Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სკანდალური ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ამერიკაშიც დააჯილდოვეს

© photo: And then we danced / FBლევან გელბახიანი
ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან გელბახიანისთვის 2019 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ის საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს სარაევოს, ვალიადოლიდის და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე და სპეციალური პრიზებიც გადასცეს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მსახიობ ლევან გელბახიანს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის ნიუ-მექსიკოს კინოკრიტიკოსთა ჯილდო გადაეცა. ინფორმაცია „ტვიტერზე“ ვრცელდება.

ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“: მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი

ლევანმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“. წელს ლევან გელბახიანი საუკეთესო მამაკაც მსახიობად უკვე დაასახელეს სარაევოს, ვალიადოლიდის და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე და სპეციალური პრიზებიც გადასცეს.

თბილისში 8, 9 და 10 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოსეანსები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით, პრემიერის პირველ დღეს. ჩვენების ჩაშლით „ქართული მარში“, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდნენ.

სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებლებს ბათუმში კვერცხები ესროლეს - ვიდეო - Sputnik საქართველო
სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებლებს ბათუმში კვერცხები ესროლეს - ვიდეო

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.

ქართულ-შვედური ფილმი წელს შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0