წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - სამხატვრო გალერეა MOMA Tbilisi

თბილისში არაბი მხატვრის ჰალლა ბინთ ხალიდის გამოფენა იხსნება

94
(განახლებულია 20:11 04.11.2019)
გამოფენას Tasleemah ეწოდება, რომელიც, გარდა მისალმებისა, ქალის სახელია და დათმობისთვის მზადყოფნას ნიშნავს.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ორშაბათს, 4 ნოემბერს იხსნება ცნობილი მხატვრის ჰალლა ბინთ ხალიდის (საუდის არაბეთი) ინსტალაციების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მხატვრის ხედვა მეუღლეების ურთიერთობაზე.

გამოფენას ეწოდება Tasleemah. ეს სიტყვა, გარდა მისალმებისა, არის ქალის სახელი და დათმობისთვის მზადყოფნასა და მშვიდობას ნიშნავს.

როგორც მუზეუმში აღნიშნავენ. ექსპოზიცია რეტროსპექტული ხასიათისაა, რისი წყალობითაც სტუმრები შეძლებენ თვალი მიადევნონ ცვლილებებს მხატვრის შემოქმედებაში.

გამოფენის პირველ პავილიონში წარმოდგენილია მხატვრის ადრეული ნამუშევრები. მეორე ნაწილი შედგება მხატვრის მიერ ძირითადად საბავშვო წიგნებისთვის შექმნილი ილუსტრაციებისგან. 1997 წელს ჰალლა ბინთ ხალიდმა საკუთარი გამომცემლობა გახსნა.

ორგანიზატორები სტუმრებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მხატვრის მრავალკომპონენტიან ნამუშევრებს სერიიდან „ცოლი არის… ქმარი არის" (A Wife is... A Husband Is, 2019), სადაც წარმოდგენილია ქალებისა და მამაკაცების თანამედროვე ყოფის საგნები. ექსპონატები, ერთი შეხედვით, ბანალურია, მაგრამ ჰალასთვის ისინი განსაკუთრებული გენდერული მნიშვნელობით არის აღსავსე.

„21-ე საუკუნის საუდის არაბეთის ხელოვანთათვის დამახასიათებელია ნამუშევრების თემატურად თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის არსებული ბრძოლის გარშემო გაერთიანება. მათგან განსხვავებით ბინთ ხალიდი თავის თავს უფრო სარისკო მდგომარეობაში აქცევს. მისი აზრით, ტრადიციებს გადასარჩენად ინოვაციები სჭირდებათ, თანამედროვეობა კი მსოფლიო ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაში დოგმებითაა შეპყრობილი", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ამას გარდა, გამოფენის კიდევ ერთ დარბაზში შესაძლებელი იქნება ციფრული ხელოვნების ექსპონატების ნახვა. ეს მხატვრის ყველაზე პროვოკაციული ინსტალაციებია, როგორიცაა, მაგალითად, „სავაჭრო ავტომატი", რომელიც წარმოადგენს აპარატს ჩვილი-თოჯინებით.

თბილისში პოლონელი მხატვრის გამოფენა გაიმართება>>

გამოფენის კურატორები არიან სტეფან სტოიანოვი და ფრანსის სტაფორდი. გამოფენა ტარდება საუდის არაბეთის კულტურის სამინისტროსა და მეფე აბდულაზიზის მსოფლიო კულტურების ცენტრის მხარდაჭერით (Ithra).

გამოფენა 19:00 საათზე იხსნება და 2020 წლის 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

94
თემები:
საქართველო და კულტურა (830)
სოსო პავლიაშვილი

„მამებო, მიბაძეთ!“ სოსო პავლიაშვილმა ქალიშვილს გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა

345
(განახლებულია 21:13 02.06.2020)
სოსო პავლიაშვილმა ქალიშვილს დაბადების დღე მიულოცა – სანდრასთვის უთბილესმა მილოცვამ გულგრილი არავინ დატოვა.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ცნობილმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა თავის ქალიშვილ სანდრას დაბადების დღე მიულოცა. გოგონა 12 წლის გახდა.

