სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის 172 წლის იუბილეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიალექსქანდრე ყაზბეგის საფლავის ქვა
ალექსქანდრე ყაზბეგის საფლავის ქვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი მწერლისადმი მიძღვნილ საღამოზე სტუმრებს ყაზბეგის ბიოგრაფიის უცნობ ფაქტებზე მოუთხრობენ.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში ცნობილი ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის 172 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ალექსანდრე ყაზბეგი ცნობილია არა მარტო როგორც მწერალი და პოეტი, არამედ როგორც მთარგმნელი და მსახიობი. საკუთარ შემოქმედებაში იგი იყენებდა ფსევდონიმებს: ლიტერატურულს – „აკაკი მოჩხუბარიძე" და თეატრალურს – „მოხევე".

გერგეტის სამება - Sputnik საქართველო
სტეფანწმინდა პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად დაასახელეს

მის კალამს ეკუთვნის ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა „ელისო", „მამის მკვლელი", „ხევისბერი გოჩა", „ნამწყემსარის მოგონებანი“.

როგორც ვაჟა-ფშაველა, ისე ალექსანდრე ყაზბეგიც საკუთარ ნაწარმოებებში მთებს აღწერდა და უმღეროდა – მათ შესანიშნავ პეიზაჟებს, რომანტიკულ გმირებს, თავისუფლების იდეებს.

აღსანიშნავია, რომ სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი ყაზბეგის ოჯახის საგვარეულო მამულში მდებარეობს. ისტორიულ კომპლექსში სამი შენობა შედის – ისტორიული მუზეუმი, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრეს ბიძის) სახლი.

„ჩვენ ალექსანდრე ყაზბეგის საფლავზე ავალთ და ყვავილებით შევამკობთ. შემდეგ გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები ციკლიდან "საქართველოს სამხედრო გზა", – განუცხადა „Sputnik–საქართველოს" მუნიციპალიტეტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა თამარ შიოლაშვილმა.

მისი სიტყვებით, ღონისძიებაზე მიწვეული არიან ადგილობრივი სკოლების მოსწავლეები. მერიამ მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღო. საღამოზე ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიიდან უცნობ ფაქტებზე ისაუბრებენ.

2019 წლის სექტემბერში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაბა სტეფანწმინდაში ისტორიული მუზეუმის აღსადგენად 4 მლნ ლარი გამოყო.

სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი კულტურის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 5 აპრილს მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0