თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი Gift იწყება

© Sputnik / Alexander Imedashvili მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი
 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ფესტივალზე თავის ხელოვნებას ექვსი ქვეყნის თეატრალური დასი აჩვენებს

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" (GIFT), რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის დასები შეიკრიბნენ, შაბათს იწყება და 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

თბილისის ფესტივალის საპატიო სტუმარი – სერიალის „სექსი დიდ ქალაქში" ოპერატორი >>

წელს ფესტივალზე თავის შემოქმედებას აჩვენებენ თეატრალური დასები საქართველოდან, უკრაინიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და აშშ-დან. მასშტაბურ ღონისძიებას გახსნის თანამედროვე ფრანგული ცეკვის ერთ-ერთი ლიდერის, ქორეოგრაფ მაგი მარენის სპექტაკლი MAY B („შეიძლება"). მისი ნახვა შეიძლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე, 19 და 20 ოქტომბერს.

ფესტივალის „ქვეყანა ფოკუსში“ ესპანეთი იქნება. ამ სექციის ფარგლებში ფესტივალზე 22 ოქტომბერს გაიმართება საჯარო საუბარი ესპანელ თეატრის რეჟისორ დარიო ფაკალთან.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში „ეს ბერნარდა ალბას სახლი არ არის“ , რომელიც ფედერიკო გარსია ლორკას ცნობილი პიესის მოტივებზე იტალიელმა რეჟისორმა კარლოტა ფერერმა დადგა, Netflix-ის ტელესერიალის „ქაღალდის სახლის“ მსახიობ ჰაიმე ლორენტეს უნდა ეთამაშა. თუმცა, მსახიობმა უცნობი მიზეზების გამო საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო. მის ნაცვლად ადელას როლს შეასრულებს ესპანელი მსახიობი კარლოს დელ ოლმო პიერა (Carlos del Olmo Piera).

ჰელოუინი ნოვოსიბირსკში - Sputnik საქართველო
„მოდი, თუ გაბედავ“ - თბილისში პირველად ჰელოუინის ფესტივალი გაიმართება

სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ მადრიდის Teatros del Canal დასის და მისი ექსპერიმენტული ლაბორატორიის Meine Seele SL მსახიობები. სპექტაკლს მაყურებელი იხილავს რუსთაველის თეატრის სცენაზე 23 ოქტომბერს.

საინტერესო ღონისძიება ჩატარდება ახალგაზრდა თეატრმცოდნეებისთვის 27 ოქტომბერს – ფესტივალზე დაგეგმილია ქართველი ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ ლევან ხეთაგურის მასტერ-კლასი. აუდიტორია გაიგებს, როგორც წარმოაჩინოს თავი, საკუთარი სიტყვა და აზრი პროფესიულ ასპარეზზე, ასევე როგორ შექმნას თეატრალური მკვლევარისგან კულტურის სფეროს დიდი ავტორიტეტისა და საიმედო რეპუტაციის მქონე ანალიტიკოსი.

„საჩუქარის“ მორიგ სეზონს 16 ნოემბერს დაასრულებს სპექტაკლი „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“. დადგმის ქორეოგრაფი ცნობილი ამერიკელი მოცეკვავე კაროლინ კარლსონია. კაროლინის მოცეკვავეთა დასმა დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ევროპულ ცეკვაზე, ისევე, როგორც თავად კარლსონმა. ამერიკელმა მოცეკვავემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ცეკვის განვითარებაში საფრანგეთსა და იტალიაში ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში.

რას უმზადებს ფესტივალი Gift თეატრის მოყვარულებს – პროგრამა >>

„საჩუქარი“ – ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებმა (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი) დააარსეს. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

„საჩუქარი“ თეატრის მოყვარულთ ყოველ წელს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს საუკეთესო დასების თეატრალურ შემოქმედებას აცნობს. მათ შორისაა მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეატრი და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0