ქართველი მხატვარი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მომღერალმა საკუთარი პორტრეტი სთხოვა

გამოწერა
გარეგნულადაც გამორჩეული მხატვარი ქალბატონი ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო სილამაზეა...

და, მართლაც, სილამაზეს ყველაფერში ეძებს და პოულობს კიდეც. მერე კი საკუთარი ფანტაზიითა და ემოციით გადმოცემული ნახატების თანამოზიარედ სხვებსაც აქცევს...

მაია კუჭავა – მხატვარი და დიზაინერი, ქსოვს გობელენსა და ფარდაგებს, ქმნის სამოსს. ჯგუფურ გამოფენებში ჯერ კიდევ სამხატვრო კოლეჯში და აკადემიაში სწავლის დროიდან იღებს მონაწილეობას, იყო შემოქმედ ქალთა ფესტივალის მონაწილე. თბილისური მოდის ჩვენებებზე მის მიერ შექმნილი კოსტიუმები მოწონებით სარგებლობს...

© courtesy of Maia Kuchavaმაია კუჭავა საკუთარ ნამუშევრებთან
ქართველი მხატვარი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მომღერალმა საკუთარი პორტრეტი სთხოვა - Sputnik საქართველო
მაია კუჭავა საკუთარ ნამუშევრებთან

პერსონალური გამოფენა ჯერ არ ჰქონია, მაგრამ მისი ნახატები სოციალური ქსელების მეშვეობით უცხოელებმაც იხილეს და ისინი ყაზახეთში, ესპანეთსა და აფრიკაში გაიტანეს...

© photo: courtesy of Maia Kuchavaმაია კუჭავა
ქართველი მხატვარი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მომღერალმა საკუთარი პორტრეტი სთხოვა - Sputnik საქართველო
მაია კუჭავა

- მაია, რა იყო მანამდე, სანამ მხატვარი გახდებოდით?

- 1989 წელს დავიბადე აფხაზეთში და ომის მერე ყაზახეთში ვცხოვრობდით. მერე საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. ბავშვობიდანვე სულ რაღაცას ვქმნიდი – ვქსოვდი, ვხატავდი, ვკერავდი, მაშინდელი ნახატები ახლაც მაქვს შენახული. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე სოხუმის შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში მოდის დიზაინერის ფაკულტეტზე. პარალელურად გობელენისა და ფარდაგის ქსოვას ვსწავლობდი კოლეჯში "მერმისი". შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინერის მიმართულებით გავაგრძელე.

© photo: courtesy of Maia Kuchavaმაია კუჭავა პოდიუმზე
ქართველი მხატვარი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მომღერალმა საკუთარი პორტრეტი სთხოვა - Sputnik საქართველო
მაია კუჭავა პოდიუმზე

- როგორც ვხედავ, ერთნაირად გიყვართ პეიზაჟების, პორტრეტებისა და ნატურმორტების ხატვა...

- ყველა შემთხვევაში ჩემი შთაგონების წყარო სილამაზეა. ვხატავ პეიზაჟებს და ნატურმორტებსაც, მაგრამ განსაკუთრებულად პორტრეტების ხატვა მიყვარს. პერსონაჟებს ხშირად ჩემით ვიგონებ. ერთხელ წითელმა ვარდებმა იმდენად მომხიბლა, რომ გადავწყვიტე დამეხატა გოგონა, რომელსაც თმის ნაცვლად თაიგული ექნებოდა. საოცრად ლამაზი გამოვიდა და როცა გამოფენაზე გავიტანე, ის ბათუმის ერთ-ერთი პრესტიჟული სალონისთვის შეიძინეს. ასე დაიბადა პეპლებიანი გოგონას იდეაც. როცა ჩემი ოთხი წლის დისშვილი ბრჭყვიალა პეპლით თამაშობდა, მე ის ნახატის თემად ვაქციე. ის პორტრეტი ძალიან მიყვარს და მიუხედავად თხოვნისა, გასაყიდად დამენანა.

© photo: courtesy of Maia Kuchavaმაია კუჭავა
ქართველი მხატვარი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მომღერალმა საკუთარი პორტრეტი სთხოვა - Sputnik საქართველო
მაია კუჭავა

- თქვენი ნახატები უცხოელებმაც მოიწონეს, მათ შორის საფრანგეთში მცხოვრები არაბი მომღერალია, როგორ მოხდა ეს ამბავი?

