მიმინო'

„მიმინოს“ გმირს მინსკში ძეგლი დაუდგეს

156
(განახლებულია 19:32 06.12.2019)
ფილმ „მიმინოს“ ქარიზმატული მთავარი გმირის ძეგლი უკვე დგას საქართველოში, სომხეთში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებშიც კი.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ცნობილ ქართველ მომღერალსა და მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს მინსკში ძეგლი დაუდგეს – საზეიმო ცერემონიაზე სკულპტურა თავად მსახიობმა გახსნა.

ძეგლი კულმანის ქუჩაზე, რესტორან „მეგობრებთან“ მდებარე „ვარსკვლავების ხეივანში“ დაიდგა.

ძეგლის ავტორია სერგეი ვოზისოვი. მისი სიტყვებით, „მიმინოს“ გმირი, ეს არის მამაკაცის სახე, რომელიც ახლა ასე აკლიათ ქალებს. 

ჯერჯერობით ეს არის პირველი და ერთადერთი სკულპტურა ხეივანში – ძეგლი გიორგი დანელიას ლეგენდარულ ფილმ „მიმინოს“ და მის მთავარ გმირს ეძღვნება, რომელსაც დიდი ავიაციის დაპყრობა სურდა. ფილმში მთავარი როლს ვახტანგ კიკაბიძე ასრულებს.

„სკულპტურა სიმაღლით პატარაა, მაგრამ ესაა დიდი ადამიანის სკულპტურა“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კიკაბიძე მინსკში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩავიდა. ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნანი ბრეგვაძემაც.

ფილმ „მიმინოს“ ქარიზმატული მთავარი გმირის ძეგლი უკვე დგას საქართველოში, სომხეთში, რუსეთში და შეერთებულ შტატებშიც კი.

 

156
თემები:
საქართველოს სიამაყე (64)
ჯგუფი „მგზავრები“

პირველი კონცერტი კარანტინის შემდეგ: „მგზავრები“ ბათუმში წარდგებიან

58
ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ეს იქნება პირველი კონცერტი, თუმცა მუსიკოსების თქმით, კარანტინში ისინი აქტიურ რეპეტიციებს გადიოდნენ და ახალ სიმღერებს წერდნენ

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფი „მგზავრები" ბათუმში 14 აგვისტოს კონცერტს გამართავს, ნათქვამია ვებგვერდზე tkt.ge.

"მგზავრები" ვინილის ფირფიტებზე და საგაზაფხულო ტური რუსეთსა და ბელარუსში >>

ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჯგუფმა უცხოეთში უამრავი კონცერტი გააუქმა. გადაიდო აპრილის მასშტაბური ტური, რომელიც მუსიკოსებს რუსეთის ქალაქებში უნდა ჩაეტარებინათ.

შესაბამისად, ეს ბიჭების პირველი კონცერტია კარანტინის შემდეგ და ის ბათუმში 23:00 საათზე გაიმართება.

ჯგუფის მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმი, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.

ჯგუფი „მგზავრები" ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა" რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.

„მგზავრები" აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთში, უკრაინასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

58
თემები:
საქართველო და კულტურა
მეჰენდის ხელოვნება

თბილისში ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

57
(განახლებულია 19:22 13.08.2020)
დღესასწაულზე სტუმრებს ელოდება ინდური და ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, ასევე ტრადიციული ინდური მოხატვა ინით

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდის პარკში 15 აგვისტოს ინდოეთის დამოუკიდებლობის 74-ე დღე აღინიშნება, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.

როგორი ამინდი იქნება თბილისში 15 აგვისტოს >>

ღონისძიებას ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" და ინდური კულტურის ცენტრი „ლაკშმი".

„გეპატიჟებით მეგობრებო, რომ იყოთ მისი ნაწილი და დატკბეთ ღონისძიებით: ინდური ცეკვებით, სიმღერით და ასევე ქართული ხალხური ცეკვებით. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ინდური მეჰენდით მოიხატონ ხელი, რომელსაც ინდოელი სტუდენტები გაუკეთებენ მსურველებს“, - პირდებიან ორგანიზატორები.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად 15 აგვისტოს აღინიშნება. ინდოეთში მთავარი ცერემონიები ტარდება ნიუ-დელიში, სადაც პრემიერ-მინისტრი წითელი ფორტის თავზე ეროვნულ დროშას აღმართავს, წარმოთქვამს სიტყვას, რომლის ტრანსლაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პრემიერი იხსენებს მთავრობის მიღწევებს განვლილი წლის განმავლობაში, აყენებს მნიშვნელოვან საკითხებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელოვანი ნაწილია კაშკაშა მსვლელობა, რომელიც წარმოაჩენს ინდოეთის კულტურულ მრავალფეროვნებას, ქვეყნის მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ასევე მის სამხედრო შესაძლებლობებს.

57
თემები:
საქართველო და კულტურა
მთვარე

მთვარის კალენდარი: 14 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:39 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

14 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

სწრაფი და ენერგიული საქმეების დროა. მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სწრაფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ინტუიციის ნდობა დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, მარტივი საკითხების გადაჭრა, მიმდინარე საქმეების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, პასიურობა და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ნეიტრალიტეტის დაცვა კოლეგებთან მიმართებით.

არარეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა, დღის პირველ ნახევარში გუნდთან ერთად საქმიანობა, რთული მოლაპარაკებები, შეთანხმებების დადება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0