ქართველი ვირტუოზი პიანისტი თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: courtesy of Illia Baსანდრო გეგეჭკორი
სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიჭიერი პიანისტი თბილისში კონცერტზე შეასრულებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და ფერენც ლისტის ნაწარმოებებს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი თავის თაყვანისმცემლებს სოლო კონცერტით გაახარებს – 16 დეკემბერს შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე ის მსმენელის წინაშე წარდგება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

სანდრო გეგეჭკორი შუბერტის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა>>

საღამოზე, რომლის ორგანიზატორია კულტურის მოღვაწეთა გაერთიანება „კონცეპტART", შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და ფერენც ლისტის ნაწარმოებები.

„ორი დღეა, რაც დაიწყო ბილეთების გაყიდვა, და მოლოდინს გადააჭარბა... ძალიან მიხარია! გელოდებით 16 დეკემბერს...", – დაწერა პიანისტმა.

მან აღნიშნა, რომ საღამო ბეთჰოვენის დაბადებიდან 249-ე წლისთავს ეძღვნება.

პიანისტი სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი აშშ-ში მიიწვიეს

წელს 19 წლის პიანისტი საერთაშორისო კონკურსზე Brescia Classica International Competition იტალიაში სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა და ის ავსტრიელი კომპოზიტორის ფრანც შუბერტის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.

ახალგაზრდა მუსიკოსი წარმატებით გამოდის სხვადასხვა ქვეყნის საკონცერტო სცენებზე.

სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის №1 მუსიკალური სკოლა. 10 წლიდან საკუთარ ნაწარმოებებს წერს. ამჟამად თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეა და პროფესორ საშა გარბერის კლასში სწავლობს.

ყველა ახალი ამბავი
0