ავთანდილ მახარაძე ფილმში „მონანიება

თენგიზ აბულაძის „მონანიებას" ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ

142
(განახლებულია 18:45 22.11.2019)
ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე იმ ფილმებს აჩვენებენ, რომლებშიც ასახულია დაპირისპირება ტოტალიტარულ რეჟიმებთან.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე 24 ნოემბერს თენგიზ აბულაძის ლეგენდარული ფილმის „მონანიების" ჩვენება შედგება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული კინო კანის კინოფესტივალზე>>

„მონანიებას" ბრიუსელში რეჟისორი ნანა ჯანელიძე წარადგენს, როგორც ფილმის სცენარის ავტორი.

Нана Джанелидзе
© Sputnik / Vladimir Umikashvili
ნანა ჯანელიძე

ბელგიის დედაქალაქი Regained Freedom International Film Festival-ს 20-30 ნოემბერს მასპინძლობს. ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფილმები უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ხორვატიიდან.

Актриса Зейнаб Боцвадзе в роли Кетеван Баратели и артист Мераб Нинидзе в роли Торнике в фильме Покаяние
© photo: Sputnik
კადრი ფილმიდან „მონანიება"

ბრიუსელის კინოფესტივალზე იმ ფილმებს აჩვენებენ, რომლებშიც ასახულია დაპირისპირება ტოტალიტარულ რეჟიმებთან.

Кинорежиссер Тенгиз Абуладзе с главным призом XX Всесоюзного кинофестиваля за фильм Покаяние.
© photo: Sputnik / Galina Kmit
თენგიზ აბულაძე

თენგიზ აბულაძემ „მონანიება" 1984 წელს გადაიღო. ფილმს მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი"; ასევე პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის.

საქართველოს 17, მათ შორის დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ჩათვლილი ფილმი დაუბრუნდება>>

აღსანიშნავია, რომ „მონანიება" რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან" საქართველოში გასულ თვეში დაბრუნდა. „მონანიების" ჩვენებას ორი წელია ითხოვდა კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა.

142
თემები:
საქართველო და კულტურა (1141)
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი

დროებითი საცავი ეროვნული საგანძურისთვის: სად შეინახება ოქროს ფონდის ექსპონატები

78
(განახლებულია 22:46 03.08.2021)
სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების, მათ შორის, საქართველოს ოქროს ფონდის დროებით გადასატანად ორი სივრცეა შერჩეული.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის შედგა.

შეხვედრაზე განიხილეს 1835 წელს აგებული ხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობის (ე.წ. სემინარიის შენობა) მდგომარეობის შესაფასებლად 2021 წელს ჩატარებული სიღრმისეული ექსპერტიზის დასკვნა, ასევე სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შედეგები ოქროს ფონდში დაცულ ხატებთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ვინაიდან ე.წ. სემინარიის შენობა აღდგენას საჭიროებს, რისთვისაც პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებულია, აუცილებელი ხდება, რომ მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის ოქროს ფონდი, დროებით სხვა სივრცეში იყოს გადატანილი, ხოლო მუზეუმის შენობის აღდგენისა და განახლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს იმავე შენობას.

შეხვედრის შედეგად შეთანხმდა, რომ ოქროს ფონდის (10.000-ზე მეტი ექსპონატი) დროებით საცავად განხილულ იქნება ორი ვარიანტი: პირველი — შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი კორპუსი, რომელიც 1980-იან წლებშია აშენებული, „სემინარიის შენობისგან“ დამოუკიდებელია და მყარია, და მეორე — სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, რომლის სიმყარეც ასევე არ იწვევს ეჭვს.

პირველი სივრცე საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას, რის შემდეგაც მასში ხელოვნების მუზეუმის ყველა ფონდი, მათ შორის ოქროს ფონდი, სრულად იქნება დაცული. მეორე სივრცე კი უკვე მზადაა (როგორც საგამოფენო სივრცე, ასევე ფონდსაცავი), მაგრამ მისი ფართობიდან გამომდინარე, მასში მხოლოდ ოქროს ფონდი (სრულად ან ნაწილობრივ) შეიძლება განთავსდეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოცემულ ორ სივრცეს შორის შესაბამისი არჩევანის გასაკეთებლად მუშაობა გაგრძელდება.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა და ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემა სთხოვა. 

წლების განმავლობაში ანჩისხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება. ის მუზეუმის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია და სპეციალურად აღჭურვილ ოთახშია მოთავსებული. თუმცა, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და შენობა ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში სრულად უნდა დაიცალოს. გუდიაშვილის და პუშკინის ქუჩებზე მდებარე ძველი შენობა მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრების, დეფორმაციების, ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისა და რღვევების გამო სავალალო მდგომარეობაშია.

კულტურის სამინისტროს გეგმის მიხედვით, მუზეუმის ფონდების უსაფრთხო განთავსებისთვის ახალ შენობაში ჩატარდება რემონტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კოლექციების გადატანა. 2021 წლის სექტემბერში მუზეუმიდან პირველ რიგში გაიტანენ ქსოვილებისა და ნაქარგების კოლექციას, ხოლო ყველაზე ბოლოს - მუზეუმის ოქროს ფონდს.

