ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

199
(განახლებულია 17:34 16.10.2019)
ფესტივალი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სადაც უცხოელ გამომცემლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ ლიტერატურას.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე დღეს საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო 16-20 ოქტომბრის პერიოდში წარდგება სლოგანით Follow the Journey Of Georgian Characters.

წელს ქართული პავილიონის ორგანიზატორები არიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, მწერალთა სახლი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით 20-მდე ლიტერატურული და საქმიანი ღონისძიება.

გარდა ამისა, ათამდე ქართული გამომცემლობა ხუთი დღის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გააცნობს. ბაზრობის მეორე დღეს საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა კონცეფციით Georgia Made by Characters. აღნიშნული სტატუსის მიღების შესახებ წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ოფიციალური შეთანხმება კი 2014 წელს გაფორმდა.

შარშან საქართველოს ბაზრობაზე განსაკუთრებული პავილიონი ჰქონდა, რომელიც ქართული ანბანით იყო გაფორმებული. ის აერთიანებდა ქართული ხელოვნების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდებს, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდებს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში. ყოველწლიურად ღონისძიება დაახლოებით 300 ათას სტუმარს მასპინძლობს და დაახლოებით 400 ათას წიგნს წარმოადგენს.

პირველ სამ დღეს ღონისძიებას საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებიან, ხოლო მომდევნო ორ დღეს ის ყველასთვის ღიაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს.

 

199
თემები:
საქართველო და კულტურა (965)
ქუჩის არტისტი ლისაბონის ცენტრში

პორტუგალიელები ქართული კინოს შედევრებსა და სიახლეებს გაეცნობიან

47
მეტრები, ოსტატები და ახალბედები - პორტუგალიაში პირველად ქართული კინემატოგრაფის უზარმაზარი რეტროსპექტივა იხსნება

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი Doclisboa, რომელიც 22 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაიმართება, საქართველოს კინემატოგრაფს მასშტაბურ რეტროსპექტივას მიუძღვნის, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

პორტუგალიელები იხილავენ როგორც ქართული კინოს შედევრებს, ისე ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრებს. პროგრამაში სახელწოდებით „უწყვეტი მოგზაურობა“ იქნება ნაჩვენები მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.

პორტუგალიელები ნახავენ შემდეგ ფილმებს: „ელისო“ (1928), რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია; „ბუბა“ (1930), რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე; „ჯიმ შვანთე“ (მარილი სვანეთს) (1930), რეჟისორი მიხეილ კალატოზოვი; „გოგონა და შადრევანი“ (1967), რეჟისორი კარლო სულაკაური;„გრძელი ნათელი დღეები“ (2013), რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი; გოდერძი ჩოხელის „მეკვლე“; გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, მიხეილ კობახიძის „ქოლგა“ და ა.შ.

ბოლო ფილმებიდან მაყურებელი ნახავს შემდეგ ფილმებს: რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, იანა უგრეხელიძის „ომის იავნანა“ და ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“.

რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი 2020 Special Cannes-ის ჟიურის წევრად გამოაცხადეს >>

საქართველო ასევე მონაწილეობას მიიღებს ინდუსტრიულ სექციაში Nebulae - აქ უცხელ კინოპროდიუსერების წინაშე იქნება წარდგენილი რვა ქართული პროექტი. გარდა ამისა, Doclisboa-ზე დაგეგმილია უამრავი თემატური დისკუსია და მრგვალი მაგიდა ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობით.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ლისაბონის კინოფესტივალი ონლაინ-ფორმატში გაიმართება.

