ფესტივალი „განდაგანა“: ბათუმში ევროპის მოედანი აჭარულ სოფლად  გადაიქცა

© Departmentof Tourismand Resorts of Adjaraფესტივალი „განდაგანა“
ფესტივალი „განდაგანა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში იმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრებები

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმი სოფლის ტურიზმის ტრადიციულ ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი 13-14 ოქტომბერს გაიმართება. ორი დღის განმავლობაში, სპეციალური დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე მოსული სტუმრები აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურებენ.

ფესტივალზე, ღია ცის ქვეშ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და კერძებით ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძის ქუჩაზეა წარმოდგენილი.

გარდა ამისა, მოწყობილია სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. იმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციისა და საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები და ღვინის ტრადიციული დაწურვა.

ფესტივალის ფარგლებში იმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრებები.

ყველა ახალი ამბავი
0