დედაქალაქის ყველაზე მოდური მოვლენა Mercedes-Benz Fashion Week იწყება

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიMercedes-Benz Fashion Week
Mercedes-Benz Fashion Week  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდის კვირეული საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება: კოლექციების ჩვენებები, მოდელების დეფილეები, მოდელიერების სიახლეები და სხვა ღონისძიებები

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 30 ოქტომბერს იხსნება ერთ-ერთი ყველაზე მოდური მოვლენა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, რომელიც ქართველ და უცხოელ დიზაინერებს გააერთიანებს.

პირველ დღეს, 30 ოქტომბერს მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, ფილმების ჩვენებები და კონფერენციები. კინოთეატრ „ამირანში" ნაჩვენები იქნება ლიეტუველი რეჟისორის ტომას აუკსასის ორი დოკუმენტური ფილმი.

31 ოქტომბრიდან თბილისი გადაიქცევა მთელი რეგიონიდან ჩამოსული მოდის მოყვარულთა ცენტრად. სეზონის გახსნაზე თავიანთ კოლექციებს წარმოადგენენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Le Mocassin Zippe, Tatuna, Goladamian, Liya, Avtandili და Aka Prodiashvili.

 Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - Sputnik საქართველო
რას გვთავაზობს მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi — პროგრამა

მესამე დღეს, 1 ნოემბერს მაყურებელი ნახავს შემდეგი დიზაინერების დეფილეს: Pitti Tutoring & Consulting, Situatiоnist, Materiel, Aka Nanita, Salakaia, Lako Bukia და Tamra X Tamraskateboards.

შაბათს, 2 ნოემბერს ჩვენებების სერიას გახსნის George Keburia, შემდეგ გააგრძელებენ Babukhadia, Lado Bokuchava, Dalood, Mach & Mach, Ingorokva და David's Road. 3 ნოემბერს გაიმართება დიზაინერების – Anouki, Lalo, Janashia, Tamara Kopaliani, Aleksander Akhakatsishvili, Bicholla და Datuna ჩვენებები.

მოდის კვირეულს 4 ნოემბერს დაასრულებს შემდეგი მოდელიერების ჩვენებები: Levau Shvelidze, Blikvanger, Tako Mekvabidze, Nemsen და Bessarion. მოდის კვირეულის ჩვენებების დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

ტრადიციულად, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ეწვევა ათეულობით უცხოელი სტუმარი. მათ შორის იქნებიან მოდის კრიტიკოსები, ცნობილი მოდური გამოცემების ჟურნალისტები და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

Mercedes-Benz Fashion Week — ეს არის საერთაშორისო მოდის კვირეულების სერია, რომელიც კომპანია Mercedes-Benz-ის მიერ არის ორგანიზებული. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, მათ შორის არის რუსეთი, გერმანია, აშშ, თურქეთი, ავსტრალია და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0