Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუცა ბუზალაძემ რუსული კონკურსის ჟიური აღაფრთოვანა – ნახეთ მომღერლის გამოსვლა – ვიდეო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 წლის მომღერალმა კარგად იცის, თუ როგორ გამოკვეთოს საკუთარი სილამაზე. ნუცა ბუზალაძე წელს სტუდენტი გახდა და ახლა სულ სხვაგვარად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა – ნახეთ ნუცას გამოსვლა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მონაწილეობა მიიღო რუსული სიმღერების კონკურსში Ну-ка, все вместе! და ჟიური თავისი ძლიერი შესრულებით აღაფრთოვანა.

Ну-ка, все вместе! – რუსული სანახაობრივი ვოკალური შოუა, სადაც საუკეთესო შემსრულებლები, ყველა სტილისა და მიმართულების წარმომადგენლები წარმოაჩენენ საკუთარ მუსიკალურ ნიჭს. მონაწილეთა გამოსვლებს სტუდიაშივე ასამდე ადამიანი დაუყოვნებლივ აფასებს. ჟიურიში შედიან მომღერლები, კომპოზიტორები, პროდიუსერები, ქვეყნის საუკეთესო ვოკალური სასწავლებლების პედაგოგები და მუსიკალური ბლოგერები. ერთ-ერთი ცნობილი შემფასებელი მომღერალი სერგეი ლაზარევია.

როდესაც ნუცა სცენაზე გამოვიდა, აღნიშნა, რომ რუსულად გამართულად ვერ საუბრობს, მაგრამ მთელი გულით მღერის. მან შეასრულა ჯგუფ 4 Non Blondes-ის სიმღერა What's up. ჟიური აღფრთოვანებული იყო, თითქმის ყველა ფეხზე წამოდგა და მასთან ერთად იმღერეს. როდესაც ბუზალაძემ სიმღერა დაასრულა, მან 100-დან 99 ხმა მიიღო. 

ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
ნუცა ბუზალაძე მოშიშვლებული ტანით ჰოლივუდში პოზირებს – მომღერლის გლამურული ფოტოები

ერთი უარყოფითი ხმის მიცემის მიუხედავად ნუცა, ბუნებრივია, გახდა ამ ლაივის უდავო ლიდერი. თავისი შესრულებით მან შანსი არ დაუტოვა ყველაზე კრიტიკულ სკეპტიკოსებს.

ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდიოდა. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნეს. მან მონაწილეობა თურქულ Voice-ში მიიღო, სადაც ჟიური აღფრთოვანებას ვერ მალავდა და უცხო ქვეყანაში ის ფინალში მაყურებლებმა გადაიყვანეს. პოპულარული მომღერალი ხშირად მოგზაურობს. სულ რამდენიმე ხნის წინ ამერიკა მოიარა და ბავშვობის ნატვრა აისრულა. ჩამოსვლის შემდეგ ნუცა და მისი შეუდარებელი დედა მოსკოვში გაფრინდნენ. მოსკოვიდან საუცხოოდ გამოწყობილმა ნუცამ უახლესი სურათები გამოაქვეყნა.

ყველა ახალი ამბავი
0