ბათუმის თეატრალურ ფესტივალს გერმანელი რეჟისორის „მედეა" გახსნის

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaბათუმის თეატრი
ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მიზანია საერთაშორისო თეატრალურ რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი ტრადიციების მქონე ქალაქის გამოჩენა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს (Batumi International) გერმანელი რეჟისორის მიხაელ ტალჰაიმერის სპექტაკლი „მედეა" გახსნის, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

BIAFF 2019 - Sputnik საქართველო
ბათუმში BIAFF 2019-ის გამარჯვებულები დაასახელეს

Batumi International-ის იდეის ავტორია ბათუმის ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე. ამ ინიციატივას მაშინვე დაუჭირეს მხარი აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქის საერთაშორისო თეატრალურ რუკაზე გამოჩენა. ამ ინიციატივის წყალობით ქალაქი გახდება უფრო ცნობილი. ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორების მოძიებას ერთობლივი მუშაობისა და პროექტებისთვის.

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა:

  • 7 და 8 დეკემბერი - Medea - მიხაელ ტალჰაიმერი (გერმანია)
  • 13 დეკემბერი - The Demons - იაცეკ გლომბი (პოლონეთი)
  • 15 დეკემბერი - Faithful Wataha - პაველ ვოლაკი და კატერინა დვორაკი (პოლონეთი)
  • 17 დეკემბერი - My Great Job - დავიდ ესპინოზა (ესპანეთი)
  • 19-20 დეკემბერი - Divine Comedy - ემილიანო პელისარი (იტალია).

რაც შეეხება ქართულ თეატრებს, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობენ, მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია შემდეგ კვირაში გამოჩნდება ორგანიზაციის გვერდზე. ცნობილია მხოლოდ, რომ ფესტივალში ოთხი ქართული დასი მიიღებს მონაწილეობას.

ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
ბათუმში მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი იხსნება

ფესტივალს უხელმძღვანელებს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში გავლენიანი თეატრალური პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით, ფესტივალების დირექტორებით. ესენი არიან: რომან დოლჟანსკი (ისრაელი), დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი), ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო).

სპექტაკლებს ახლად რეაბილიტირებული ბათუმის თეატრი უმასპინძლებს, რომელიც ყველა ტექნიკურ პარამეტრებს აკმაყოფილებს.

ყველა ახალი ამბავი
0