კახეთში ჭაჭის ფესტივალი გაიმართება

© FB / Investigation Service of Ministry of Finance of Georgiaუაქციზო ჭაჭა
უაქციზო ჭაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესასწაულზე იქნება ბევრი ჭაჭა, გემრიელი საკვები, თეატრალური წარმოდგენები და მუსიკა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ჭაჭის ფესტივალი თელავში 2 ნოემბერს გაიმართება, სადაც შესაძლებელი იქნება ჭაჭის გამოხდის პროცესის ნახვა, ეროვნული სამზარეულოს დაგემოვნება და ქართული მრავალხმიანობის მოსმენა.

ღონისძიება სამთავრობო პროექტის Check in Georgia ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზებას ემსახურება.

© Sputnik / STRINGER„თელავინო 2019"
კახეთში ჭაჭის ფესტივალი გაიმართება - Sputnik საქართველო
„თელავინო 2019"

დღესასწაული ერეკლე მეორის მოედანზე ჩატარდება. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება როგორც მსხვილი კომპანიების, ისე ადგილობრივი მწარმოებლების ჭაჭის დაგემოვნება.

ჭაჭის ფესტივალის განუყოფელი ნაწილია ჭაჭის გამოხდა, ე.წ. ზაოდობა (ზაოტობა) – დღესასწაული, რომელიც რთვლის დასრულებას ეძღვნება. ფესტივალის ფინალში ჟიური შეაჯამებს ხმებს და ამ სასმელის საუკეთესო მწარმოებელს გამოავლენს. ამას გარდა, ჟიურის წევრები ჩაატარებენ ვორქშოპებს არყის გამოხდაზე, ისაუბრებენ სასმელის ისტორიასა და მის სასარგებლო თვისებებზე.

ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
„თელავინო-2019“ შემოდგომის ღვინის ფესტივალების ტოპ-ხუთეულში მოხვდა

ჭაჭის გამოხდის პროცესთან ერთად დაგეგმილია კახური კერძების დამზადების მასტერ-კლასების გამართვა. საღამოს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე გაუძღვება.

ფესტივალის პროგრამაში ასევე შედის თეატრალური წარმოდგენები, რომლებიც გააცოცხლებენ შუა საუკუნეების კახელების ტრადიციებსა და რიტუალებს.

„უკანასკნელ წლებში საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებს ძალიან აინტერესებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქართველი ხალხის ყოფითი საკითხები, ტრადიცია, ზნე-ჩვეულებები და რიტუალები. ამ მხრივ ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანია კახეთის მხარე და ფესტივალის ჩატარებით გაცოცხლდება კახეთში შუა საუკუნეებში არსებული ეთნოგრაფია, ყოფა-ცხოვრება და ჩვეულებები", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

დღესასწაულის სტუმრების წინაშე გაცოცხლდება კახური ბაზარი თავისი მრავალფეროვანი სურსათ-სანოვაგითა და ხალხური რეწვის ნიმუშებით. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მაკა ზამბახიძე, ბენდი Non Stop და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.

კახეთში რეკორდული რაოდენობის ყურძენი დაკრიფეს>>

ფესტივალი გაიმართება საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტის", სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0