მოდილიანისთან ერთად: ქართველი მხატვრის ნამუშევრები პარიზში გამოიფინება

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მხატვარი ქალი საქართველოდან, რომელიც უკვე რამდენიმე წელია პარიზში ცხოვრობს, პრესტიჟულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ნიჭიერი ქართველი მხატვრის ელენე შატბერაშვილის ნამუშევრებს პარიზში გენიალური ამადეო მოდილიანის ნახატებთან ერთად გამოფენენ. ინფორმაცია ამის შესახებ მხატვრის მეგობარმა, ილუსტრატორმა ანია ჩუბინიძემ გაავრცელა.

გამოფენა PortRaitsForever პარიზის The Gallery-ში 24 თებერვალს იხსნება.

თბილისური შუქჩრდილები: დედაქალაქში შავ-თეთრი გამოფენა გაიხსნება>>

როგორც ჩუბინიძემ აღნიშნა, თვითონ მხატვარი მოკრძალებულობის გამო არ ავრცელებს ამ ინფორმაციას, რომლის შესახებ საქართველოში მხოლოდ ერთ-ერთი უკვე დაბეჭდილი აფიშით შეიტყვეს.

თბილისში სწავლის დამთავრების შემდეგ ელენე საფრანგეთში წავიდა. ბოლო წლებში ის პარიზში ცხოვრობს და მუშაობს.

გამოფენის ორგანიზატორები არიან Rodica Seward და აუქციონის სახლი Tajan.

ფრანგული აუქციონის სახლი Tajan მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუქციონია და ყველაზე პრესტიჟული სახლების Sotheby's და Christie's გვერდით დგას.

ყველა ახალი ამბავი
0