გია ყანჩელი

„სიჩუმის მაესტროს" ხსოვნას შემოქმედებით საღამოს უძღვნიან

41
(განახლებულია 19:09 04.11.2019)
საღამოზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორის ენრი ლოლაშვილის კინომუსიკა და რჩეული კომპოზიციები, რომელიც ავტორმა საფრანგეთში ცხოვრების დროს შექმნა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საკულტო კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ორშაბათს, 4 ნოემბერს გაიმართება, რომელზეც გაჟღერდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ენრი ლოლაშვილის შემოქმედებიდან რჩეული ნაწარმოებები, რომლებიც ათობით მხატვრულ ფილმს ალამაზებს.

კონცერტი სახელწოდებით Nostalgie შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება. საღამოს ორგანიზატორია საქართველოს ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt".

მუსიკალურ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ნებიერიძე, დავით მალაზონია, პაპუნა შარიქაძე, დავით ჯაფარიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, რეზო კიკნაძე, ლევან კემულარია, ასევე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და ა.შ.

კომპოზიტორმა ენრი ლოლაშვილმა, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა და 2000 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს, დაწერა მუსიკა ისეთი ფილმებისთვის, როგორიცაა მიხეილ ჭიაურელის „ჭიდაობას რა უნდა", „რასპუტინი" პოპულარული ჟერარ დეპარდიეს მონაწილეობით, „ლიკვიდაცია", „ძმები კარამაზოვები" და ა.შ.

„სიჩუმის მაესტრო" გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

41
თემები:
საქართველო და კულტურა (544)