მირი იუსიფი მეუღლესთან ერთად

ცნობილმა აზერბაიჯანელმა მომღერალმა რომანტიკული კლიპი ბორჯომში გადაიღო

162
(განახლებულია 17:14 17.10.2019)
კადრებში ბორჯომის ლამაზი ბუნება და ღირსშესანიშნაობები მოჩანს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილმა მომღერალმა, აზერბაიჯანის დამსახურებულმა არტისტმა მირი იუსიფმა თავისი რომანტიკული ვიდეოკლიპი საქართველოში გადაიღო. მუსიკოსმა ამისთვის ბორჯომი შეარჩია, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

კომპოზიციას ეწოდება Sənə qurban („შენი მსხვერპლი ვიქნები") და მომღერლის მეუღლეს ნარგიზ მირბაბაევას ეძღვნება, რომელიც კლიპში მონაწილეობს. წყვილმა ასე აღნიშნა თანაცხოვრების 11 წელიწადი. მომღერლის ოჯახში სამი შვილი იზრდება – ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Bacardığınız qədər vaxtınızı ailənizlə keçirdin... Çünki, heç kim bilmir bizi nələr gözləyir sabah.

Публикация от Miri Yusif (@miriyusif)

გადაღებებზე ქართველი პროფესიონალების მთელი გუნდი მუშაობდა – რეჟისორ-ოპერატორი გიორგი მიქელაძე, ოპერატორები ბექა სოლოშვილი და ნიკა კახეთელიძე (დრონიდან გადაღება), ასევე გრიმის მხატვარი ნინო ელიოსიძე.

ვიდეოკლიპის კადრებში მოჩანს ბორჯომის პარკი, საბაგირო გზა, ასევე ეფექტურად არის ნაჩვენები საქართველოს არქიტექტურა და ბუნება.

მირ იუსიფ მირ ჰეიდარ ოღლი მირბაბაევი აზერბაიჯანელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც ასრულებს მუსიკას ეთნოს, რეგის, როკის, შანსონის, R&B და ჯაზის სტილში. ამჟამად მომღერალს გამოშვებული აქვს 10 ალბომი და გამართული აქვს ათობით სოლო კონცერტი.

162
თემები:
საქართველო და კულტურა (826)
საიათნოვას ხსოვნის დღე

თბილისში აშუღ საიათნოვას გაიხსენებენ

21
(განახლებულია 12:38 28.05.2020)
საიათნოვა სასიყვარულო ლირიკის ოსტატი იყო. ამასთან, მისი ბედის შესახებ თანამედროვეთათვის ბევრი რამ ცნობილი არ არის.

 

თბილისი, 28 მაისი — Sputnik.  საქართველოს დედაქალაქში ცნობილი თბილისელი პოეტის – აშუღ საიათნოვას ხსოვნას პატივს კვირას, 31 მაისს მიაგებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ფესტივალი „ვარდატონი“ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, საიათნოვასადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიება მაინც გაიმართება. კერძოდ, სურბ გევორგის  სომხურ ეკელსიაში ჩატარდება ლოცვა-პარაკლისი. გარდა ამისა, დიდი აშუღის საფლავს ყვავილებით შეამკობენ.  ღონისძიების ორგანიზატორია „ქართველ სომეხთა კავშირი“. 

ფესტივალი-დღესასწაული „ვარდატონი“ (სომხურიდან ითარგმნება როგორც ვარდების დღესასწაული) 1914 წლის 15 მაისს, საიათნოვას ძეგლის გახსნის დღეს დაარსდა. იმავე წელს მოვლენის აღსანიშნავად შედგა მსვლელობა და მონუმენტის გახსნის საზეიმო ცერემონია. საზოგადოების წარმომადგენლები ქუჩებში წითელი ვარდებით გამოვიდნენ - „პოეტისადმი სიყვარულის ნიშნად“.

ვინ იყო საიათნოვა?

საიათნოვა (1712–1795) სასიყვარულო ლირიკის ოსტატი იყო. ამასთან, მისი ბედის შესახებ თანამედროვეთათვის ბევრი რამ ცნობილი არ არის.

საკულტო პოეტის ცხოვრება და შემოქმედება ცხარე დისკუსიის თემას წარმოადგენს ლიტერატურულ წრეებსა და ენათმცოდნეებს, ისტორიკოსებსა და ფილოსოფოსებს შორის. მისი ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება და დეტალი ამ დრომდე ბოლომდე ცნობილი და შესწავლილი არაა. გარკვეულწილად, ამაში „ბრალი“ თავად პოეტს მიუძღვის. 

სარწმუნო ცნობები არცთუ ბევრია შემორჩენილი – ესაა შემთხვევითი ფაქტები პოეტის სიმღერებიდან, კრებულებიდან ხელნაწერები – მისი და მისი ვაჟის ოგანის მიერ შესრულებული, საიათნოვას მიერ გადაწერილი, წერილობითი ქართული წყაროები, თანამედროვეთა მოგონებები, რომლებიც პოეტს პირადად იცნობდნენ.