78
თემები:
საქართველო და კულტურა (1141)
ანჩისხატი

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატის გადაცემას ითხოვს

100
(განახლებულია 21:22 03.08.2021)
კათოლიკოს-პატრიარქი იმედოვნებს, რომ ანჩისხატის დაცვას ეკლესია სახელმწიფოსთან ერთობლივად უზრუნველყოფს, რაც ორი უწყების თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს.

„ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხატისთვის ანჩისხატის ეკლესიაში უკვე დამზადებულია სპეციალური ვიტრინა.

„ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც“, – ნათქვამია წერილში.

როგორც პატრიარქი აცხადებს, წელს ეკლესია ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს აღნიშნავს და ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი.

წლების განმავლობაში ანჩისხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება. ის მუზეუმის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია და სპეციალურად აღჭურვილ ოთახშია მოთავსებული.

თუმცა, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და შენობა ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში სრულად უნდა დაიცალოს. გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩებზე მდებარე ძველი შენობა მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრების, დეფორმაციების, ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისა და რღვევების გამო სავალალო მდგომარეობაშია.

კულტურის სამინისტროს გეგმის მიხედვით, მუზეუმის ფონდების უსაფრთხო განთავსებისთვის ახალ შენობაში ჩატარდება რემონტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კოლექციების გადატანა. 2021 წლის სექტემბერში მუზეუმიდან პირველ რიგში გაიტანენ ქსოვილებისა და ნაქარგების კოლექციას, ხოლო ყველაზე ბოლოს – მუზეუმის ოქროს ფონდს.

100
სტუდენტები

„როსსოტრუდნიჩესტვომ“ რუსეთში სტუდენტების შესვლის წესები გამოაცხადა

0
(განახლებულია 22:25 04.08.2021)
რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ცხელი ხაზი“ აამოქმედა, რომელზეც პანდემიის პირობებში ქვეყანაში შესვლის თაობაზე ინფორმაციის დაზუსტებაა შესაძლებელი

Sputnik. დანარა კურმანოვა

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია გრძელდება, რუსეთში სასწავლო წელი კვლავ 1 სექტემბერს იწყება. ამის თაობაზე „როსსოტრუდნიჩესტვოში“ განაცხადეს პრესკონფერენციაზე, რომელიც 2021 წელს უცხოეთის მოქალაქეების რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში შესარჩევ კამპანიას მიეძღვნა.

„სტუდენტების ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების საკითხი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. მაგრამ ჩვენ ვიცავთ უცხოელი სტუდენტების უფლებებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ და ვთხოვთ ორგანოებს, შემოსვლის ნებართვა მისცენ მათ, — განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენი პრომაკოვმა. — ახლა განათლების მისაღებად შემოსვლა შეუძლიათ იმ სიის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის მთავრობა ამტკიცებს განკარგულებით და რომელიც გამუდმებით იცვლება“.

პრომაკოვი აზუსტებს, რომ საუბარია განკარგულება №636-ზე, რომლის №1 დანართში ამ დროისათვის 50 სახელმწიფოა ჩამოთვლილი, და რომელთა მოქალაქეებსაც რუსეთში შემოსვლის უფლება აქვთ. თუმცა, თუ ქვეყანა არ არის სიაში, რუსეთში ჩასვლის შესაძლებლობა შეიძლება ინდივიდუალურად იყოს განხილული.

„ბევრ შემთხვევაში შემოსვლის საკითხებს კურირებს უნივერსიტეტი, რომელსაც შეუძლია განათლების სამინისტროსა და სამთავრობო კომისიისგან შემოსვლის უფლება გამოითხოვოს“, — განმარტა პრომაკოვმა.

ამას გარდა, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოქმედებს ცხელი ხაზი სტუდენტებისთვის: +7 (495) 198-00-00. ამ ნომერზე თითოეული ქვეყნისთვის რუსეთში შესვლის წესების დაზუსტებაა შესაძლებელი.

სამედიცინო მოთხოვნები ყველასთვის უნივერსალურია: სტუდენტმა უნდა ჩააბაროს PCR-ტესტი რუსეთში ჩასვლამდე არაუადრეს სამი დღისა. დოკუმენტი ტესტის უარყოფით პასუხზე უნდა იყოს დაბეჭდილი რუსულად ან ინგლისურად. რუსეთში ჩასვლის შემდეგ სტუდენტმა უნდა ჩააბაროს კიდევ ერთი PCR-ტესტი და პასუხამდე თვითიზოლაციაში უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ქვეყანაში შესვლის მომენტისთვის სწავლა უკვე დაწყებული იქნება, ტესტის პასუხის მიღებამდე სტუდენტს მ ხოლოდ ონლაინ-ფორმატში შეუძლია დაესწროს ლექციებს.

პრომაკოვის თქმით, რაც შეეხება სტუდენტების ვაქცინაციასა და ვაქცინაციის შესახებ უცხოური სერტიფიკატების აღიარებას, ეს საკითხები ახლა მუშავდება რუსეთის ჯანდაცვისს სამინისტროს მიერ.

0
თემები:
რუსეთი დღეს