც „პატარა ადამიანს" ეძღვნება. ნაწარმოები შესულია რუსული ლიტერატურის ისტორიაში როგორც სოციალური თანასწორობისა და ადამიანის უფლებების განუყოფელი მანიფესტი.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულმა „შინელმა" ახალი სიცოცხლე შეიძინა თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სცენაზე.

სპექტაკლში აკაკი აკაკის ძე ბაშმაჩკინის როლს აპოლონ კუბლაშვილი ასრულებს. დადგმის სცენოგრაფია საქართველოს სახალხო მხატვარ მირიან შველიძეს, ქორეოგრაფია კი გია მარღანიას ეკუთვნის.

დადგმამ დიდი წარმატებით მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში სანქტ-პეტერბურგსა და ლვოვში.

თეატრალური ფორუმი ბელარუსში 2006 წლიდან იმართება. 2020 წელს ფორუმი М.@rt.контакт თავის 15 წლის იუბილეს ზეიმობს. ფესტივალზე ამ წლებში წარმოდგენილი იყო 22 ქვეყნის 237 სპექტაკლი.

59
თემები:
საქართველო და კულტურა (997)
პრინტის ფესტივალი

თანამედროვე ხელოვნება ვირტუალურ სივრცეში საქართველოში ხელოვნების არქივი განაახლეს

12
(განახლებულია 17:38 04.12.2020)
პერფორმანსი, ანიმაცია, ფერწერა, გრაფიკა, დიზაინი და თანამედროვე ხელოვნების სხვა მრავალი სფეროქართველი მხატვრების შესრულებით ერთ ვირტუალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში განაახლეს თანამედროვე ხელოვნების ვირტუალური არქივი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს როგორც უკვე ცნობილი, ისე დამწყები ქართველი მხატვრების ნაშრომებს, ასევე იპოვოს ინფორმაცია ხელოვნების ამ სახეობის შესახებ.

თანამედროვე ხელოვნების არქივი – ესაა ორენოვანი მულტიმედიური ონლაინ–პლატფორმა, რომლის მიზანია მოხდეს სისტემატიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ქართული თანამედროვე ხელოვნების მემკვიდრეობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია  თბილისსა და რეგიონებში“ გამარჯვებულია.

არქივის განახლებაზე მუშაობდნენ კულტურის სამინისტროს თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტები. ვებ–გვერდს დაემატა 36 მხატვრის საინფორმაციო პროფილი და შევსებულია მხატვრების უკვე არსებული ანკეტები.

„ონლაინ პლატფორმას იყენებენ როგორც სფეროთი დაინტერესებული პირები - ხელოვნების პროფესიონალები, მათ შორის სტუდენტები, ისე ფართო საზოგადოება. ვებგვერდის ვიზიტორები ფიქსირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან", – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პროექტი „თანამედროვე ხელოვნების არქივი ზაზა დარასელის ფონდის მხარდაჭერით 2013 წელს ამოქმედდა. მან 2018 წელს ორგანიზაცია „კრეატიული საქართველოს“ მხარდაჭერა მიიღო. არქივარიუსთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ონლაინპლატფორმისთვის შიგთავსის მომზადებასა და მის გამდიდრებაზე.

12
თემები:
საქართველო და კულტურა (997)
ნათია თოდუა

ნათია თოდუას კიდევ ერთი წარმატება მისი სიმღერა საუკეთესო ათეულში მოხვდა

75
(განახლებულია 17:16 04.12.2020)
ნათია თოდუა საერთაშორისო მსმენელმა გერმანული Voice-დან გაიცნო, მანამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მომღერლის ნათია თოდუას მიერ გერმანულ „ვოისში“ ბრმა მოსმენის დროს შესრულებული სიმღერა ამავე კონკურსის ოფიციალურმა არხმა ათ საუკეთესო შესრულებაში შეიყვანა.

სიმღერა I Put A Spell On You კონკურსის ოფიციალურ არხზე Best of The Voice მეხუთე ადგილზე გავიდა.

გერმანული „ვოისის” ქართველ გამარჯვებულთან ერთად საუკეთესოთა შორის მოხვდნენ ავსტრალიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის „ვოისის” კონკურსანტები.

ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი. ის 2019 წელს საერთაშორისო კონკურსის Music Video Underground გამარჯვებულიც გახდა. ეს კონკურსი პირველად 2016 წელს პარიზში გაიმართა. 2017 და 2018 წლებში კი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში იმართებოდა. სხვადასხვა დროს Music Video Underground-მა საუკეთესო სოლო შემსრულებლებად ადელი, მეისი გრეი და Vanessa Paradis დაასახელა.

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.

გერმანულ Voice-ში მონაწილეობამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო. ამჟამად ნათია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.

75
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალი

ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

0
ტრასა, რომელზეც ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ ყველაზე „სწრაფ" და საშიშ ტრასად არის მიჩნეული მსოფლიოში. ქუმარიტაშვილმა დაშვების დროს მართვა დაკარგა და დაახლოებით 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ვანკუვერის ცენტრალურ პარკში ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

მემორიალის გახსნა კანადაში საქართველოს სალჩოსა და ვანკუვერის ქართული დიასპორის ხელშეწყობით მოხდა. 

Грузинский спортсмен-саночник Нодар Кумариташвили на старте во время первого тренировочного заезда в Ванкувере
© AP Photo / Elise Amendola
ნოდარ ქუმარიტაშვილი

 ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, „სტენლის პარკში“ განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

 „ბოლო წლებში კანადაში საქართველოს საელჩო, ვანკუვერის ქართული დიასპორის ორგანიზაციასთან ერთად, სპონსორობას უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომლის მიზანია კანადის საზოგადოებისთვის ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის ცნობადობის ამაღლება“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე წლის თებერვალში  2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან ათი წელი შესრულდა. 21 წლის სპორტსმენი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე საწვრთნელი დაშვების დროს, ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.

0