„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის მსახიობები

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

74
(განახლებულია 16:30 21.01.2020)
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შვედეთში ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. ინფორმაცია ადგილობრივ მასმედიაში ვრცელდება.

The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში ჩატარდა. კინოფესტივალზე ფილმი სულ 4 ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებულად. მათ შორის მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის შვედეთის მთავარი კინოჯილდოს მფლობელი გახდა მსახიობი ლევან გელბახიანი. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამარჯვებულია ასევე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის კატეგორიაში. The guldbagge Awards შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოებაა. იგი 1964 წლიდან ტარდება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა. ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

74
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)
საკო წოწორია

ქართველი მოდელი Audi-ს რეკლამაში გადაიღეს

135
(განახლებულია 21:52 16.09.2020)
Audi España-სთვის გადაღებულ ვიდეორგოლში, რომელიც ესპანურ აუდიტორიაზეა გათვლილი, ქართველი მოდელი ახალგაზრდა ინფლუენსერის როლში წარდგა

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მოდელი საკო წოწორია გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Audi-ს ახალი სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი გახდა.

To be an Influencer („იყო ინფლუენსერი“) - ასეთი სახელწოდება აქვს Audi-ს ახალ სარეკლამო რგოლს, რომელიც რეჟისორმა პაბლო ოლივერამ კომპანია Garage Films Production-თან და სარეკლამო სააგენტო DDB España-თან თანამშრომლობით ესპანური აუდიტორიისთვის შექმნა.

Audi España-სთვის გადაღებულ ვიდეორგოლში ქართველი მოდელი ახალგაზრდა ინფლუენსერის როლში წარდგა. ის ფოლოვერებს სოციალურ ქსელებში თავისი ცხოვრების დეტალებს უზიარებს, ქმნის კონტენტსა და ტრენდებს. თუმცა ის, რაც მას განუმეორებელსა და გამორჩეულს ხდის - ეს არის ავტომობილი Audi.

საკო წოწორია ბევრმა გაიცნო სამოდელო პროექტ „ტოპ-გოგოს“ შემდეგ. სამოდელო კარიერის გარდა, საკომ სხვა სფეროებიც მოსინჯა. ის მუშაობდა მენეჯერად სასტუმროებში, ასევე ჟურნალისტიკაში: წერდა ჟურნალისთვის „თავისუფალო დრო“ და სააგენტო Marketer-ისთვის.

135
თემები:
საქართველოს სიამაყე
კახა კალაძე

თბილისის მერია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარს დაუჭერს

61
(განახლებულია 19:11 16.09.2020)
მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები, მხატვრები, ფოტოგრაფები და კულტურის მრავალი სფეროს სხვა წარმომადგენლები, მთლიანად ეს სფერო მძიმე მდგომარეობაშია.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. პანდემიის პერიოდში კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო 10 სექტემბრიდან აიკრძალა ქორწილების, საიუბილეო და სხვა სახის ღონიძიებების გამართვა. ამის გამო კულტურის ბევრი სფეროს წარმომადგენელი ისევ უმუშევარი დარჩა.

„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები. ამას გავაგრძელებთ, ადამიანებს პრობლემის პირისპირ არასდროს დავტოვებთ, ყველანაირად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა უყრუადღებოდ არ დატოვა ასევე ფოტოგრაფები. მისი თქმით, მათ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

შეზღუდვები ბრუნდება: თეატრების, კინოთეატრების, ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო>>

ქვეყანაში მორიგი ანტირეკორდი მყარდება – კორონავირუსის შემთხვევები ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 2758-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1 412 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

61
თემები:
თბილისის მერია
ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

0
(განახლებულია 10:27 19.09.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში