ნათია თოდუა

ნათია თოდუა საუკეთესო სოლო შემსრულებლად აღიარეს

3841
(განახლებულია 20:48 04.12.2019)
ნათია თოდუა საერთაშორისო მსმენელმა გერმანულ Voice-ში გაიცნო, მანამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნათია თოდუა Music Video Underground-ის გამარჯვებული გახდა. ნომინაციაში „თვის საუკეთესო ვიდეო“ – ნათია თოდუამ საკუთარი ახალი სიმღერა love letter და ვიდეორგოლი წარადგინა, რითიც თვის საუკეთესო სოლო შემსრულებლის სტატუსი დაიმსახურა.

ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც The Voice of Germany-ის მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი. კონკურსი Music Video Underground პირველად 2016 წელს პარიზში გაიმართა. 2017 და 2018 წლებში კი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში იმართებოდა. სხვადასხვა დროს Music Video Underground-მა საუკეთესო სოლო შემსრულებლებად ადელი, მეისი გრეი და Vanessa Paradis დაასახელა.

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.

გერმანულ Voice-ში მონაწილეობამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო. ამ დროისთვის ნათია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.

3841
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1948)
„სუხიშვილების“ მოცეკვავე

ანსამბლი „სუხიშვილები“ ექსპერიმენტული პროექტით ბათუმში წარდგება

66
(განახლებულია 12:54 11.08.2020)
„სუხიშვილებისთვის“ შთაგონების წყარო კვლავ ფოლკლორია. მოცეკვავეებმა ის კლუბურ მოტივებს შეუხამეს და წარსულისა და თანამედროვეობის უჩვეულო ნაზავი მიიღეს

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ ახალი პროექტის „არტეფაქტების“ საპრემიერო ჩვენებებს ამზადებს. კონცერტები ბათუმის კლუბ UP2U–ში 15 და 16 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

„სუხიშვილები" ექსპერიმენტებს ხშირად ატარებს. ამ ექსპერიმენტებში შერწყმულია თითქოსდა შეუთავსებელი ფოლკლორისა და კლუბური სტილის ელემენტები და სწორედ ამაში იმალება მისი განუმეორებლობა.

ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.

ანსამბლის ხელმძღვანელების განცხადებით, მოცეკვავეები პროექტზე სამი თვე მუშაობდნენ. ანსამბლი თბილისში „თაკარს“ ღია სცენაზე 21–28 აგვისტოს გამოვა.

ექსპერიმენტები გრძელდება: ანსამბლი „სუხიშვილები" წარმოადგენს პროექტს „არტეფაქტები">>

ექსპერიმენტებთან და სიახლეებთან ნინო და ილიკო სუხიშვილები ბებიამ და ბაბუამ – ანსამბლის შემქმნელებმა ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა მიიყვანეს. პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ. სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

66
თემები:
საქართველო და კულტურა
გია ყანჩელი

10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა

186
(განახლებულია 15:02 10.08.2020)
გენიალურ კომპოზიტორს, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორს გია ყანჩელს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972-1990 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

1995-1996 წლებში გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრში მიიწვიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. თუმცა კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).

მუსიკის სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმფონიურ თხზულებებს. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

Композитор Гия Канчели
გია ყანჩელი

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა“ (1983 წ.), ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ — ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „მიმინო", „შერეკილები", „როცა აყვავდა ნუში" და სხვ. 

1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის" გადასაღებად ემზადებოდა. იგი თავის ფილმებში მუსიკას თავიდანვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, თუმცა მაინც არ იყო კმაყოფილი. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ სჭირდებოდა კომპოზიტორი „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“. ფილმზე მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის გია ყანჩელის პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ მისი მუსიკა „კინემატოგრაფიულია“. მართლაც, ყანჩელს აქვს უნარი, გამოხატოს ეპიზოდის განწყობა. „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ მუსიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს ფილმის აღქმასა და მაყურებლის განწყობის შექმნაში. 

1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები“, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ იხსენებს: „გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა. ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც მართლაც რომ ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის „ფოლკლორული თემა“, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი („ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, „შერეკილების“ იდეას გამოხატავს – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, მეორე მხრივ კი გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც მუდმივ ფონს ქმნის კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის — კინომუსიკაში“.

გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია

  • 1995 — ღირსების ორდენი
  • 1988 — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
  • 1987 — პრიზი „ნიკა“ კინომუსიკისათვის
  • 1981 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 — საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი
  • 1981 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1977 — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია
  • 2008 — ვოლფის პრემია ხელოვნებაში
  • საქართველოს სახალხო არტისტი

2015 წელის გია ყანჩელის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში "კონცერტჰაუზში" შედგა. 28 სექტემბერს კი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ქართველი კომპოზიტორის იუბილე აღინიშნა.

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

„თამაშის დასასრული“ – რობერტ სტურუა სპექტაკლს გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნის>>

დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. მას გარდაცვალების შემდეგ მიეძღვნა არაერთი საღამო და კონცერტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

186
თემები:
საქართველო და კულტურა
მოსამართლის ჩაქუჩი

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები დაცვის სტრატეგიაზე მუშაობენ

0
შაქარაშვილის დამამძიმებელ მდგომარეობაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალი დღეს ხუთ ადამიანს წაუყენეს, ყველა მათგანი პატიმრობაშია

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების - ვასილ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის და ორი არასრულწლოვანის ადვოკატები ელოდებიან კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალს დაადასტურებს.

სამშაბათს გენერალურმა პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეში გარღვევის შესახებ განაცხადა და ხუთ ფიგურანტს ბრალი წაუყენა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი მდინარე არაგვის პირას მოიმწყვდიეს, სასტიკად სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი მდინარეში გადააგდეს. 19 წლის ბიჭის ცხედარი იქ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

„საქმე გამოიყო, მაგრამ არც მაშინ, არც ახლა არ ველოდებით, რომ საქმეში არსებობს ისეთი სამხილები, რომლებიც ბრალდებას გაამყარებს“, - განაცხადა ვასილ ჩიქოვანის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

მისი თქმით, ის გაეცნობა მასალებს და მათზე დაყრდნობით დაცვის ხაზს ააგებს.

„ჩემთვის პროკურატურის პოზიცია დაუსაბუთებულია“, - განუცხადა ბერიანიძემ ჟურნალისტებს.

მტკიცებულებების არარსებობის გამო გამამართლებელ განაჩენს ელოდება ასევე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლო გაამართლებს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ დანაშაულს სასამართლოში დამტკიცება სჭირდება, პროკურატურამ კი მხოლოდ შაქარაშვილის ოჯახის და საზოგადოების ვერსია გაიმეორა.

„ადამიანი ბოროტმოქმედი მხოლოდ სასამართლოს განაჩენის შემდეგ ხდება“, - განაცხადა მამულაშვილმა.

მას არასრულწლოვანის ადვოკატი გიორგი გელხაურიც ეთანხმება.

„ბრალის დამძიმების მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა იმის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. იმედია, რომ წარმოადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გელხაურმა.

იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს, აღნიშნავენ პროკურატურაში.

სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე: ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დარჩა >>

სასამართლო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა 18 აგვისტოს დაიწყება მოსმენები ჩხუბის ეპიზოდებზე ყველა არასრულწლოვანის მონაწილეობით.

 

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე