ლომერ ახვლედიანი

უჩვეულო რაკურსი: თბილისში ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

82
(განახლებულია 15:01 27.02.2020)
ცნობილმა ოპერატორმა დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში. მის ნამუშევართა შორისაა ფილმები „ქვევრი", „სამკაული სატრფოსათვის", „ნატვრის ხე"...

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი კინოოპერატორის ლომერ ახვლედიანის იუბილესთან დაკავშირებით პარასკევს, 28 თებერვალს თბილისში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინოაკადემიის განცხადებაში.

საიუბილეო საღამოზე მაყურებელი იხილავს ვიდეორგოლს, რომელშიც შევიდა კადრები ლომერ ახვლედიანის მიერ გადაღებული ფილმებიდან. შეხვედრა კინოაკადემიის მცირე დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ლომერ ახვლედიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში. მის ნამუშევართა შორისაა ფილმები „ქვევრი", „სამკაული სატრფოსათვის", „ნატვრის ხე", „აურზაური სალხინეთში", „მზე შემოდგომისა", „მშობლიურო ჩემო მიწავ!", „ნატვრის ხე", „სამანიშვილის დედინაცვალი", „დონ-კიხოტი", „ბესამე", „ექსპრეს-ინფორმაცია" და სხვ. სულ დაახლოებით 50 კინონამუშევარი.

© photo: Sputnik / Sokolov
ლომერ ახვლედიანი ქართველ რეჟისორებთან ერთად

ლომერ ახვლედიანი დაიბადა თბილისში 1934 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და შემდეგ მოსკოვის კინოინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი.

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
ლომერ ახვლედიანი ფესტივალ „კინოშოკის" გახსნაზე

ლომერ ახვლედიანს მიღებული აქვს ჟიურის სპეციალური პრიზი კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმზე „სამანიშვილის დედინაცვალი“. არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფილმისათვის „ნატვრის ხე“. 2016 წელს მიიღო პრემია „თეთრი კვადრატი“ რუსეთის კინოოპერატორთა გილდიისგან „საოპერატორო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის“.

82
თემები:
ქართული კინო (88)
ავტოკინოთეატრი

თბილისში 9 ივლისს პირველი ავტოკინოთეატრი გაიხსნება

67
(განახლებულია 19:33 06.07.2020)
კინოთეატრს 21:00 საათზე გახსნის ქართული დრამა რაგბიზე ციხეში. სურათმა საზღვარგარეთ უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ავტოკინოთეატრი Cavea Drive-in Lisi თბილისში პირველად ხუთშაბათს, 9 ივლისს გაიხსნება - ის ლისის ტბის ტერიტორიაზე, ახალ იპოდრომზე განთავსდება, აღნიშნავენ ორგანიზატორები Facebook-გვერდზე.

პირველ კინოსეანსზე აჩვენებენ უტა ბერიას ფილმს „უარყოფითი რიცხვები“. გახსნაზე ირაკლი დეისაძის ბენდი გამოვა.

ავტოკინოთეატრი არის კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, რომელიც გათვლილია ფილმების საყურებლად ავტომობილიდან. ინგლისურენოვან ქვეყნებში მას „დრაივ-ინს“ ეძახიან. ავტოკინოთეატრი წარმოადგენს ავტომობილების სადგომს ორგანიზებული შესასვლელებით და გასასვლელებით და დიდი ზომის ეკრანით.

„დრაივ-ინში“ ხმა გადმოიცემა აკუსტიკური სისტემების მეშვეობით, რომლებიც ავტოსადგომების ირგვლივაა დამონტაჟებული, ან სტანდარტული მცირესიმძლავრიანი რადიოსადგურით FM-დიაპაზონში.

Cavea-ს თეატრების ქსელი ახალი ფილმების პრემიერების პარალელურად მაყურებელს შესთავაზებს სხვა ღონისძიებებსაც, მაგალითად, კინომარათონებს.

მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე კინოთეატრები გათვლილი იქნება მინიმუმ 200 ავტომობილზე. ასევე გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე ველოსიპედისტებისთვის, მოტოციკლისტებისა და უტრანსპორტო მაყურებლებისთვის. მათი რაოდენობა გაიზრდება მოთხოვნის შესაბამისად.

ტერიტორიას გააკონტროლებს დაცვა, რომელიც მაყურებელს განთავსებაში მიეხმარება და თვალყურს მიადევნებს წესრიგსა და დისტანციის დაცვას.

67
თემები:
საქართველო და კულტურა
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ისტორიულად მნიშვნელოვან სოფელ ლაილაშს ეწვია - ვიდეო

204
არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ლაილაში ძველი კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. მე-14-11 საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ორბელის გადმოსახედი და სოფელი ლაილაში დაათვალიერა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტში ისტორიულად მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშს ეწვია, სადაც ქართველებთან ერთად, ბერძნები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

ზურაბიშვილის თქმით,  ქვეყნის ისტორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ.

„არამხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, არამედ აქაც ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, ქართველები, სომხები - ეს ჩვენს კულტურაზე მეტყველებს!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

Изображение святого Семеона. Фрагмент иконы Сретение из села Лаилаши.
© photo: Sputnik /
წმინდა სვიმონ კანანელის გამოსახულება. ხატის ფრაგმენტი სოფელ ლაილაშიდან

არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ლაილაში ძველი კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. მე-14-11 საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი. სოფელი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. სოფელი ასევე ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით - „ლაილაშის ბიბლია“, რომელიც  X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ხელნაწერია.

 

204
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი შაქარაშვილი

„გიორგის დედა ცუდად გახდა...“ - შაქარაშვილის ბიძა ოჯახის რეაქციაზე საუბრობს

0
(განახლებულია 11:23 07.07.2020)
თითქმის ორი კვირა გავიდა, რაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ელოდება ექსპერტიზის პასუხს, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

თბილისი, 7 ივლისი  — Sputnik. მედიაში გასული სიუჟეტის ნახვის შემდეგ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, გიორგის დედა ცუდად გახდა, აცხადებს ოჯახის ნათესავი და მისი უფლებების დამცველი მირიან ნიკოლაძე „აჭარის ტელევიზიასთან“.

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის თქმით, ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდგომ, მას გიორგის დედამ ტირილით დაურეკა და უთხრა, რომ „შვილი მეორედ მოუკლეს“.

„ბავშვის გარდაცვალებაზე მეტად, სკანდალები და რეიტინგები აღელვებთ. მე არ მინახავს სიუჟეტი. არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქონდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო“, - აცხადებს უფლებადამცველი.

მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია თითქოს გარდაცვლილს ყური არ ჰქონდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ექსპერტმაც ბევრჯერ დაადასტურა.

გასულ სიუჟეტში ნაჩვენები იყო, თუ რა დაზიანებები ჰქონდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილს. საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად არის ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან.

19 წლის ახალგაზრდას სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის საუბარია მოტეხილობებზე. გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის თქმით, სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა გიორგი შაქარაშვილის დედის ცუდად გახდომა.

23 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

„გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი“– ახალი სკანდალი ფეხბურთელის საქმეში >>>

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.  

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

0