რისთვის გადაუხადა მადლობა კიანუ რივზმა ქართველ ფოტოგრაფს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკიანუ რივზი
კიანუ რივზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა  მსახიობმა ქართველ ფოტოგრაფს  მისთვის  გადაღებული პორტრეტებისთვის სოციალურ ქსელში  მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა კანადელმა მსახიობმა კიანუ რივზმა საკუთარ  Facebook-გვერდზე ქართველი ფოტოგრაფის ზაქარია ჭელიძეს მიერ  გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის ცნობით,  ფოტოები 2018 წლის ივლისში, ნიუ-იორკში ამერიკული ბოევიკის John Wick 3-ის პრემიერის დღეს არის გადაღებული.

მსახიობმა ქართველ ფოტოგრაფს მისთვის გადაღებული პორტრეტებისთვის სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა.

34 წლის ფოტოგრაფის ზაქარია ჭელიძის ფოტოობიექტივში არაერთი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებიც არიან: ანტონიო ბანდერასი, კიანუ რივზი, ედვარდ ნორტონი, უილიამ დეფო და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0