პოპულარული ვოკალური შოუ „მხოლოდ ქართული“ ეკრანებზე ბრუნდება

© photo: Only Georgian / FBგიორგი კელაპტრიშვილი
გიორგი კელაპტრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი ქართული მუსიკის პოპულარობას ემსახურება და ახალგაზრდა შემსრულებლებს კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. მაყურებლისთვის საყვარელი შოუ „მხოლოდ ქართული“, რომლის მონაწილეები ქართულ მუსიკას ასრულებენ, ეკრანებზე ბრუნდება – პროექტის მესამე სეზონი ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ მალე დაიწყება.

ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიდის

„მხოლოდ ქართული“ ტელეარხ „რუსთავი2“-ზე გადიოდა. კონკურსანტთა შერჩევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. შოუს გამარჯვებული შერეული კენჭისყრით ვლინდება – ჟიურის წევრთა ქულებისა და მაყურებლის ერთობლივი ქულებით. გამარჯვებული პრიზის სახით თბილისში ოროთახიან ბინას იღებს.

პროექტის ჟიურის წევრები, ტრადიციულად, ყველაზე ცნობილი ქართველი შემსრულებლები არიან. გასულ წელს შოუს მონაწილეებს აფასებდნენ ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე და სხვები.

მესამე სეზონის ჟიურის წევრები, ასევე შოუს ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

პირველ სეზონში გაიმარჯვა სოფო ბათილაშვილმა, რომელმაც მსმენელის გული არა მხოლოდ ვოკალით, არამედ შესრულების ორიგინალური მანერითაც მოინადირა. მეორე სეზონის გამარჯვებული იყო გიორგი კელაპტრიშვილი.

შოუს ფინალისტები პროექტის სპონსორებისგან იღებენ ფასიან პრიზებს, მაგალითად, საზღვარგარეთ დასვენების საგზურებს, ან ცნობილი შემსრულებლის კონცერტზე ბილეთებს, სიმღერების ჩაწერასა და ვიდეოკლიპების გადაღებას, ფულად სტიპენდიებსა და საზღვარგარეთ ვოკალის შესწავლის დაფინანსებას.

ყველა ახალი ამბავი
0