ფოტოგრაფ დავით გიორგაძის ობიექტივში მორიგი მსოფლიო ვარსკვლავი მოხვდა

© AFP 2024 / Noam Galaiმომღერალი The Weeknd
მომღერალი The Weeknd - Sputnik საქართველო
გამოწერა
80-იანი წლების სტილში გადაღებულ ფოტოებზე მომღერალი პოზირებს ისეთი ცნობილი ბრენდების სამოსით, როგორიცაა Balenciaga

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფის, დავით გიორგაძის სიას კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა - მოდის ჟურნალ CR Men-ის თებერვლის ნომერში ცნობილი კანადელი მომღერლის, The Weeknd-ის ფოტო დაიბეჭდა.

The Weeknd-ის ფსევდონიმით ცნობილი შემსრულებლის, ეიბელ მაკონენ ტესფაიეს ფოტოები როგორც ჟურნალის ყდაზე, ისე მის გვერდებზე იქნება.

View this post on Instagram

A post shared by The Weeknd (@theweeknd) on

80-იანი წლების სტილში გადაღებულ ფოტოებზე მომღერალი პოზირებს ისეთი ცნობილი ბრენდების სამოსით, როგორიცაა Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორია ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, Louis Vuitton, Givenchy, Burberry, Gucci და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ახლახან დავით გიორგაძე მუშაობდა სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავთან, გვენდოლინ კრისტისთან, რომელმაც ბრიენა ტარტის როლი შეასრულა. გიორგაძემ ვარსკვლავი ბრიუსელის ჟურნალისთვის Behind The Blinds გადაიღო.

The Weeknd არის ეთიოპიური წარმოშობის სიმღერების ავტორი და რეკორდ-პროდიუსერი. 2013 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land, რომლის მხარდასაჭერად გამოვიდა სინგლები Kiss Land და Live For. მის მეორე ალბომს დაერქვა Beauty Behind the Madness და ის გახდა მისი პირველი ალბომი, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი მოიპოვა. 2017 წელს მომღერალმა Forbes-ის ვერსიით 30 წლამდე ასაკის სპორტისა და შოუბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების რეიტინგის ლიდერი გახდა. გამოცემის მონაცემებით, მისი წლიური შემოსავალი 92 მილიონი დოლარს შეადგენს.

ფოტოგრაფი დავით გიორგაძე ძირითადად ბერლინში ცხოვრობს. 13-14 წლის ასაკში მან თბილისში კომერციული გადაღება დაიწყო. იგი ასევე თანამშრომლობდა პოპულარულ ქართულ ბრენდ Situtionist-თან. 22 წლის ასაკში გიორგაძე ბრიტანეთის მოდის საბჭოს ვერსიით 100 ყველაზე ინოვაციური და ინსპირაციული ნიჭიერი ახალგაზრდის სიაში მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0