ცნობილი ხდება, სად გაიმართება ფესტივალი GEM FEST 2020

© photo: Sputnik / Tinatin BukiaGem Fest
Gem Fest - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ის ორგანიზატორებმა 2018 წლის ზაფხულში ღონისძიების გაუქმების შესახებ განაცხადეს, რაშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაადანაშაულეს.

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST 2020 საბერძნეთის კუნძულ ზაკინტოსზე, იონიის ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე გაიმართება 7, 8, 9 აგვისტოს, ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სპეციალურად ფესტივალისთვის თბილისიდან პირდაპირი ფრენები შესრულდება უშუალოდ ზაკინტოსის მიმართულებით.

საბერძნეთის კუნძული ზაკინტოსი 2011 წლიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, შედის კერკირის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. 2011 წელს მისი მოსახლეობა 9773 ადამიანს შეადგენდა.

კუნძულზე კლიმატი ხმელთაშუაზღვიურია. ზაფხული თბილი და ზომიერად ტენიანია, ტემპერატურა – 33°C (91°F).

112 - Sputnik საქართველო
„ჯემ ფესტზე“ ირანელი ტურისტი გარდაიცვალა

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ის ორგანიზატორებმა 2018 წლის ზაფხულში ღონისძიება ვერ ჩაატარეს და მის გაუქმებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაადანაშაულეს. GEM Fest-ის ორგანიზატორები ამტკიცებდნენ, რომ სამინისტროს ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართეს, რომელშიც კერძო ტერიტორიაზე ფესტივალის გამართვის ნებართვას ითხოვდნენ, მაგრამ პასუხი უწყებიდან არ მიუღიათ.

სამაგიეროდ ამ ფესტივალის ნაცვლად ანაკლიის ზღვის სანაპიროზე უკვე ორჯერ უმასპინძლა სტუმრებს ფესტივალმა Echowaves-მა.

ყველა ახალი ამბავი
0