47
თემები:
ქართული კინო

როგორ აღნიშნავენ საქართველოში რთველის დასასრულს ფოტო

31
(განახლებულია 20:24 20.10.2020)
  • რთველი - ყურძნის მოსავლის აღების უძველესი დღესასწაული საქართველოში. მას, ფაქტობრივად, საკულტო მნიშვნელობა აქვს, ხოლო მისი ტრადიციები პრეისტორიულ ხანას უკავშირდება
  • უწყვეტი ჯაჭვივით - საქართველო და რთველი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია
  • რთველში ყველა მონაწილეობს: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, სტუმრები. აქ შემთხვევით არავინ ხვდება - ყველა მონაწილეობს ერთ დიდ საქმეში
  • ამ მრავალდღიანი დღესასწაულის ყოველ საღამოს იშლება სუფრები, სადაც მხიარულობენ, მღერიან და ცეკვავენ. ხოლო როდესაც რთველი სრულდება, ფერმერები ნამდვილ წარმოდგენას მართავენ
  • მრავალხმიანი სიმღერები რთველის განუყოფელი ნაწილია
  • ვაზისადმი ფრთხილი მოპყრობა მთელი კულტურაა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს
  • ეს კი საწნახელია - ხისგან დამზადებული ყურძნის საწური. ადრე მასში ყურძენს ფეხით ჭყლეტდნენ. ახლა უკვე უფრო სრულყოფილი და თანამედროვე მოდელები გამოიყენება. თავად საწნახელი კი - არტეფაქტია ქვეყნიდან, რომლსაც ღვინის კულტურის მდიდარი ისტორია აქვს
  • რთველის დასრულების აღნიშვნის დროს კახეთში ყველაფერი განსაკუთრებით გემრიელია - დიასახლისი ერთ-ერთ ღვინის საწარმოში ხინკალს ახვევს
  • კარგი მოსავალი აქ ყოველთვის საზეიმო სუფრით აღინიშნება
  • ხინკლის მოხვევა ნამდვილი ხელოვნებაა. აქ მნიშვნელოვანია ყველაფერი - შიგთავსიც და ცომის ნაოჭებიც
  • მწვადი ქართული სუფრის ტრადიციული კერძია
  • არ უნდა დაგვავიწყდეს ჭაჭაც, ქართული სპირტიანი სასმელი, რომელიც ბრენდის კლასს განეკუთვნება
  • ჩურჩხელა - ცნობილი ქართული ნუგბარი ფელამუშითა და თხილით. მის მომზადებას ბავშვებს სკოლებშიც კი ასწავლიან
  • ჩურჩხელას დასამზადებლად ძაფზე აგებენ თხილს ან ნიგოზს ავლებენ ფელამუშში, რომელსაც ყურძნის გარდა, ბროწეულისგანაც ამზადებენ
  • შემოდგომაზე, ყურძნის გარდა, სხვა ხილისა და ბოსტნეულის მოსავალსაც იღებენ
კახეთის რეგიონში ყურძნის კრეფა დასასრულს უახლოვდება, რასაც დიდი დღესასწაულის მსგავსად აღნიშნავენ. დაწვრილებით – „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში.

რთველი პანდემიის პერიოდში საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ქართველი ფერმერები სახელმწიფოს და კერძო სექტორის დახმარებით ამოცანას წარმატებით გაუმკლავდნენ.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ფერმერი–მეღვინეების დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ყურძნის ორი ჯიშის – „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ სუბსიდირება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, კახეთში ამ მომენტისათვის უკვე მოიკრიფა და გადამუშავდა 270 ათასი ტონა ყურძენი.

 

31
  • რთველი - ყურძნის მოსავლის აღების უძველესი დღესასწაული საქართველოში. მას, ფაქტობრივად, საკულტო მნიშვნელობა აქვს, ხოლო მისი ტრადიციები პრეისტორიულ ხანას უკავშირდება
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    რთველი - ყურძნის მოსავლის აღების უძველესი დღესასწაული საქართველოში. მას, ფაქტობრივად, საკულტო მნიშვნელობა აქვს, ხოლო მისი ტრადიციები პრეისტორიულ ხანას უკავშირდება

  • უწყვეტი ჯაჭვივით - საქართველო და რთველი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    უწყვეტი ჯაჭვივით - საქართველო და რთველი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია

  • რთველში ყველა მონაწილეობს: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, სტუმრები. აქ შემთხვევით არავინ ხვდება - ყველა მონაწილეობს ერთ დიდ საქმეში
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    რთველში ყველა მონაწილეობს: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, სტუმრები. აქ შემთხვევით არავინ ხვდება - ყველა მონაწილეობს ერთ დიდ საქმეში

  • ამ მრავალდღიანი დღესასწაულის ყოველ საღამოს იშლება სუფრები, სადაც მხიარულობენ, მღერიან და ცეკვავენ. ხოლო როდესაც რთველი სრულდება, ფერმერები ნამდვილ წარმოდგენას მართავენ
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ამ მრავალდღიანი დღესასწაულის ყოველ საღამოს იშლება სუფრები, სადაც მხიარულობენ, მღერიან და ცეკვავენ. ხოლო როდესაც რთველი სრულდება, ფერმერები ნამდვილ წარმოდგენას მართავენ

  • მრავალხმიანი სიმღერები რთველის განუყოფელი ნაწილია
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    მრავალხმიანი სიმღერები რთველის განუყოფელი ნაწილია

  • ვაზისადმი ფრთხილი მოპყრობა მთელი კულტურაა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ვაზისადმი ფრთხილი მოპყრობა მთელი კულტურაა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს

