ჭაჭის ფესტივალი თელავში

თელავში ყველაზე „გრადუსიანი“ ფესტივალი გაიმართა

98
(განახლებულია 19:43 02.11.2019)
ფესტივალზე, რომელიც პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იყო ორგანიზებული, ტურისტებს და თელაველებს ჭაჭითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თელავმა უმასპინძლა ჭაჭის ფესტივალს, რომლის სტუმრებმა მის გამოხდის პროცესში მიიღეს მონაწილეობა და ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძები დააგემოვნეს.

ერეკლე მეორის სასახლის მოედანზე გაცოცხლდა კახური ბაზარი თავისი მრავალფეროვნებით - იყო წარმოდგენილი მრავალფეროვანი საქონელი და ხალხური რეწვის ნაწარმი. სტუმრებს უჩვენეს, როგორ იქცევა დაწურვის შემდეგ დარჩენილი ყურძნის მასა დუღილისა და გამოხდის შემდეგ ჭაჭად და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ უამბეს.

Фестиваль Чача в Телави
ჭაჭის ფესტივალი თელავში

ხალხური მუსიკის შემსრულებლების ტრადიციულმა მრავალხმიანობამ კი ფესტივალს კოლორიტი შესძინა.

თავისი პროდუქცია წარმოადგინეს მსხვილმა კომპანიებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც ჭაჭას სახლის პირობებში ხდიან.

ფესტივალი გაიმართა საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტო „საქპატენტის“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

ეს იყო სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გამართული კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას.

98
თემები:
საქართველო და კულტურა (858)
გელათის მონასტერი

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად გამოსწორდება

77
(განახლებულია 20:28 11.07.2020)
სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის რეაბილიტაციის დროს დაშვებულ ხარვეზებს შემსრულებელი – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ გამოასწორებს

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, სრულად იქნება გამოსწორებული, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Фреска апсиды Гелатского монастыря
გელათის მონასტერი

სააგენტოს ცნობით, ხარვეზები, რომლებიც 2020 წლის მარტში დაფიქსირდა, შემსრულებლის – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად გამოსწორდება.

„გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფექტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Реставрация Гелатского монастыря
გელათის მონასტერი

სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საბურველის ნაწილის პრობლემის გადაჭრის პროცესი ფინანსური კუთხითაც კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსთან ერთად საგრანტო პროგრამების ფარგლებში პროექტს აფინანსებდა აშშ-ს საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

Реставрация Гелатского монастыря
https://www.facebook.com/mrdi.gov.ge
გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი ქუთაისიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრშია, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (1994).

მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. მონასტერში იმავე 1106 წლიდან ფუნქციონირებდა გელათის აკადემია. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ.

 

77
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ნიკ უესტი და ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკი „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს

87
(განახლებულია 20:43 10.07.2020)
„ისთერნ ფრომოუშენის“ დამფუძნებლის კახა კანდელაკის შვილი, რომელიც აშშ-ში შოუბიზნესის სფეროში მუშაობს და ნიკ უესტისა და მეისი გრეის ტურმენეჯერია, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების „გრემის“ მესვეურებმა ნიკოლოზ კანდელაკი აკადემიის წევრად აირჩიეს.

„მომივიდა მოწვევა გრემიდან და შემატყობინეს, რომ გავხდი გრემის წევრი. ნამდვილად დიდი პატივია! დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და მეუღლეს, ვინც რეკომენდაცია გამიწია”, – დაწერა ნიკოლოზ კანდელაკმა.

როგორც ცნობილია, 2017 წელს ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი, კომპოზიტორი და ფანკის ბას-გიტარისტი ნიკ უესტი ცოლად გაჰყვა ქართველ გიტარისტს ნიკოლოზ კანდელაკს.

87
თემები:
სელებრითების ცხოვრება
პეპელა

სტაბილური და ხელსაყრელი დრო 13–19 ივლისის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო

0
(განახლებულია 18:38 12.07.2020)
ეს კვირა ზოდაქოს უმეტესი ნიშნებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. ეს ის პერიოდია, როცა წინ უნდა გავიხედოთ, დავფიქრდეთ მომავალზე და წარსული უკან მოვიტოვოთ

ეს კვირა ხელსაყრელი იქნება იმ თვალსაზრსითაც, რომ მერკურიმ რეტროგრადული სვლა შეწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება ადამიანების შრომისუნარიანობა და ფინანსური ნაკადები.

ვერძი

ვერძებისთვის ძალზე იღბლიანი პერიოდია ახლობლებთან ურთიერთობების მოგვარების კუთხით. პოზიტიური განწყობა და კომპრომისების მოძებნა საუკეთესო ხერხები იქნება ამისთვის. ნუ ჩაიდებთ გულში წყენას და მით უფრო გაგიღიმებთ იღბალი.

