ქართული ანიმაციური ფილმი

თბილისში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება

71
(განახლებულია 10:41 02.11.2019)
ფესტივალის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ყველა სეანსზე დასწრება უფასო გახადონ

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში შაბათს, 2 ნოემბერს იხსნება ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი TIAF - ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში მთელი მსოფლიოდან ანიმაციის სიახლეებს აჩვენებენ.

ღონისძიება 18:00 საათზე გაიხსნება ცნობილი ქართული მულტფილმების ორიგინალური ესკიზებისა და თოჯინების გამოფენით.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ ფესტივალის ორგანიზატორ კომპანია „ანიმალაბში“ უამბეს, თბილისი ანიმაციის ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს, მაგრამ წელს კონკურსის ფორმატში ცვლილებები შევიდა. მონაწილეებმა თავიანთი ნამუშევრები გამოგზავნეს, უშუალოდ თბილისში ისინი არ ჩამოსულან.

სულ TIAF 2019-ში მონაწილეობს საკონკურსო სექციებად განაწილებული 65 ანიმაციური ფილმი.

ფესტივალის მიზანია - ფართო აუდიტორიისთვის ანიმაციის სამყაროს სიახლეების, ვიდეო- და აუდიოხელოვნებაში ტექნიკური პროგრესის გაცნობა.

რაც შეეხება ფესტივალის მთავარ მიზნობრივ აუდიტორიას, ეს არის ახალგაზრდობა და მოზარდები, ამიტომ ღონისძიების პროგრამაში შევიდა საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები. TIAF-ის ფარგლებში დაგეგმილია თემატური მასტერ-კლასები, კინოჩვენებები, ფილმების ავტორებთან შეხვედრები და გამოფენები.

ავსტრალია ქართულ ანიმაციას გაეცნობა: საერთაშორისო ფესტივალი მელბურნში >>

მთავარი პრიზი იქნება სტატუეტი დევის სახით - ზებუნებრივი არსება ქართული მითოლოგიიდან. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზატორებმა ყველა სეანსზე დასწრება თავისუფალი გახადეს.

71
თემები:
ქართული კინო (89)
ნიკ უესტი და ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკი „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს

67
(განახლებულია 20:43 10.07.2020)
„ისთერნ ფრომოუშენის“ დამფუძნებლის კახა კანდელაკის შვილი, რომელიც აშშ-ში შოუბიზნესის სფეროში მუშაობს და ნიკ უესტისა და მეისი გრეის ტურმენეჯერია, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების „გრემის“ მესვეურებმა ნიკოლოზ კანდელაკი აკადემიის წევრად აირჩიეს.

„მომივიდა მოწვევა გრემიდან და შემატყობინეს, რომ გავხდი გრემის წევრი. ნამდვილად დიდი პატივია! დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და მეუღლეს, ვინც რეკომენდაცია გამიწია”, – დაწერა ნიკოლოზ კანდელაკმა.

როგორც ცნობილია, 2017 წელს ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი, კომპოზიტორი და ფანკის ბას-გიტარისტი ნიკ უესტი ცოლად გაჰყვა ქართველ გიტარისტს ნიკოლოზ კანდელაკს.

67
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთში საოპერო ფესტივალს გახსნის

82
(განახლებულია 20:59 09.07.2020)
ფესტივალში, რომელიც ივლისში იხსნება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ბერძენი და უცხოეული გამოჩენილი მუსიკოსები მონაწილეობენ.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი 18 ივლისს საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება ათენის ცენტრში, რომაული აგორას ტერიტორიაზე გაიმართება. ქართველი მომღერალი შეასრულებს არიებს კამილ სენ–სანსის, ჯუზეპე ვერდისა და ჯაკომო მეიერბერის ოპერებიდან.

ფესტივალი სახელწოდებით All of Greece, One Culture 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია, რომ 70 სხვადასხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობის სივრცეში 111 წარმოდგენა გაიმართება.

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით. საქართველოში ანიტა რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილმა ჩიკაგოელი მსმენელი აღაფრთოვანა>>

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა. მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი".

სენ-სანსის ოპერაში „სამსონი და დალილა" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

82
თემები:
საქართველო და კულტურა
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 11 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:46 09.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

11 ივლისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ესაა გულწრფელობის, სულიერი გარდასახვის, ეჭვების გადალახვის დღე. შესაძლებელია შინაგანი გარდასახვა. სასურველია თანამოაზრეების გვერდში ყოლა.

ამ დღეს ადამიანები კომუნიკაბელური და გულგახსნილი არიან. ნაყოფიერი მუშაობის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ახალი ნაცნობობა, ახალი საქმეების დაწყება, ლიდერის თვისებების გამოვლენა.

არასასურველია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამოჩენა, ვინმეზე ან რამე ვითარებაზე აყოლა, პასიურობა.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის ნიშნის დროს სჯობს, თავი შეიკავოთ თმის შეჭრის ან შეღებვისგან. ნებისმიერ ქიმიურ პრეპარატს ამ დღეს უარყოფითი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს იმუნიტეტზე.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

სახის ნიღბების სახით გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური საშუალებები.

  • მებაღეობა: ამ დღეს სასურველია ბაღში მცენარის მიწისზედა ნაწილებთან მუშაობა, რადგან ქვედა ნაწილზე იზრდება ზეწოლა, მცენარის წვენი ფესვებისკენ მიდის. მცენარეები ამ დროს ისვენებენ და ცუდად იზრდებიან.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

0