ქართველი ვირტუოზი პიანისტები ესპანეთში პრესტიჟულ კონკურსზე მიემგზავრებიან

© photo: courtesy of Illia Baსანდრო გეგეჭკორი
სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
200-ზე მეტი განაცხადიდან კონკურსის ორგანიზატორებმა 84 კონკურსანტი შეარჩიეს. ესენი არიან საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, ბულგარეთის, კორეის, იაპონიის, ისრაელის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტები სანდრო გეგეჭკორი და თამარ მახარაძე ბარსელონაში (ესპანეთი) 2020 წლის 21 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით მარია კენელსის სახელობის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

212 განაცხადიდან კონკურსის ორგანიზატორებმა 84 კონკურსანტი შეარჩიეს. ესენი არიან საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, ბულგარეთის, კორეის, იაპონიის, ისრაელის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
ვირტუოზ პიანისტს სანდრო ნებიერიძეს ყურადღება ბრიტანულმა Gramophone-მა მიაქცია

კენელსის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ევროპის ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური კონკურსია. მისი დაარსებიდან (1954 წ.) დღემდე მასში მონაწილეობა ასზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტმა ახალგაზრდა კონკურსანტმა (18-დან 30 წლამდე) მიიღო მონაწილეობა.

კონკურსი 1958 წლიდან საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციას შეუერთდა. ის ყოველწლიურად მარტის ბოლოს კატალონიური მუსიკის სასახლეში იმართება.

კონკურსის ორგანიზატორები ყოველწლიურად მთავარი პრიზებისა და სპეციალური პრემიებისთვის 80 ათას ევროზე მეტ თანხას გამოყოფენ. ისინი ასევე აფინანსებენ მუსიკოსების კონცერტებს მთელ მსოფლიოში.

© FB / Gulta Kvantrishviliსანდრო გეგეჭკორი
ქართველი ვირტუოზი პიანისტები ესპანეთში პრესტიჟულ კონკურსზე მიემგზავრებიან - Sputnik საქართველო
სანდრო გეგეჭკორი

სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის №1 მუსიკალური სკოლა. 10 წლიდან საკუთარ ნაწარმოებებს წერს. არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებული (პროფესორ საშა გარბერის კლასი).

სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
სანდრო გეგეჭკორი შუბერტის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა

2019 წელს 19 წლის პიანისტმა იტალიაში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე Brescia Classica International Competition სპეციალური პრიზი მიიღო. ის ფრანც შუბერტის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. მანამდე, 2017 წელს გახდა ავსტრიაში ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის II საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი – მიიღო კონკურსის გრან-პრი და ორი სპეციალური პრიზი.

რაც შეეხება თამარ (თათა) მახარაძეს, ის ცნობილი ქართველი პედაგოგის სვეტლანა კორსანტიას მოსწავლეა. ის მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებში. არის საქართველოს მუსიკალურ შემსრულებელთა კონკურსის გამარჯვებული 2019 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0