- ჩემმა შემოქმედებამ უცხოელების ყურადღებაც მიიპყრო. ბაქოში არტ–კონსულმა დადაშ მამადოვმა მიმიწვია გამოფენის გასაკეთებლად, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ წავედი. რაც შეეხება იშტარ ალაბინას, ისრაელში დაბადებული არაბი მომღერალია და საფრანგეთში მოღვაწეობს. მისი პორტრეტი 2013 წელს დავხატე და ინტერნეტში განვათავსე. ეს პორტრეტი ინტერნეტში თავად მომღერალმა ნახა და მთხოვა, რომ მისთვის მეჩუქებინა. რა თქმა უნდა, მისი თხოვნა შევასრულე და ნახატი საფრანგეთში გავუგზავნე საჩუქრად.

© photo: courtesy of Maia Kuchavaარაბი იშტარ ალაბინა - ისრაელში დაბადებული არაბი მომღერალი
ქართველი მხატვარი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მომღერალმა საკუთარი პორტრეტი სთხოვა - Sputnik საქართველო
არაბი იშტარ ალაბინა - ისრაელში დაბადებული არაბი მომღერალი

- სავარაუდოდ, მადლობაც არ დააყოვნებდა...

- დიახ, ამის მერე მომღერალი დამიკავშირდა საფრანგეთიდან და მადლობა გადამიხადა. ცოტა ხნის შემდეგ კი ჩემი ნახატი Facebook-ზე დაპოსტა და ამით ახალი 2014 წელი მომილოცა. არის მეორე ფაქტიც – ჩემ მიერ შესრულებულმა მირიამ ფარესის პორტრეტმა Youtube-ზე 15 235 ნახვა მოაგროვა. ამ მომღერალმაც გადამიხადა მადლობა და როგორც ნიჭიერი მხატვარი ისე შემაფასა...

© photo: courtesy of Maia Kuchavaმაია კუჭავა
ქართველი მხატვარი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მომღერალმა საკუთარი პორტრეტი სთხოვა - Sputnik საქართველო
მაია კუჭავა

- დიზაინერ მაია კუჭავაზე რას იტყვით?

- ჩემი დიზაინერობა ბავშვობაში, თოჯინებიდან დაიწყო. მერე ოჯახის წევრებს ვუკერავდი ტანსაცმელს. ოჯახში სამი და ვართ, აქედან გამომდინარე, ჩემი პირველი მოდელები ჩემი დები იყვნენ. სკოლის დასრულების მერე რეალობად მექცა ოცნება, რასაც მშობლების მხარდაჭერის გარეშე ვერ განვახორციელებდი. ძალიან მიყვარს მოდის სფერო, ძირითადად ქალის სამოსზე ვმუშაობ. რაც შეეხება ქართულ მოდას, ის ბოლო დროს წარმატებით ვითარდება, ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს. ყოველთვის ვცდილობ, რომ თვალყური ვადევნო და არ ჩამოვრჩე ხოლმე სიახლეებს მოდის სამყაროში.

© photo: courtesy of Maia Kuchavaმაია კუჭავა
ქართველი მხატვარი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მომღერალმა საკუთარი პორტრეტი სთხოვა - Sputnik საქართველო
მაია კუჭავა

- თქვენი აზრით, როგორია გემოვნებიანია ქალი?

- გემოვნებიანია ქალი, რომელიც ქალურია... ჩემი აზრით, ვულგარული ქალი მაინცდამაინც დახვეწილი გემოვნებით არ უნდა გამოირჩეოდეს. საერთოდ, როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება სოფი ლორენის სიტყვები: „არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც იმის რწმენა, რომ ლამაზია!“ და სინამდვილეშიც ასეა...

© photo: courtesy of Maia Kuchavaმაია კუჭავა
ქართველი მხატვარი, რომელსაც ცნობილმა უცხოელმა მომღერალმა საკუთარი პორტრეტი სთხოვა - Sputnik საქართველო
მაია კუჭავა

- სოციალურ ქსელებში ბევრ ქათინაურს იღებთ, მათგან რომელს გამოარჩევდით?

- ერთმა უცხოელმა ფანმა ჩემს ნახატს მიაწერა: „ასე ხომ პლანეტას გადაარჩენდით“... ძალიან მიხარია ასეთი შეფასება და მართლა მჯერა, რომ პლანეტას სილამაზე და სიყვარული გადაარჩენს...

ყველა ახალი ამბავი
0