დიდი წარმატებები გელოდებათ ფინანსურ და სამუშაო სფეროებში. შეგიძლიათ ძვირადღირებული ნივთების შეძენა. სამუშაოზე ყველაზე მეტად გაუმართლებს შემოქმედებითი პროფესიების ვერძებს და მათ, ვინც ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღბისკენ ისწრაფვის.

კურო

ორშაბათს რთული დრო გელოდებათ, მოსალოდნელია მთელი კვირის გეგმების ჩაშლა, მაგრამ მთავარია, სულიერად არ დაეცეთ და მედგრად დაუხვდეთ უსიამოვნებებსა და გაუგებრობებს. გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი სირთულეებია.

სჯობს, ამ კვირაში არ მოდუნდეთ. წარმატება ყველაზე თავდაჯერებულ და უდრეკ კუროებს ელოდება. არ დაივიწყოთ სასიყვარულო საქმეები – თუ ყველაფერს სწორად დაგეგმავთ, ორი კურდღლის გამოდევნებაც შეიძლება.

ტყუპი

ტყუპებისთვის დგება პერიოდი, როდესაც ყურადღება მთლიანად სამუშაოსა და ფინანსურ სფეროს უნდა მიაქციოთ. შესანიშნავი დროა ახალი სამუშაოს მოძებნის, ახალი ბიზნესის დაწყებისთვის. კარგი იქნება, თუ განაახლებთ გარდერობს, შეიცვლით თმის ვარცხნილობას.. სტილის განახლება ენერგეტიკის განახლებას ნიშნავს.

კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 15, 17 და 18 ივლისი. ამ დღეებში მთლიანად სამუშაოზე გადაიტანეთ ყურადღება და წვრილმანებზე არ მოცდეთ. უქმეებზე საყვარელ ადამიანებთან ერთად დაისვენეთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები მიზანსწრაფული ადამიანები ხართ, რომლებიც უკან ძალიან იშვიათად თუ იხევთ, მაგრამ, ამავე დროს, არ განეკუთვნებით ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ხასიათის მქონე ნიშნების რიცხვს. ამ კვირაში სწორედ ამ სტატუსთან მიახლოება შეგიძლიათ – დადგა დრო, რომ თვალებში ჩახედოთ თქვენს შიშებს და სიტუაცია ხელში აიღოთ.

იდეალური დროა მავნე ჩვევებთან ბრძოლისთვის, გარემოს, სამუშაოს გამოცვლისთვის. შეგიძლიათ ცხოვრება კარდინალურად შეცვალოთ. დიდია ალბათობა იმისა, რომ მარტოხელა კირჩხიბები ცხოვრების მეგზურს შეხვდეთ.

ლომი

ეს კვირა ლომებისთვის მაქსიმალურად პროდუქტიული და მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ამისთვის თავდაჯერებულობა და ნებისყოფა დაგჭირდებათ. არაკეთილმოსურნეები, შესაძლოა, თქვენში ეჭვების შეტანას და თქვენს სულიერად გატეხას შეეცადონ, მაგრამ ამას მედგრად უნდა დაუხვდეთ და მათ გამოხტომებს არ აჰყვეთ.

სასიყვარულო სფეროში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პატივისცემას. იმედგაცრუება რომ აირიდოთ თავიდან, ილუზიებზე უარი უნდა თქვათ, ადამიანები მიიღოთ ისეთებად, როგორიც ისინი არიან. ასტროლოგები გირჩევენ, მოთოკოთ უარყოფითი ემოციები, მაგრამ, ამავდროულად, გულწრფელი იყოთ.

ქალწული

ქალწულები სიყალბეს უნდა ებრძოლოთ. არ შეიძლება, რომ სხვისი როლი მოირგოთ – იყავით ის, ვინც ხართ, წამოაყენეთ საკუთარი იდეები და არ შეუშინდეთ გზაზე შემხვედრ კრიტიკასა და ნეგატივს. გუნდურ მუშაობაში ლიდერის უნარები დაგჭირდებათ. ახლობლებთან ურთიერთობებში მეტი სიკეთე და დიდსულოვნება გამოამჟღავნეთ.

ეს კვირა თქვენთვის რთული, მაგრამ ძალზე პროდუქტიული პერიოდი უნდა იყოს, რის შემდეგაც შეძლებთ ახალი ცხოვრებაში ნაბიჯის გადადგმას, ახალ სულიერ მდგომარეობაში გადასვლას. უბრალოდ, საჭიროა ზედმეტი სიამაყისგან გათავისუფლება და თავდაჯერებულობის მომატება.

