გერმანიაში პასტერნაკის შესახებ ქართველი რეჟისორის ფილმის პრემიერა გაიმართება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიანა ახმატოვა და ბორის პასტერნაკი
ანა ახმატოვა და ბორის პასტერნაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი მოგვითხრობს ბორის პასტერნაკის გახმაურებული რომანის „დოქტორ ჟივაგოს“ შექმნის ისტორიის შესახებ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორისა და მსახიობის, ნინო კირთაძის ახალი ფილმის „გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე“ (I invite you to my execution) მსოფლიო პრემიერა გერმანიაში, ლაიფციგის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე შედგება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზე.

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
გრან-პრი! ქართული ფილმი „შინდისი“ ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ფილმი მოგვითხრობს ბორის პასტერნაკის გახმაურებული ნაწარმოების, შედევრის „დოქტორ ჟივაგოს“ შექმნის ისტორიის შესახებ, რომელმაც რუს პოეტსა და მწერალს მოუტანა დიდება და ლიტერატურაში ნობელის პრემია, ხოლო საბჭოურ პრესაში მისი ძლიერი დევნა გამოიწვია.

„საარქივო მასალების, ინტერვიუების და პასტერნაკის ორიგინალური ჩანაწერების გამოყენებით კირთაძემ ფილმში აღადგინა „ცივი ომის“ პერიოდის დრამატული ისტორია, როდესაც ლიტერატურას სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი შეიძლება ყოფილიყო, ხოლო მისი გამოქვეყნებით სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა“, - ნათქვამია ფესტივალის ვებგვერდზე.

საკონკურსო პროგრამის გარდა, ნინო კირთაძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში „რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ფილმს?“. მისი მონაწილეები იმსჯელებენ იმაზე, თუ რომელმა ქვეყანამ უნდა წარმოადგინოს ფილმი კოპროდუქციის შემთხვევაში.

ნინო კირთაძე

ყოფილი ჟურნალისტი ნინო კირთაძე 1997 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში. ნინოს სარეჟისორო დებიუტი საფრანგეთში შედგა.

დღეს იგი ევროპაში აღიარებული რეჟისორია – ხუთჯერ არის დაჯილდოვებული ფრანგული არტჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ, ოთხჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში, არის გერმანიის „ოქროს გრიმეს" მფლობელი. ნინოს არაერთი პრიზი აქვს მიღებული პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სანდენსის კინოფესტივალზე და ევროპული კინოაკადემიის „ოსკარი".

© photo: Nino Kirtadze / FBქართველი რეჟისორი და მსახიობი, ნინო კირთაძე
გერმანიაში პასტერნაკის შესახებ ქართველი რეჟისორის ფილმის პრემიერა გაიმართება - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორი და მსახიობი, ნინო კირთაძე

ნინო კირთაძე ავტორია ფილმების: „ჩეჩნური იავნანა", „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე", „მილსადენის მეზობლები", „დურაკოვო: სულელების სოფელი", „არ ისუნთქო", „გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე“ და ა.შ.

2019 წლიდან ნინო კირთაძე კინოს მხარდაჭერის ევროპულ ფონდ „ევრიმაჟში"(Eurimages) საქართველოს წარმოადგენს.

ფესტივალის შესახებ

საერთაშორისო დოკუმენტური და ანიმაციური კინოფესტივალი ლაიფციგში 1955 წლიდან ყოველწლიურად ოქტომბერი-ნოემბრის თვეში ტარდება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს 6 სექციას: დოკუმენტური და ანიმაციური კინოს საერთაშორისო კონკურსი, გერმანული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ახალგაზრდა დოკუმენტალისტების ფილმების ჩვენება, საინფორმაციო და სპეციალური პროგრამები, რეტროსპექტივები და კინობაზარი.

უტა ბერიას „უარყოფით რიცხვებს" საფრანგეთსა და იტალიაში უჩვენებენ >>

ფორუმის პრიზებია - „ოქროს მტრედი“ და „ვერცხლის მტრედი“ დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებისთვის, ასევე ეგონ ერვინ კიშის სპეციალური ჯილდო, კინოკრიტიკოსთა პრიზი „ფიპრესი“, World Peace Council-ის (WPC) ჯილდო და ქალაქ ლაიფციგის პრიზი.

ფესტივალის ჟიურის წევრები სხვადასხვა წლებში იყვნენ კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები: ნაუმ კლეიმანი, სერგეი ბუკოვსკი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0