გორის ციხის ასასვლელში ძველი ქალაქის ნაშთები აღმოჩნდა

© Sputnik / STRINGERგორის ციხე
გორის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ხორციელდება, ადგილზე ტურისტული ცენტრი, სავაჭრო ცენტრი და საპირფარეშო უნდა მოეწყოს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. გორის ციხე-სიმაგრის ასასვლელში ძველი სახლების კედლები და მარნის ნიმუშები აღმოჩნდა, იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო qartli.ge.

წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენილი მასალა გორის ცნობილი მიწისძვრის დროს (1920 წ.) დანგრეული შენობის ნაშთებია.

უნიკალური აღმოჩენები: ტყიბულში ნეანდერტალელი ადამიანის ნაკვალევი იპოვეს>>

გორის ციხის ასასვლელში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ხორციელდება, ადგილზე ტურისტული ცენტრი, სავაჭრო ცენტრი და საპირფარეშო უნდა მოეწყოს.

ახალი აღმოჩენის გამო ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. სამუშაობს სამშენებლო კომპანია „სამშენებლო ტრესტი N3" აწარმოებს. სამუშაოები 2020 წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

გორის ციხე - Sputnik საქართველო
გორის ციხეზე მუზეუმის მოწყობა იგეგმება

სამშენებლო კომპანიის დირექტორის ვახტანგ ყანჩაველის განცხადებით, ძველი კედლების გამოჩენისთანავე სამუშაო პროცესში არქეოლოგი ჩაერთო, რათა კედლები და თახჩები არ დაზიანებულიყო.

„დაახლოებით 10 დღის წინ გამოჩნდა ეს კედლები. მაშინვე დავიქირავე არქეოლოგი, მისი ზედამხედველობის ქვეშ, ბარებით და ცოცხებით დაიწყეს მიწის გაწმენდა. მივხვდით, რომ ამ ტერიტორიაზე ტექნიკით სამუშაოების წარმოება არ შეიძლებოდა და მუშაობა შევაჩერეთ. გუშინ ადგილზე ქალაქის მერი მოვიდა, ერთად დავათვალიერეთ და გადავწყვიტეთ, რომ საქმის კურსში ძეგლთა დაცვის სააგენტო ჩაგვეყენებინა. ვიდრე დასკვნა არ დაიდება, სამუშაოები აღარ გაგრძელდება", – განაცხადა ვახტანგ ყანჩაველმა.

პროექტი გორის მერიის დაკვეთითაა შემუშავებული და წარმოადგენს საბაზრო, სავაჭრო გადახურულ, მაგრამ ამავდროულად შეუმინავ სივრცეს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ეროვნული სუვენირების, ტკბილეულის თუ სხვა ნაწარმის რეალიზაციისთვის.

გორის ციხეს რეაბილიტაცია უტარდება>>

გორის ციხე ქართლის ისტორიული ციხე-სიმაგრეა, რომელიც გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ იქ ძვ.წ.აღ.-ის I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, რომლის გარშემოც მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ" წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება და ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ განახლდა და გადაკეთდა. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.

ყველა ახალი ამბავი
0