პოეტი რამდენიმე ენაზე წერდა ლექსებს – ლიტერატორები ამბობენ, რომ სომხურ ენაზე მისი 68 ნაწარმოებია შემორჩენილი, ქართულ ენაზე 34 და აზერბაიჯანულ ენაზე 115. ბევრი მათგანი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა და სანკტ–პეტერბურგში აზიურ  მუზეუმში ინახება.

21
თემები:
საქართველო და კულტურა (826)
Неделя моды Mercedes Benz Fashion Week Tbilisi

დავეხმაროთ ხელოვნებას: საქართველო შეუერთდა კამპანიას Culture is not cancelled

34
(განახლებულია 14:22 28.05.2020)
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელოვნების სფერო, ისევე, როგორც ეკონომიკა და ტურიზმი, ძალიან დაზარალდა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველო შეუერთდა კამპანიას Culture is not cancelled, რომელიც ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას ითვალისწინებ, წერს კულტურის პორტალი at.ge.

Culture is not cancelled – ესაა მოწოდება, რომელიც კულტურის სექტორის სოლიდარობასა და მხარდაჭერას ქადაგებს. სხვადასხვა ორგანიზაციას, დაწესებულებასა და კულტურის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამ ლოზუნგის გამოყენება, რათა COVID-19-ის პანდემიას საკუთარი შემოქმედებით უპასუხონ.

„კარანტინი“ ფიროსმანის გმირებისთვის – მხატვრის ხედვა>>

მაგალითად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ შემოქმედ ადამიანებს წარუდგინონ პლატფორმა მათი ხელოვნების დემონსტრაციისთვის, მათ შორისაა, მაგალითად, ონლაინ–გამოფენები, ფოტოალბომები, ფილმების პრემიერები და სხვ.

საქართველოში ამ კამპანიას შეუერთდნენ Mercedes-Benz Fashion Week TBILISI, LUMEN და IPS. კამპანიის მხარდაჭერის მიზნით Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე და სხვა ადგილებზე შენობები განათდა.

„პანდემიის გამო ერთ-ერთი ჯგუფი, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან – მუსიკოსები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, მხატვრები და ა.შ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქართველი ხელოვანები, რომლებსაც სახელმწიფოსგან კომპენსაციები არ მიუღიათ“, – აღნიშნა Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს კრეატიულმა დირექტორმა და დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ.

უფრო ადრე საქართველოს კულტურის სხვადასხვა სფეროს წრმომადგენლებმა შექმნეს პეტიცია, რომელშიც მთავრობასა და შესაბამის სტრუქტურებს სთხოვენ სათანადო ყურადღება მიაქციონ კრიზისულ ვითარებას, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით შეიქმნა, და დაეხმარონ ხელოვან ადამიანებს. ინიციატივის ავტორებმა წარადგინეს თავიანთი გეგმა და რიგი მოთხოვნები შემოქმედებითი კრიზისის დასაძლევად.

სურვილებს შორისაა: დაუყოვნებლივი ფინანსური დახმარების პაკეტი ხელოვანთათვის, კულტურის სფეროში უშტატოდ მომსახურე ადამიანების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხელოვანების, ახალგაზრდების, უმცირესობების მხარდაჭერა სოციალური შეღავათებით; საშემოსავლო გადასახადებისა და ქონების გადასახადის შეჩერება შემდეგი 12 თვის განმავლობაში, საბანკო კრედიტების გადავადების გაგრძელება კიდევ ექვსი თვით და სხვ.

34
თემები:
საქართველო და კულტურა (826)
საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშები

თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

0
(განახლებულია 15:12 28.05.2020)
აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის 102–ე წლისთავს აღნიშნავს, რომლის შესახებ დეკლარაციასაც 1918 წლის 28 მაისს თბილისში მოეწერა ხელი

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 102–ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა დღეს საღამოს აზერბაიჯანის დროშის ფერებში აენთება.

როგორც პირველი არხი იუწყება, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ (SOCAR Energy Georgia) გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა, აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) წევრებმა და სხვა პირებმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში ეროვნული ლიდერის ბიუსტი მოინახულეს და ის ყვავილებით შეამკეს.

ისინი ასევე ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების, ფატალი ხან ხოსკისა და ჰასან ბეი აგაევის საფლავები.

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანის საელჩოს შენობის წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ დაფაზე აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი წარმოადგინეს. ამას გარდა, დღის განმავლობაში ეკრანზე გავა 15–წუთიანი ვიდეორგოლი ქვეყნის განვითარების ისტორიის შესახებ.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა.

ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში.

დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ თბილისში მოეწერა ხელი.

0