Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

არმინე არუთინიანი თბილისის მოდის კვირეულზე გამოვიდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliარმინე არუთინიანი
არმინე არუთინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომეხი გოგონა არმინე არუთინიანი, რომელიც „გუჩის“ ჩვენების წინა პერფორმანსზე გამოვიდა, საქართველოში ჩამოვიდა.

რამდენიმე კვირის წინ ქართული სოციალური ქსელები სრულიად მოიცვა სომეხი გოგონას ფოტომ, პოსტებში თუ სხვადასხვა სტატიებში ვკითხულობდით, რომ გოგონა „გუჩის“ სახედ იქნა არჩეული. მას „ფეისბუქზე“ გარეგნობას უწუნებდნენ და „გუჩისაც“ კი აკრიტიკებდნენ.

23 წლის არმინე კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა, ქართველებმაც არ დააყოვნეს და მის „ინსტაგრამის“ არაერთ ფოტოზე დამცინავი კომენტარები დატოვეს ქართულ ენაზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა თბილისშიც იყო ნამყოფი, კეთილგანწყობილი იყო საქართველოს მიმართ და ინტერვიუებში ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენთვის სასიამოვნო პასუხები ჰქონდა გაცემული.

შემდეგ გაირკვა, რომ გოგონა „გუჩის“ სახე არ გამხდარა, მან უბრალოდ კომპანიის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, ჩვენება მენტალურ პრობლემებს და არსებულ სტიგმას ეხებოდა. როგორც ცნობილია, თავად მოდის სახლის დიზაინერსაც აქვს მენტალური პრობლემები და ეს კომპანიისთვის სენსიტიური თემაა.

არმინე არუთინიანს, სკანდალის მიუხედავად, საქართველო ძალიან უყვარს. ის თბილისში „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულის ფარგლებში ჩამოვიდა, კაფე „სტამბაში“ „დაჩექინდა“ მეგობრებთან ერთად და ფილარმონიაში „დალოოდის“ ჩვენებაზე გამოჩნდა. როგორც ცნობილი გახდა, ის თბილისში სწორედ „დალოოდის“ დამფუძნებელმა, დიზაინერმა მაკა კვიციანმა მოიწვია.

„მიხარია, რომ არმინა ჩვენს გვერდით არის, რომ შაბათს, 5 საათზე მისი დალოოდის ჩვენებაში მონაწილეობით ყველა უკუღმართად მოაზროვნე „ბულის” დავუმტკიცებთ, რომ მიუღებელია, დაუშვებელია და კატეგორიულად დასაგმობია ადამიანების წარმომავლობით, მრწამსით, ორიენტაციით თუ ნებისმიერი ნიშნით გამორჩევა, ჩაგვრა და ნებისმიერი ფორმით „ბულინგი”, – დაწერა მაკა კვიციანმა.

ყველა ახალი ამბავი
0