იცოდით, რომ სოსო პავლიაშვილს უსიმპათიურესი ვაჟი ჰყავს? – ფოტოები >>

მუსიკოსმა ქალიშვილს Instagram-ზე გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა და ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა.

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ანგელოზო, სახელად სანდრა!!! საუკეთესო ქალიშვილი!!! საუკეთესო შვილიშვილი!!! საუკეთესო და!!! საუკეთესო დაქალი!!! შენ და ყველა ჩვენს შვილს, რომლებთან ერთადაც გაატარებ ამ მშვენიერ და საოცარ ცხოვრებას, გისურვებთ მარადიულ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, მშვიდობას და სიკეთეს!!! იყავი მუდამ უფალთან და უფალი სულ შენთან იქნება!!! მიყვარხარ უსაზღვროდ!!! მადლობა იროჩკას შენს გამო!!! მადლობა ღმერთს ჩვენი ოჯახისთვის!!!“ – დაწერა მომღერალმა.

ხელმომწერებმაც არ დაიშურეს მილოცვები და იუბილარს უამრავი კომენტარი დაუტოვეს.

სოსო პავლიაშვილი – მრავალშვილიანი მამაა. პირველი ქორწინებიდან მას 31 წლის ვაჟი ლევანი ჰყავს, ხოლო ირინა პატლახმა, მეორე მეუღლემ თავის საყვარელ მამაკაცს ორი ქალიშვილი გაუჩინა – ელიზავეტა და სანდრა.

345
თემები:
საქართველო და კულტურა (830)
გიორგი ნადიბაიძე – The Voice–ის გამარჯვებული

The Voice „პირველ არხზე“ გადადის

139
(განახლებულია 21:31 01.06.2020)
კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ის ონლაინ–რეჟიმში მიმდინარეობს. შემდეგ გაიმართება კასტინგი და დასახელდება ჟიურის შემადგენლობა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ სასიმღერო კონკურსის The Voice ახალ სეზონს ამზადებს. რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

როგორც ოგანიზატორები აცხადებენ, მსურველები ჯერ უნდა დარეგისტრირდნენ ინტერნეტ-გვერდზე, ხოლო შემდეგ სახლიდან გაუსვლელად გაიარონ კასტინგი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ჟიურიში. გასულ წელს მის შემადგენლობაში შედიოდნენ ქეთა თოფურია, ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი და ნუცა შანშიაშვილი.

The Voice ვოკალური სატელევიზიო შოუა. ის 2012 წლიდან ტელეარხ „იმედზე“ გადიოდა, ახლა კი „პირველ არხზე“ გავა.

პროგრამას ადრე „ახალი ხმა“ ერქვა. პირველი ორი სეზონის გამარჯვებული არიან სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი The Voice-ის ორიგინალური ფორმატის ანალოგია, რომელიც პირველად ჰოლანდიურ ТВ RTL4-ზე გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

139
თემები:
საქართველო და კულტურა (830)

ამერიკელები იარაღით ხელში იცავენ საკუთარ ბიზნესს მოროდიორებისგან

0
ჩიკაგოში ღვინის საოჯახო მაღაზიის თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, იარაღი აეღოთ ხელში და ისე დაეცვათ საკუთარი ბიზნესი მოროდიორებისგან

შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მძვინვარებს მას შემდეგ, რაც მინეპოლისში პოლიციას 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შეამოკვდა დაკავებისას.

თავდაპირვველად მშვიდობიანი აქციები მალე არეულობაში გადაიზარდა, რასაც თან ახლავს მასობრივი ძარცვა და პოლიციასთან შეტაკებები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბევრი შტატის გუბერნატორი და ქალაქების მერები იძულებულები გახდნენ, კომენდანტის საათი შემოეღოთ და ეროვნული გავრდიაც კი ჩაერთოთ არეულობის აღსაკვეთად.

0