საქართველოს პრეზიდენტის მიღებაზე სტრასბურგში მოდების ჩვენება გაიმართა - ვიდეო

© photo: Keti Chkhikvadze / FBქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩენება სტრასბურგში
ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩენება სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი ჩხიკვაძე ერთ-ერთი მცირეთაგანია იმ ქართველი დიზაინერებიდან, ვისაც სალომე ზურაბიშვილთან მუშაობა მოუწია

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით გამართულ მიღებაზე სტრასბურგში შედგა.

ზურაბიშვილი სტრასბურგში იმყოფებოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურის რანგში, სადაც ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით წარდგა. ოფიციალური გამოსვლების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა საპატიო სტუმრებისთვის მოამზადა მიღება, სადაც ჩხიკვაძის კოლექცია იყო წარმოდგენილი.

როგორც ყოველთვის, ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებამ სტუმრები თავისი სიკაშკაშით გაახარა. სხვათა შორის, დარბაზი, სადაც დეფილე ჩატარდა, ქართულ ტრადიციებში იყო გაფორმებული. მოდელები დეფილირებდნენ მაგიდებს შორის, რომლებიც ქართული ტრადიციული სუფრებით იყო დაფარული. მაგიდებს ამშვენებდა ათობით ანთებული სანთელი, ყურძნის მტევნები, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი სიმბოლო, ასევე ბროწეულები და ღვინით სავსე თასები.

სტრასბურგამდე ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება პარიზში გაიმართა.

ქართველი დიზაინერის კოლექციები საფრანგეთში სელებრითების ყურადღების ცენტრში ექცევა. ნატალია ვოდიანოვა და ოლგა კურილენკო თავის გარდერობს ქართველი დიზაინერის სამოსით ხშირად აახლებენ.

ქართული მოდა: გაიცანით ქეთი ჩხიკვაძის ახალი კოლექცია >>

აღსანიშნავია, რომ ქეთი ჩხიკვაძე ერთ-ერთია იმ ქართველი დიზაინერებიდან, ვისაც სალომე ზურაბიშვილთან მუშაობა მოუწია. 2018 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა მიმართა ჩხიკვაძის მოდების სახლს, რათა თავისი ვაჟის ქორწილისთვის სამოსი შეერჩია.

 Tbilisi Fashion Week 2018-ის გახსნა - Sputnik საქართველო
Tbilisi Fashion Week: მარნები, აირწინაღები და ფარდაგები

მოდის მსოფლიო ბაზარზე ჩხიკვაძე 15 წლის განმავლობაში მოღვაწეობს. მან დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი. თავიდან ცხოვრობდა ყაზახეთში, სადაც სამოსის შექმნა დაიწყო, შემდეგ ჩამოვიდა თბილისში, სადაც თავისი საქმიანობა გააგრძელა.

დიზაინერი აქტიურად მონაწილეობს ყველა მოდის კვირეულში. შვიდი წლის წინ გაემგზავრა პარიზში და იყო პირველი ქართველი დიზაინერი, რომელმაც პარიზის შოუ-რუმში მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამით დაიწყო მან  საკუთარი პროდუქციის იმპორტზე მუშაობა.

მისი მუდმივი კლიენტები არიან შეიხი მოზა, გრეის ჯილი (Fox-ის სერიალ „იმპერიაში“ ანიკა კელჰაუნის როლის შემსრულებელი), ინგლისელი მომღერალი და მსახიობი ვიქტორია სამერი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0