სასწორი

დგება თვითრეალიზაციისთვის შესანიშნავი კვირა. ძალზე იღბლიანი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მუშაობასა და გარეგნობაში ინდივიდუალური შტრიხების შეტანისთვის. შეიძლება ახალი ტანსაცმლის ყიდვა, ახალი იმიჯის მორგება.

კარგი იქნება ხელმძღვანელობასთან დალაპარაკება კარიერული წინსვლის ან ხელფასის გაზრდის თაობაზე. ასტროლოგები გირჩევენ, გათავისუფლდეთ კომპლექსებისა და შიშებისგან, რადგან ისინი განვითარებას ამუხრუჭებენ. კვირის ყველაზე საშიში დღეებია 17 და 18 ივლისი, ამ დღეებში სიფრთხილე გმართებთ.

მორიელი

კვირის პირველი დღე საკმაოდ საშიში იქნება. ექსპერტები გირჩევენ, ებრძოლოთ ამპარტავნებას, სიამაყეს, ქედმაღლობას. თუ ასე არ მოიქცევით, ეს თვისებები თქვენი პრობლემების მიზეზი გახდება. ნუ ეცდებით, სხვა ადამიანებზე ძალაუფლება მოიპოვოთ. სიფრთხილე გმართებთ იმ კუთხით, რომ თქვენ ირგვლივ ტოქსიკური ადამიანები შეიძლება შეიკრიბონ.

ამ კვირაში საკუთარ თავს უნდა მიხედოთ, კერძოდ, დაფიქრდეთ თქვენს აზრებზე, რადგან შუა კვირაში ღრმა განცდები შეიძლება გეწვიოთ. ნებისმიერ შიშსა და გაუგებრობას ოპერატიულად უნდა შეებრძოლოთ. ასეთ მომენტებში ყურადღებას ნუ მიაქცევთ გარშემომყოფების კრიტიკას.

მშვილდოსანი

თქვენთვის დგება დრო, როდესაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. გამოიყენეთ მთელი თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება და ასევე ინტუიციის ძალა. ასევე კარგი იქნება, თუ გარშემომყოფების მოსაზრებებსაც გაითვალისწინებთ, მაგრამ არ მიიღებთ ამ მოსაზრებებს, როგორც აქსიომას.

სიყვარულში დიდი წარმატებები გელოდებათ, განსაკუთრებით მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებთ. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, მათ უნდა იზრუნოთ საყვარელ ადამიანზე, ოჯახზე, ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება სახლში მუშაობას.

თხის რქა

თხის რქებისთვის პირველ ადგილზე იქნება ფული და სამუშაო. პოზიტიური განწყობით თამამად შეგიძლიათ გაემგზავროთ საყიდლებზე, შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, გააფორმოთ გარიგებები, კრედიტები. დიდი ალბათობით, გაჩნდება ახალი მიზნები და მისწრაფებები.

ასევე გელოდებათ წარმატებები სიყვარულში. ვარსკვლავები და პლანეტები თქვენ გვედით იქნებიან – ამაღლდება თვითშეფასება, გაჩნდება ახალი სურვილები, ენთუზიაზმი, რაც სასიყვარულო თავგადასავლებისთვის ძალზე სასარგებლოა.

მერწყული

კვირის დასაწყისში ყურადღება ოჯახზე და სახლის საქმეებზე გადაიტანეთ. დაალაგეთ სახლი, გადააადგილეთ ავეჯი, მოუსმინეთ ახლობლების სურვილებს. ვინც სიყვარულს ეძებს, მათ მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას. იდეალური დროა ახალი ნაცნობობისთვის.

ფინანსურ სფეროში უნდა ებრძოლოთ ნეგატიურ ჩვევებს, შეცვალოთ აზროვნება. ამ შემთხვევაში თქვენი შემოსავლები მოიმატებს. ამ კვირაში მთავარია, გიყვარდეთ საკუთარი ცხოვრება და ყველაფერი, რაც თქვენ თავს ხდება. უნდა იაროთ წინ. საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ.

თევზები

ამ კვირაში თევზებს საშიში დღეები არ გელოდებათ, თუმცა, ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ჯერ არ არის საკმაოდ ძლიერი იმისთვის, რომ მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. საჭიროა, რომ ყველაფერი საკუთარ ხელში აიღოთ და პასუხისმგებლობა სხვებს არ გადააბაროთ.

საკუთარ თავში შეებრძოლეთ ჭირვეულობას, კაპრიზებს. ეს განწყობის ხშირი ცვლილებებისგან გიხსნით. მიიღეთ სამყარო და ადამიანები ისეთად, როგორიც ისინი არიან. ასეთი დამოკიდებულება წარმატებებს მოგიტანთ სიყვარულში.

0