მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში გადაიღეს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი მერაბ ნინიძე
მსახიობი მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე უკვე რამდენიმე უცხოურ ფილმსა და სატელევიზიო სერიალშია გადაღებული

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. წარმატებული ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალში „ტრედსტოუნი“ (Treadstone) გადაიღეს, იუწყება პირველი არხი.

სერია პოპულარული ქართველი მსახიობის მონაწილეობით ეთერში მომავალ სამშაბათს გავა. საკაბელო არხი USA Network-ი სერიალის პირველი სეზონის მეშვიდე სერიის ანონსს ინტერნეტში ავრცელებს.

„ტრედსტოუნი“ არის სპინოფი და მოვლენები სპეცაგენტ ჯეისონ ბორნის სამყაროში ვითარდება. სერიალის სიუჟეტის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა „ტრედსტოუნის“ მიზანი აგენტების შესაძლებლობების ხელოვნური მოდიფიკაციაა. ასეთი რამდენიმე აგენტი კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს დავალებას.

მერაბ ნინიძე

ნინიძე უცხოეთში რამდენიმე ფილმშია გადაღებული. მან შეასრულა როლი პოპულარულ ამერიკულ ტელესერიალში Homeland-ი („სამშობლო"), სადაც ფინალური სეზონის სამ სერიაში ითამაშა. სერიალი IMDB-ზე გავიდა.

მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
სერიალი, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, „ემის“ ჯილდოზეა წარდგენილი

2017 წელს კი მსახიობი გადაიღეს BBC-ს სერიალში „მაკმაფია" (McMafia), რომელშიც მან რუსული მაფიის ბოსის როლი შეასრულა. სერიალი „საუკეთესო სერიალის“ ნომინაციაში „ემის“ ჯილდოზეა წარდგენილი.

ნინიძე ასევე გადაღებულია ამერიკულ ტელესერილაში „ბერლინის განყოფილება" (Berlin Station).

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.

მერაბ ნინიძე ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს>>>

1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0