დემნა გვასალია

დემნა გვასალია: „ზემფირა ჩემი პირველი სიყვარულია“

100
(განახლებულია 21:08 05.12.2019)
როგორც აღმოჩნდა, რუსული როკის დედოფლის, მომღერალ ზემფირასა და მისი სიმღერების მიმართ ცნობილ ქართველს ძველი სიმპათიები გააჩნია.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ რუსი მომღერლის ზემფირასა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელია, ამის შესახებ Facebook-ში მოდელიერის ოფიციალური ფან-გვერდი წერს.

სელინ დიონმა დემნა გვასალიას ლურჯი კაბა მოირგო – მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია – ფოტოები >>

ინტერვიუს დროს დაისვა კითხვა ზემფირას შესახებ, რომელმაც დემნას საყვარელი დიზაინერი უწოდა. გვასალიას ჰკითხეს, იცოდა თუ არა მან ამ ფაქტის შესახებ.

„კი და ძალიან გამიხარდა. ზემფირა ძალიან მიყვარს. თინეიჯერობიდან მიყვარს. ახალგაზრდობაში მთელი დღეები ზემფირას ვუსმენდი. ხშირად ვხუმრობ, რომ ზემფირა ჩემი პირველი სიყვარულია (იცინის)“, – განაცხადა გვასალიამ და აღნიშნა, რომ მომღერლის ყველა ალბომი ზეპირად იცის.

თურმე დემნამ და ზემფირამ ერთმანეთი საერთო მეგობრის, მსახიობისა და რეჟისორის რენატა ლიტვინოვასგან გაიცნეს.

View this post on Instagram

Мой дорогой любимый Дэмна - с Днём Твоего Рождения! #demnagvasalia @demnagvasalia

A post shared by Renata (@renatalitvinovaofficiall) on

„რენატამ მითხრა, რომ ზემფირასთან ერთად იყო და თუ მინდოდა, გამაცნობდა. ასე შევხვდით... ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. მითხრა, რომ მოსწონს, რასაც ვაკეთებ“, – აღნიშნა დიზაინერმა.

დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა.

გვასალიას პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ხოლო თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება. დემნა გვასალიას მოდელები უკვე მოირგეს ცნობილმა სახეებმა რიანამ, სელინ დიონმა, კანიე უესტმა, კიმ კარდაშიანმა და სხვებმა.

100
თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (42)