მწერალი ნინო ხარატიშვილი საერთაშორისო ბუკერის პრემიის პრეტენდენტია

© Facebook / Nino Haratischwiliნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის შორტ-ლისტი 2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდება, ხოლო გამარჯვებულის ვინაობა - 19 მაისს ლონდონში

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი საერთაშორისო ბუკერის პრემიის (Man Booker International Prize) ლონგ-ლისტში მოხვდა.

წიგნები - Sputnik საქართველო
ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურული პრემია ნინო ხარატიშვილს ერგო

გრძელ სიაში 124 პრეტენდენტიდან 13 ავტორი მოხვდა. ესენია მწერლები არგენტინიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, ესპანეთიდან, ირანიდან, მექსიკიდან, ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, საფრანგეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, იაპონიიდან. მათ შორისაა ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე". სხვათა შორის, მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც რომანებს, ასევე მოკლე მოთხრობების კრებულებს.

საერთაშორისო ბუკერის პრემია 2005 წელს შეიქმნა. გადაეცემა ინგლისურ ენაზე თარგმნილი და ბრიტანეთში გამოცემული ლიტერატურული ნამუშევრისთვის. ფულადი პრიზი - 50 000 ფუნტი სტერლინგია და ის თანაბრად იყოფა ავტორსა და მთარგმნელს შორის. შორტ-ლისტში მოხვედრილი ავტორები და მათი მთარგმნელები თითო 1000 ფუნტს მიიღებენ.

შორტ-ლისტი 2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდება, ხოლო გამარჯვებულის ვინაობა - 19 მაისს ლონდონში.

ნინო ხარატიშვილი

ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წელს თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მერვე სიცოცხლე".

© courtesy of Nino Haratischwiliნინო ხარატიშვილი
მწერალი ნინო ხარატიშვილი საერთაშორისო ბუკერის პრემიის პრეტენდენტია - Sputnik საქართველო
ნინო ხარატიშვილი

„კატა და გენერალი": ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანი გერმანულ სცენაზე დაიდგმება >>

რომანში „მერვე სიცოცხლე“ ხარატიშვილი გაბედულად ეხება კონფლიქტს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, აღწერს რთულ ისტორიულ პროცესებს, რევოლუციებსა და ომებს. მწერალი გულახდილად საუბრობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ, აღწერს ადამიანურ შეცდომებსა და საბედისწერო ამბებს, ასევე ქალთა გმირობებს და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0