საქართველოს შეიძლება საკუთარი „ავრორა" გაუჩნდეს

გამოწერა
საქართველოს ნაპირებთან საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩაძირული გემი, შესაძლოა, ამოიღონ, რესტავრაცია ჩაუტარონ და მუზეუმად აქციონ.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ყულევთან ჩაძირული გემისთვის მეორე სიცოცხლის მიცემასა და მისგან მუზეუმის გაკეთებას აპირებს, იუწყება პირველი არხი.

ანთიძე აპირებს, რომ პროექტში დახმარებისთვის ერთ-ერთ ესტონურ კომპანიას მიმართოს. ამ კომპანიასთან სააგენტო ადრეც მუშაობდა და მას შესაბამისი გამოცდილება აქვს.

ხელოვნების სასახლე Art Palace - Sputnik საქართველო
თბილისის ხელოვნების სასახლე „ევროპის 2020 წლის საუკეთესო მუზეუმის“ ნომინანტი გახდა

ამ ეტაპზე უცნობია, როდის მოხდა ეს ამბავი და რა ტიპის გემი ჩაიძირა მაშინ, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, ეს მეფის დროინდელი რუსეთის საბრძოლო გემი იყოს.

„შარშან მზადდებოდა პროექტი. ჩვენ ვთხოვეთ სამხატვრო აკადემიას, რომ ფოთში კონკრეტული ადგილის განვითარების კონცეფცია მომზადებულიყო და მაშინ გაამახვილეს ყურადღება, რომ ამ ადგილზე ჩაძირულია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის „ავრორას" ტიპის გემი. შესაძლებელია გემი ამოღებული იყოს წყლიდან, მოხდეს მისი რესტავრაცია. ამის არაერთი მაგალითია. ჩემი მხრიდან არის ინიციატივა, რომ დაიწყოს ამ პროცესზე მუშაობა", – განაცხადა ანთიძემ.

მისი თქმით, ამგვარი მუზეუმის შექმნით ფოთს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ობიექტი შეემატება.

ყველა ახალი ამბავი
0