მუსიკალური ფოიერვერკი: ქართული ჯგუფი MokuMoku გერმანიაში წარდგება

© photo : Oscar And The Wolf / FBჯგუფ Oscar And The Wolf-ის კონცერტი
ჯგუფ Oscar And The Wolf-ის კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელ მსმენელებს ქალაქ შტუტგარტიდან ჯგუფ MokuMoku-ს შესრულებით ქართული ჰიპ-ჰოპის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ქართველი მუსიკოსები ჯგუფიდან MokuMoku, რომლებიც ჰიპ-ჰოპის სტილის კომპოზიციებს ასრულებენ, 22 თებერვალს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში წარდგებიან, იუწყებიან ორგანიზატორები.

საღამო გაიმართება საკონცერტო დარბაზ WagenHallen-ის კედლებში, სადაც მუსიკოსები შეასრულებენ კომპოზიციებს თავისი ბოლო ალბომიდან „ზეიმი“ (Feast).

A post shared by MOKUMOKU (@mokumoku_sfs) on

ჯგუფი MokuMoku თბილისში 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. მუსიკოსები შერეული სტილის მუსიკას ასრულებენ - ეს არის ჰიპ-ჰოპი, ფანკი და ჯაზი. ჯგუფს სულ სამი ალბომი აქვს.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ტატო რუსია (МС), ჯონდო ჯაფარიძე (МС), მიშო ელიავა (კლავიშებიანები), ცოტნე გოგიტიძე (გიტარა), სანდრო მაისურაძე (ბასი), ალექსანდრე ხოხიაშვილი (დრამი), თორნიკე აბულაძე (საქსოფონი) და ნაზი ჭავჭავაძე (პერკუსია).

ახალგაზრდები გასტროლებზე ხშირად დადიან და მათი მსმენელების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0