ქართული ღვინის დეგუსტაცია

ზუგდიდი კოლხური ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

84
(განახლებულია 13:47 24.11.2019)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ზუგდიდი კოლხური ღვინის ფესტივალს მასპინძლობს, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ფესტივალზე წარმოდგენილია 50-მდე ღვინის კომპანიისა და საოჯახო მარნის მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან, ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები, მოწყობილია სოფლის მეურნეობის სივრცეები და წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

ფესტივალის ორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა.

ნიკა ლატარია

84
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (67)