  • ეს კი საწნახელია - ხისგან დამზადებული ყურძნის საწური. ადრე მასში ყურძენს ფეხით ჭყლეტდნენ. ახლა უკვე უფრო სრულყოფილი და თანამედროვე მოდელები გამოიყენება. თავად საწნახელი კი - არტეფაქტია ქვეყნიდან, რომლსაც ღვინის კულტურის მდიდარი ისტორია აქვს
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ეს კი საწნახელია - ხისგან დამზადებული ყურძნის საწური. ადრე მასში ყურძენს ფეხით ჭყლეტდნენ. ახლა უკვე უფრო სრულყოფილი და თანამედროვე მოდელები გამოიყენება. თავად საწნახელი კი - არტეფაქტია ქვეყნიდან, რომლსაც ღვინის კულტურის მდიდარი ისტორია აქვს

  • რთველის დასრულების აღნიშვნის დროს კახეთში ყველაფერი განსაკუთრებით გემრიელია - დიასახლისი ერთ-ერთ ღვინის საწარმოში ხინკალს ახვევს
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    რთველის დასრულების აღნიშვნის დროს კახეთში ყველაფერი განსაკუთრებით გემრიელია - დიასახლისი ერთ-ერთ ღვინის საწარმოში ხინკალს ახვევს

  • კარგი მოსავალი აქ ყოველთვის საზეიმო სუფრით აღინიშნება
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    კარგი მოსავალი აქ ყოველთვის საზეიმო სუფრით აღინიშნება

  • ხინკლის მოხვევა ნამდვილი ხელოვნებაა. აქ მნიშვნელოვანია ყველაფერი - შიგთავსიც და ცომის ნაოჭებიც
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ხინკლის მოხვევა ნამდვილი ხელოვნებაა. აქ მნიშვნელოვანია ყველაფერი - შიგთავსიც და ცომის ნაოჭებიც

  • მწვადი ქართული სუფრის ტრადიციული კერძია
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    მწვადი ქართული სუფრის ტრადიციული კერძია

  • არ უნდა დაგვავიწყდეს ჭაჭაც, ქართული სპირტიანი სასმელი, რომელიც ბრენდის კლასს განეკუთვნება
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    არ უნდა დაგვავიწყდეს ჭაჭაც, ქართული სპირტიანი სასმელი, რომელიც ბრენდის კლასს განეკუთვნება

  • ჩურჩხელა - ცნობილი ქართული ნუგბარი ფელამუშითა და თხილით. მის მომზადებას ბავშვებს სკოლებშიც კი ასწავლიან
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ჩურჩხელა - ცნობილი ქართული ნუგბარი ფელამუშითა და თხილით. მის მომზადებას ბავშვებს სკოლებშიც კი ასწავლიან

  • ჩურჩხელას დასამზადებლად ძაფზე აგებენ თხილს ან ნიგოზს ავლებენ ფელამუშში, რომელსაც ყურძნის გარდა, ბროწეულისგანაც ამზადებენ
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ჩურჩხელას დასამზადებლად ძაფზე აგებენ თხილს ან ნიგოზს ავლებენ ფელამუშში, რომელსაც ყურძნის გარდა, ბროწეულისგანაც ამზადებენ

  • შემოდგომაზე, ყურძნის გარდა, სხვა ხილისა და ბოსტნეულის მოსავალსაც იღებენ
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    შემოდგომაზე, ყურძნის გარდა, სხვა ხილისა და ბოსტნეულის მოსავალსაც იღებენ

დოლარები

თავდასხმა ბანკზე ზუგდიდში: მძევლის განცხადებით, თავდამსხმელს თანხა გადაეცა

52
(განახლებულია 22:55 21.10.2020)
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილმა ერთ-ერთმა პირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს პოლიციამ თანხა გადასცა და სამის გარდა ყველა მძევალი თავისუფალია.

ეს პირი სწორედ ის მძევალია, რომელიც თავდამსხმელის მითითებით ტელეკომპანია „მთავარ არხს“ დაუკავშირდა და თავდამსხმელის მოთხოვნები პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. 

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ნახევარმილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა. სავარაუდოდ, სწორედ დარჩენილ სამ მძევალთან ერთად დატოვა ბოროტმოქმედმა ბანკის შენობა და სავარაუდოდ, ვერტმფრენისკენ გაემართა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მძევლებთან ერთად მას ასევე სამხარეო სამმართველოს უფროსი ავთო გალდავა გაჰყვა.

ზუგდიდში უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

52
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა